Activi
Activi Fast · თავი 12

საწყობი: საქონლის მიღება, ნაშთები, ინვენტარიზაცია, ჩამოწერა, მომწოდებლები და ხარჯები

ინგრედიენტებისა და საქონლის აღრიცხვა Activi Fast-ში: გვერდი „მარაგი“ — მიღება მომწოდებლით, დღგ-ით და ვალით, საშუალო შეწონილი თვითღირებულება, Excel-ით მიღება, RS.ge; ინვენტარიზაცია, ჩამოწერა, მომწოდებელს დაბრუნება, მომწოდებლების ვალები, საოპერაციო ხარჯები.

ინგრედიენტები ჩამოიწერება ყოველი გადახდისას (თავი რეცეპტები), რეცეპტის გარეშე გაყიდული საქონელი (ბოთლი, სოუსის პაკეტი) — თავის ნაშთს ამცირებს. საწყობის გვერდები (ადმინისტრატორი, მენეჯერი):

  • „მარაგი“ — საქონლის მიღება, ნაშთები, რა იწურება, მიღების ისტორია;
  • „საწყობის დოკუმენტები“ — ინვენტარიზაცია, ჩამოწერა, მომწოდებელს დაბრუნება, ვადები;
  • „მომწოდებლები“ — ვისგან რა შემოგვაქვს და რა გვმართებს;
  • „ხარჯები“ — იჯარა, ზეთი ბაზრიდან, კომუნალური და სხვა.

პროგრამაში ერთი საწყობია.

მარაგი

მარაგი: მარაგის ღირებულება, „იწურება“, „არ არის მარაგში“, საქონლის მიღების ფორმა და „იწურება“ სია
მარაგი: მარაგის ღირებულება, „იწურება“, „არ არის მარაგში“, საქონლის მიღების ფორმა და „იწურება“ სია

ზემოთ: „მარაგის ღირებულება (თვითღ.)“, „მარაგის ღირებულება (გასაყ.)“ („პოტ. მოგება“), „იწურება“, „არ არის მარაგში“; ღილაკები „Excel“, „ექსელის სიით მიღება“, „RS.ge-დან შემოტანა“ და „RS.ge-ზე გატანა“ (ბუღალტერიის მოდულით).

შენიშვნა: 2.38-ში „მარაგის“ სიებსა და მაჩვენებლებში ჩანს რეცეპტიანი პოზიციები და კომბოებიც „0 ც“-ით (მათ საკუთარი მარაგი არ აქვთ), ხოლო „გასაყიდი ღირებულება“ ინგრედიენტების ნულოვანი ფასის გამო ზედმეტად დაბალია (და „პოტ. მოგება“ — მინუსში). ყურადღება მიაქციეთ მხოლოდ ინგრედიენტებსა და თაროს საქონელს; ულუფები ჩანს „პროდუქციაში“.

საქონლის მიღება

  1. „პროდუქტი“ — აირჩიეთ (სიაში ჩანს მიმდინარე ნაშთი); ახლის შექმნა — „+ ახალი პროდუქტი“.
  2. „რაოდენობა“ და „თვითღირებულება ერთეულზე (₾)“ — შესყიდვის ფასი.
  3. **„მომწოდებელი “* — სავალდებულო („ვისგან შემოვიდა საქონელი — ჩანს მიღების ისტორიასა და მომწოდებლების ანგარიშში“).
  4. „შენიშვნა“ (მაგ. ზედნადების ნომერი), „ვადის გასვლის თარიღი“ (არასავალდებულო — ჩანს „საწყობის დოკუმენტები“ → „ვადები“).
  5. დღგ-ს გადამხდელისთვის: „ფასი დღგ-ს ჩათვლითაა — დღგ (18%) ცალკე გამოიყოფა ჩასათვლელად“.
  6. „მომწოდებლის ვალში — თანხა ჯერ არ არის გადახდილი“ — თუ ვალით მიიღეთ.
  7. ქვემოთ ჩანს: „ახალი ნაშთი … · ჯამი … · დღგ … · მარაგში ჩადგება …“ → „მარაგის შეტანა“.
მიღება: ბურგერის ფუნთუშა 400 ც × 0,45 ₾ დღგ-ს ჩათვლით — ახალი ნაშთი 593 ც, ჯამი 180,00 ₾, დღგ 27,46 ₾, მარაგში ჩადგება 152,54 ₾
მიღება: ბურგერის ფუნთუშა 400 ც × 0,45 ₾ დღგ-ს ჩათვლით — ახალი ნაშთი 593 ც, ჯამი 180,00 ₾, დღგ 27,46 ₾, მარაგში ჩადგება 152,54 ₾

ახალი თვითღირებულება ხდება საშუალო შეწონილი: (193 × 0,35 + 152,54) ÷ 593 ≈ 0,3711 ₾, და ის მაშინვე აისახება ყველა რეცეპტზე, სადაც ფუნთუშაა. მიღება ბუღალტერიაში თავისით ტარდება, ვალით მიღებისას — მომწოდებლის ვალად.

