Activi
Activi Fast · თავი 2

პროგრამის ფანჯარა: მენიუ, როლები, ზედა ზოლი და კლავიატურის მალსახმობები

Activi Fast-ის მთავარი ფანჯარა: მენიუს გვერდები და ვინ რას ხედავს (ადმინისტრატორი, მენეჯერი, მოლარე), ზედა ზოლი, მუქი თემა, სრული ეკრანი, სალაროსა და სამზარეულოს ეკრანის კლავიშები, პროგრამის დრო.

ამ თავში აღწერილია მთავარი ფანჯარა: სად რა არის, რას ხედავს თითოეული როლი და რომელი კლავიში რას აკეთებს.

გვერდითა მენიუ

ჯგუფიგვერდირისთვისაავინ ხედავს
მთავარიმიმოხილვადღის შემოსავალი, ჩეკები, გრაფიკი, ტოპ პროდუქციაადმინისტრატორი, მენეჯერი
მთავარისალაროშეკვეთის მიღება და გადახდაყველა
მთავარისამზარეულო / გაცემასამზარეულოს ეკრანი პროგრამის შიგნითყველა
მთავარიშეკვეთებიდღის ყველა ნომერი, სტატუსი, გაცემა, გაუქმებაყველა
მთავარიჩეკებიყველა ჩეკი, ხელახლა ბეჭდვა, დაბრუნებაყველა
მთავარისალაროს დახურვაX/Z-რეპორტი, ნაღდის შემოტანა/გატანაყველა
მენეჯმენტიკომბო / დამატებებისადგურები კატეგორიებზე, არჩევანის ჯგუფები, კომბოებიადმინისტრატორი, მენეჯერი
მენეჯმენტიეკრანები / ნომრებინომრები, სამზარეულოს ეკრანი, ტაბლო, კიოსკი, სადგურებიადმინისტრატორი, მენეჯერი
მენეჯმენტიპროდუქცია / რეცეპტებიპოზიციები, ფასები, კატეგორიები, ინგრედიენტები, რეცეპტებიადმინისტრატორი, მენეჯერი
მენეჯმენტიმარაგისაქონლის მიღება, ნაშთები, მიღების ისტორიაადმინისტრატორი, მენეჯერი
მენეჯმენტიმომწოდებლები, საწყობის დოკუმენტებივალები; ინვენტარიზაცია, ჩამოწერაადმინისტრატორი, მენეჯერი
მენეჯმენტიხარჯები, ინვოისებისაოპერაციო ხარჯები; ინვოისი კომპანიისთვისადმინისტრატორი, მენეჯერი
ანალიტიკაშეკვეთების ანალიზიშეკვეთები საათებით, მომზადების დრო, კომბოებიადმინისტრატორი, მენეჯერი
ანალიტიკაანგარიშებიშემოსავალი, მოგება, კატეგორიები, თანამშრომლებიადმინისტრატორი, მენეჯერი
ბუღალტერიაბუღალტერია და მისი გვერდებითუ ბუღალტერია ლიცენზიაშია (საცდელ პერიოდში — ყოველთვის)ბუღალტერიის უფლებით
სისტემათანამშრომლები, პარამეტრებიანგარიშები და პროგრამის პარამეტრებიადმინისტრატორი
სისტემაჩემი პროფილისაკუთარი პაროლი და სესიებიყველა

მოლარე ხედავს მხოლოდ სამუშაო გვერდებს: სალარო, სამზარეულო / გაცემა, შეკვეთები, ჩეკები, სალაროს დახურვა და ჩემი პროფილი.

მოლარის ხედი: მენიუში მხოლოდ სამუშაო გვერდებია
მოლარის ხედი: მენიუში მხოლოდ სამუშაო გვერდებია

მენიუს ბოლოში ჩანს ობიექტის სახელი, ბაზის სტატუსი („აქტიური · ლოკალური ბაზა“ ან „ქსელის ბაზა · …“) და ვერსია „Activi Fast v2.38.0 · შემოწმება“ — დაჭერით პროგრამა ახალ ვერსიას ამოწმებს (თავი განახლებები).

მენიუს ჩაკეცვა

ლოგოს გვერდით ღილაკი მენიუს სამ მდგომარეობას შორის ცვლის: სრული, ხატულები (ვიწრო ზოლი — სალაროს ფილებს მეტი ადგილი რჩება) და დამალული (ზედა ზოლში ჩნდება ☰ „მენიუ“). არჩევანი ამ კომპიუტერზე ინახება.

