მენიუ: პოზიციები, კატეგორიები, სადგურები, ზომები, დამატებები და კომბოები
მენიუს აწყობა Activi Fast-ში: პოზიციები და კატეგორიები („პროდუქცია / რეცეპტები“), სადგური კატეგორიაზე და პოზიციაზე, არჩევანის ჯგუფები — ზომა, დამატება / გამოკლება, კომბოს არჩევანი — მინიმუმი, მაქსიმუმი, უფასო რაოდენობა, ინგრედიენტის ცვლილება, ახალი კომბო, ნიშანი, რიგი და დამალვა.
მენიუ ორ გვერდზე იმართება (ადმინისტრატორი, მენეჯერი):
| გვერდი | რა იცვლება |
|---|---|
| პროდუქცია / რეცეპტები | პოზიციის დასახელება, ფასი, კატეგორია, ფოტო / აიკონი, შტრიხკოდი, ინგრედიენტები და რეცეპტები; კატეგორიები |
| კომბო / დამატებები (სათაური — „მენიუ: კომბო და დამატებები“) | რომელ სადგურზე მზადდება, არჩევანის ჯგუფები (ზომა, დამატება, გამოკლება, სოუსი), კომბოები, ნიშანი („ჰიტი“), რიგი, სალაროზე ჩვენება |
1. კატეგორიები და პოზიციები
„პროდუქცია / რეცეპტები“ → ჩანართი „კატეგორიები“ → „ახალი კატეგორია“: დასახელება, ფერი, აიკონი. კატეგორია სალაროსა და კიოსკზე ჩანართი ხდება.
„პროდუქცია / რეცეპტები“ → „ახალი პროდუქტი“:
- „დასახელება“, „კატეგორია“, „გასაყიდი ფასი (₾, დღგ-ს ჩათვლით)“;
- „თვითღირებულება (₾)“ — რეცეპტიან პოზიციაზე ხელით არ იწერება, ითვლება რეცეპტიდან;
- „ერთეული“ (ცალი / კილოგრამი), „სამზარეულო“ (სადგური — იხ. ქვემოთ), „მარაგი“ და „მინ. მარაგი“;
- „ფოტო“ (სალაროსა და კიოსკზე ფილაზე ჩანს) ან „აიკონი“;
- „რეცეპტი / კალკულაცია“ — თავი რეცეპტები.

შენიშვნა: Activi Fast-ში რეცეპტის გარეშე გაყიდული პოზიცია (ბოთლის წყალი, წვენი, სოუსის პაკეტი) საკუთარ ნაშთს ამცირებს — მას მარაგი მიუთითეთ. რეცეპტიანი პოზიცია ნაშთს არ ამცირებს — მისი ინგრედიენტები ჩამოიწერება. რეცეპტის გარეშე ბურგერი, რომელსაც მარაგი არ აქვს, მინუსში წავა — ყოველ მომზადებულ პოზიციას რეცეპტი მიეცით.
2. სადგურები: სად მზადდება
„კომბო / დამატებები“ → ჩანართი „პროდუქტები და კომბო“ — მენიუ კატეგორიებად:
- კატეგორიის თავში „სადგური:“ — ამ კატეგორიის ყველა პოზიცია ამ სადგურზე მიდის (ბურგერები → გრილი, გარნირი → ფრი / ფრიტიური, სასმელები და დესერტები → სასმელები); „— არცერთი (სალაროდან) —“ — სამზარეულოში არ მიდის (სოუსები, კომბოს კატეგორია);
- პოზიციის ხაზზე სვეტი „სადგური“ — „კატეგორიის (გრილი)“ ან სხვა სადგური, თუ ეს პოზიცია სხვაგან მზადდება;
- „სალაროზე“ — გამორთვისას პოზიცია სალაროსა და კიოსკზე აღარ ჩანს (მაგ. დროებით დამთავრდა);
- „რედაქტირება“ — არჩევანის ჯგუფები, ნიშანი, რიგი (იხ. ქვემოთ).

შენიშვნა: პროდუქტის ფორმის ველი „სამზარეულო“ აჩვენებს მხოლოდ პოზიციის საკუთარ სადგურს: „— სადგურის გარეშე —“ იქ ნიშნავს, რომ პოზიცია კატეგორიის სადგურს მიჰყვება (თუ კატეგორიას აქვს). ველის მინიშნება („…ტალონი ამ სადგურის პრინტერზე დაიბეჭდება“) რესტორნიდანაა — Activi Fast-ში პოზიცია უპირველესად სადგურის ეკრანზე ჩნდება.
3. არჩევანის ჯგუფები
ჩანართი „არჩევანის ჯგუფები“ — ყველა ჯგუფი: სახე, წესი, რამდენ პოზიციაზეა და არჩევანები (წითლად — „გარეშე“, ჩარჩოთი — ნაგულისხმევი).