ყურადღება: თუ ინგრედიენტის გასაყიდი ფასი 0-ია, პირველი მიღებისას პროგრამა მას შესყიდვის ფასს უწერს (ინგრედიენტი სალაროში მაინც არ ჩანს — ეს მხოლოდ „გასაყიდ ღირებულებაზე“ მოქმედებს).

„ექსელის სიით მიღება“ — ბევრი პოზიცია ერთად, ფაილიდან (მომწოდებელი, შესყიდვის ფასი, გადახდა). RS.ge-ს ზედნადები — „გადასახადები და RS.ge“ → „RS.ge დოკუმენტები“ → „მარაგში შეტანა“ (ბუღალტერიის მოდული და RS.ge-ს სერვის-იუზერი; თავი ბუღალტერია).

საწყობის დოკუმენტები

გვერდზე „საწყობის დოკუმენტები“ იქმნება ინვენტარიზაცია, ჩამოწერა და მომწოდებელს დაბრუნება. თითოეული ჯერ „დრაფტია“ და ნაშთს მხოლოდ „გატარების“ შემდეგ ცვლის; გატარებული აღარ იცვლება.

საწყობის დოკუმენტები
საწყობის დოკუმენტები

ინვენტარიზაცია

  1. „ინვენტარიზაცია“ → „კატეგორია“ („ინგრედიენტები“; ცარიელი — მთელი საწყობი) → „შექმნა“.
  2. სვეტში „დათვლილი“ ჩაწერეთ ფაქტობრივი რაოდენობა; „სხვაობა“ და „თანხა“ თავისით ითვლება. დათვლა შეიძლება ნაწილ-ნაწილ — „შენახვა“.
  3. „გატარება“ — „ნაშთები გასწორდება დათვლილით და სხვაობა გატარდება ბუღალტერიაში.“
ინვენტარიზაცია, „ინგრედიენტები“: ჩედარი −6 ც, პომიდორი −0,4 კგ
ინვენტარიზაცია, „ინგრედიენტები“: ჩედარი −6 ც, პომიდორი −0,4 კგ

რჩევა: ინვენტარიზაცია ჩაატარეთ დახურვის შემდეგ ან დილით, გახსნამდე, როცა სამზარეულოში შეკვეთა არ მზადდება.

ინვენტარიზაციით შეიძლება საწყისი ნაშთის შეყვანაც.

ჩამოწერა

გაფუჭებული, დამწვარი, დაღვრილი ინგრედიენტისთვის:

  1. „ჩამოწერა“ → „მიზეზი“: „ვადაგასული“, „დაზიანებული“, „დაკარგული“ ან „სხვა“.
  2. პოზიციები: პროდუქტი, რაოდენობა — „პოზიციის დამატება“.
  3. დღგ-ს გადამხდელისთვის — „ჩათვლილი დღგ უკან გატარდეს (18%)…“.
  4. „შენიშვნა“ → „შექმნა“ → „გატარება“.
ჩამოწერა: კარტოფილი ფრი (გაყინული) 2,5 კგ, „დაზიანებული“ — „საყინულე გაითიშა ღამით“
ჩამოწერა: კარტოფილი ფრი (გაყინული) 2,5 კგ, „დაზიანებული“ — „საყინულე გაითიშა ღამით“

მომწოდებელს დაბრუნება და ვადები

მომწოდებელს დაბრუნება ჩამოწერასავით კეთდება, დამატებით — „მომწოდებელი“ და „ანგარიშსწორება“ (ვალს ჩამოგვიწერს / ფულს გვიბრუნებს სალაროში ან ბანკში / სანაცვლო საქონელს მოგვცემს). ჩანართი „ვადები“ აჩვენებს მიღებებს, რომლებსაც „ვადის გასვლის თარიღი“ მიუთითეთ.

მომწოდებლები

„მომწოდებლები“ — მომწოდებელი თავისით ჩნდება „მარაგში“ მიღებისას (ან ხელით — „ახალი მომწოდებელი“). ჩანს „სულ გვმართებს“, „30 დღეზე ძველი ვალი“, „ამ თვეში მივიღეთ“; ბარათში — მიღებები და ამონაწერი; „გადახდა“ (ნაღდი ან ბანკით) ვალს ამცირებს; ნაღდით გადახდა სალაროს მოსალოდნელ ნაღდს აკლდება.

მომწოდებლები
მომწოდებლები

ხარჯები

„ხარჯები“ — რაც საწყობში არ შედის: იჯარა, კომუნალური, ხელფასი, ზეთი ბაზრიდან, მარკეტინგი. „ახალი ხარჯი“ → თარიღი, თანხა, კატეგორია, (დღგ), შენიშვნა → „შენახვა“.

ახალი ხარჯი: 120 ₾, „სხვა“ — ფრიტიურის ზეთი ბაზრიდან
ახალი ხარჯი: 120 ₾, „სხვა“ — ფრიტიურის ზეთი ბაზრიდან

ყურადღება: ღია სავაჭრო დღის განმავლობაში შეტანილი ხარჯი სალაროს „მოსალოდნელ ნაღდს“ აკლდება (ითვლება, რომ უჯრიდან გადაიხადეთ) — თავი სალაროს დახურვა.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.