მენიუ ხატულების რეჟიმში
მენიუ ხატულების რეჟიმში

ზედა ზოლი

მარცხნიდან მარჯვნივ: გვერდის სათაური; საათი და თარიღი (პროგრამის დრო); დახმარება (სამაშველო რგოლი — თავი დახმარება); თემის შეცვლა (მთვარე / მზე); თქვენი სახელი და როლი („ჩემი პროფილი“); გასვლა.

ზოლის ქვემოთ საჭიროებისას ჩნდება შეტყობინებები: საცდელი პერიოდი ან ლიცენზიის ვადა, ახალი ვერსია და (ადმინისტრატორისთვის) „ჩეკზე მაღაზიის რეკვიზიტები არ იბეჭდება — შეავსეთ…“ ღილაკებით „შევსება →“ და „მოგვიანებით“.

მუქი თემა და სრული ეკრანი

მთვარის ღილაკი რთავს მუქ თემას, მზის — ღიას; არჩევანი ამ კომპიუტერზე ინახება. სამზარეულოს ეკრანი და ტაბლო თავიანთ თემას იყენებენ (ტაბლო ყოველთვის მუქია).

სალარო მუქ თემაში
სალარო მუქ თემაში

F11 სრულ ეკრანს რთავს და თიშავს; რომ პროგრამა სრულ ეკრანზე საერთოდ არ გაიხსნას — „პარამეტრები“ → „სალაროს ვიზუალი“ → „ეკრანი“ → „სრულ ეკრანზე გაშვება“.

კლავიატურის მალსახმობები

სალარო

კლავიშირას აკეთებს
F2ძიება (დასახელება, შტრიხკოდი ან კოდი)
F8ნაღდი — ზუსტი თანხა (ერთი დაჭერით გადახდა)
F7ბარათი — გადახდის ფანჯარა ბარათით
F9გადახდა… (ხურდა, გაყოფა ნაღდსა და ბარათს შორის)
F4შეკვეთის გადადება
F3გადადებული შეკვეთები
F6დღის შეკვეთები (და კიოსკის გადასახდელი)
Alt+1 / Alt+2 / Alt+3ადგილზე / წასაღები / მიტანა
+ / −მონიშნული ხაზის რაოდენობა
Deleteმონიშნული ხაზის წაშლა
Enterარჩევანის ფანჯარაში — დამატება; ძიებაში, თუ ერთი პოზიცია მოიძებნა — დამატება
Enter / Escნომრის ფანჯრის დახურვა („ახალი შეკვეთა“)

შტრიხკოდის სკანერი სალაროში ყოველთვის მუშაობს — წაკითხული კოდის პოზიცია შეკვეთას ემატება.

გადახდის ფანჯარა

კლავიშირას აკეთებს
1, 2…გადახდის სახე (ნომერი წერია ღილაკზე)
Enterაკრეფილი თანხის დამატება; თუ თანხა აკრეფილი არ არის — დადასტურება

სამზარეულოს ეკრანი

კლავიშირას აკეთებს
1…9ბარათის „გამზადდა“ / „მზადაა“ (ნომერი ბარათის კუთხეშია)
Shift+1…9ექსპოზე — მზა შეკვეთის „გაცემულია“
0 ან Backspaceბოლოს გამზადებულის დაბრუნება

ეს კლავიშები მუშაობს ჩვეულებრივი კლავიატურით და „bump bar“-ით (ციფრული პულტით), რომელიც კლავიატურასავით უერთდება.

შენიშვნა: პროგრამის ენა ქართულია; ენის ან შრიფტის ზომის ცალკე პარამეტრი არ არის.

პროგრამის დრო

ჩეკების, ნომრებისა და სამზარეულოს ტაიმერების დრო პროგრამის საათით ითვლება, რომელიც ზუსტი დროის სერვერით მოწმდება (ნაგულისხმევად time.google.com, ყოველ 30 წუთში). მდგომარეობა — „პარამეტრები“ → „მონაცემები“ → ბარათი „დრო“ („პროგრამის დრო“, „კომპიუტერის საათი“, „წყარო“, „შემოწმება“, „გამორთვა“).

ბარათი „დრო“
ბარათი „დრო“

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.