„ახალი ჯგუფი“ (ან „რედაქტირება“):
| ველი | რას ნიშნავს |
|---|---|
| სახელი | როგორ ჩანს ფანჯარაში (მაგ. „ფრის ზომა“) |
| ტიპი | „ზომა“ (ერთი სავალდებულო არჩევანი — S / M / L), „დამატება / გამოკლება“, „კომბოს არჩევანი (პროდუქტები)“ |
| მინიმუმი | „0 = არასავალდებულო“; 1 — ერთი მაინც უნდა აირჩიოს |
| მაქსიმუმი | „0 = შეუზღუდავი“; 1 — მხოლოდ ერთი |
| უფასო რაოდენობა | „პირველი N არჩევანი უფასოა“ (მაგ. ერთი სოუსი უფასოდ) |
| ჩართულია | გამორთული ჯგუფი არსად ჩანს |
არჩევანების ცხრილი:
| სვეტი | რას ნიშნავს |
|---|---|
| დასახელება | „L“, „+ ყველი“, „ხახვის გარეშე“ |
| ფასი ±₾ | ცვლილება ძირითად ფასთან: L +1.10, S −0.90, „+ ყველი“ +1 |
| პროდუქტი (სამზარეულოში) | მხოლოდ „კომბოს არჩევანში“: რომელი პოზიცია მიდის სამზარეულოში (და რომლის რეცეპტი ჩამოიწერება) |
| ინგრედიენტი ± რაოდენობა (საწყობი) | რამდენი ჩამოიწერება დამატებით (L: კარტოფილი +0,05 კგ) ან ნაკლები მინუსით („ხახვის გარეშე“: ხახვი −0,015 კგ) |
| გარეშე | გამოკლება — სალაროსა და სამზარეულოში წითლად |
| ნაგულისხმ. | ერთი შეხებით ასე ემატება (მაგ. M); ერთარჩევნიან ჯგუფში ერთი შეიძლება |
| ჩართ. | გამორთული არჩევანი არ ჩანს |





შენიშვნა: 2.38-ში ჯგუფის ფანჯარაში სვეტი „დასახელება“ ვიწროა და გრძელი სახელი იჭრება („კარტოფ…“) — სრული სახელი ჩანს ჩანართში „არჩევანის ჯგუფები“. ჯგუფის წაშლა მას ყველა პოზიციიდან ხსნის; ჯობს უბრალოდ გამორთოთ.
ყინულის ან „სველი / მშრალი“ ტიპის მითითებები — ჯგუფი „დამატება / გამოკლება“ ფასისა და ინგრედიენტის გარეშე: სამზარეულოს ეკრანზე ყვითლად (●) ჩანს.
ჯგუფის მიბმა პოზიციაზე
„პროდუქტები და კომბო“ → პოზიცია → „რედაქტირება“ → „არჩევანის ჯგუფები (რიგით)“ → „+ ჯგუფის დამატება…“; ისრები — რიგი, ნაგვის ყუთი — მოხსნა. ერთი ჯგუფი ბევრ პოზიციაზე შეიძლება იყოს („დამატება“ და „გარეშე“ — ყველა ბურგერზე).
იქვე:
- „ნიშანი (ფილაზე)“ — მაგ. „ჰიტი“, „ახალი“, „-15%“ (16 სიმბოლომდე);
- „რიგი“ — „ნაკლები — წინ (კატეგორიების რიგსაც ეს წყვეტს)“; კომბოებს უარყოფითი რიგი მიეცით, რომ ჩანართი „კომბო“ პირველი იყოს;
- „არჩევანის ფანჯარა ყოველ დაჭერაზე“ — მაგ. შაურმა: მოლარე მაშინვე ხედავს „უხახვო“, „სველი“…

4. კომბო
„კომბო / დამატებები“ → „ახალი კომბო“ („მთავარი პოზიცია + არჩევანი (გარნირი, სასმელი…)“):
- „სახელი“ — „ჩიზბურგერ მილი“; „ფასი (₾)“ — 12.90; „ემოჯი“; „კატეგორია“ — „კომბო“.
- „მთავარი პოზიცია (ფიქსირებული)“ — „ჩიზბურგერი — 7,90 ₾“. „მისი დამატება/გამოკლება კომბოშიც ხელმისაწვდომია; სამზარეულოში მისი სადგურით მიდის.“ შეიძლება „— მთავრის გარეშე (მხოლოდ არჩევანი) —“ (მაგ. ოჯახის ბოქსი, სადაც ორივე ბურგერი ირჩევა).
- „არჩევანის ჯგუფები (რიგით)“ — „გარნირი“, „სასმელი“ (ტიპი „კომბოს არჩევანი“). ქვემოთ ჩანს „+ მთავრის ჯგუფები: დამატება, გარეშე“ — ისინი თავისით ემატება.
- „ნიშანი“ — „ჰიტი“; „რიგი“ — −4.
- „შენახვა“.

კომბოს ფასი მისი საკუთარი ფასია (12,90) — არა ნაწილების ჯამი (7,90 + 3,90 + 3,50 = 15,30); არჩევანის „+1,10“ ამ ფასს ემატება.
არსებული პოზიციის კომბოდ გადაქცევა — „რედაქტირება“ → „ეს არის კომბო (საკუთარი ფასით: მთავარი + არჩევანი)“.

კომბოს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი რეცეპტიც — მაგ. პარკი ან ყუთი, რომელიც ყოველ კომბოს მიჰყვება: „პროდუქცია / რეცეპტები“ → კომბო → „რეცეპტი / კალკულაცია“ (თავი რეცეპტები).
შენიშვნა: კომბოს ბარათზე „თვითღირებულება“ მხოლოდ მისი საკუთარი რეცეპტია (პარკი — 0,15 ₾), ამიტომ „პროდუქციის“ სიაში კომბოს მარჟა ძალიან მაღალი ჩანს. ნამდვილი თვითღირებულება ყოველ ჩეკზე ითვლება — მთავარი პოზიციის, არჩეული ნაწილებისა და დამატებების ჩათვლით — და ანგარიშებში სწორად ჩანს.
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.