თვითმომსახურების კიოსკი: კლიენტი თავად უკვეთავს და იხდის ბარათით ან სალაროში
Activi Fast-ის თვითმომსახურების კიოსკი: ეკრანის დამატება, „აქ მივირთმევ / წავიღებ“, მენიუ, კომბოს აწყობა, „ბარათით აქ“ ინტეგრირებული ტერმინალით, „გადავიხდი სალაროში“ და კიოსკის შეკვეთის გადახდა სალაროში, ავტომატური დაბრუნება საწყისზე, შეზღუდვები.
კიოსკი — სენსორული ეკრანი (ტაბლეტი, მონიტორი, კიოსკის დგარი) დარბაზში, სადაც კლიენტი თავად ირჩევს, აწყობს კომბოს და იხდის — ბარათით იქვე, ან იღებს ნომერს და იხდის სალაროში. კიოსკი სალაროს იმავე მენიუს, ფასებსა და არჩევანს იყენებს.
კიოსკის გამართვა
- „ეკრანები / ნომრები“ → „ეკრანები“ → სახე „თვითმომსახურების კიოსკი“ → „+ დამატება“ (თავი ტაბლო და ეკრანები).
- კიოსკის მოწყობილობაზე გახსენით ბრაუზერი →
http://მთავარი-კომპიუტერის-IP:3036/tv→ აკრიფეთ კიოსკის კოდი (ან გახსენით მისი სრული ბმული), ჩართეთ სრული ეკრანი. - „ეკრანები / ნომრები“ → „სალარო და კიოსკი“:
- „კიოსკზე ბარათით გადახდა (ტერმინალი)“ — ღილაკი „ბარათით აქ“;
- „კიოსკზე „გადაიხადეთ სალაროში““ — ღილაკი „გადავიხდი სალაროში“.
- სურვილისამებრ — „პრეფიქსი — კიოსკი“ (მაგ.
K→K140), თავი შეკვეთის ნომრები.
კიოსკი შესვლას არ ითხოვს და ლიცენზიის ადგილს არ იკავებს.
კლიენტის გზა
1. მისალმება — ობიექტის სახელი და ორი დიდი ღილაკი: „აქ მივირთმევ“ ან „წავიღებ“ („მიტანა“ კიოსკზე არ არის).

2. მენიუ — მარცხნივ კატეგორიები, მარჯვნივ დიდი ფილები ფასით და ნიშნით („ჰიტი“). ჩანს მხოლოდ ის, რაც „სალაროზე“ ჩართულია.

3. არჩევანი — პოზიცია, რომელსაც არჩევანის ჯგუფი აქვს, ყოველთვის ხსნის იგივე ფანჯარას, რაც სალაროში (ზომა, დამატება, კომბოს გარნირი და სასმელი), ოღონდ შენიშვნის ველის გარეშე.

4. შეკვეთის დასრულება — ქვედა ზოლში ჩანს რაოდენობა და ჯამი; „შეკვეთის დასრულება“ ხსნის „თქვენი შეკვეთა“: ხაზები არჩევანით, − / + (ერთ ხაზზე მაქსიმუმ 20), ჯამი და გადახდის ღილაკები. „გაუქმება“ ყველაფერს შლის და მისალმებაზე ბრუნდება.

გადახდა სალაროში
კლიენტი აჭერს „გადავიხდი სალაროში“:
- შეკვეთა მაშინვე იღებს ნომერს: „თქვენი ნომერი 139 — გადაიხადეთ სალაროში — 19,50 ₾. შეკვეთა სამზარეულოში გადახდისთანავე წავა.“;
- სამზარეულო მას ჯერ არ ხედავს — მხოლოდ გადახდის შემდეგ.

მოლარე:
- „შეკვეთები“ (
F6) → ჩანართი „კიოსკი — გადასახდელი“. - იპოვის ნომერს და დააჭერს „გადახდა“.
- გადახდის ფანჯარაში (ქვესათაური „კიოსკის შეკვეთა #139“) იღებს ნაღდს ან ბარათს → „გადახდის დადასტურება“.


გადახდისთანავე შეკვეთა სამზარეულოში მიდის — ზუსტად ისე, როგორც სალაროს შეკვეთა. გადაუხდელი კიოსკის შეკვეთა „შეკვეთებში“ ჩანს სტატუსით „გადასახდელი“; თუ კლიენტი წავიდა, გააუქმეთ (თავი შეკვეთები და გაცემა).
ბარათით კიოსკზე
„ბარათით აქ“ თანხას ინტეგრირებულ ტერმინალზე აგზავნის — „მიადეთ ბარათი ტერმინალს…“. დადასტურებისთანავე შეკვეთა გადახდილია, იღებს ნომერს და მიდის სამზარეულოში: „გადახდილია — ნომერს ეკრანზე გამოვაცხადებთ.“

ყურადღება: კიოსკზე ბარათით გადახდა მუშაობს მხოლოდ ინტეგრირებული ტერმინალით და მხოლოდ პირველ ჩართულ ტერმინალზე („პარამეტრები“ → „ინტეგრაციები“ → „გადახდის ტერმინალები“ — სიაში პირველი). თუ პირველი ტერმინალი „ხელით“ მუშაობს, კლიენტი ნახავს შეცდომას „ეს ტერმინალი ხელით მუშაობს — გადაახდევინეთ აპარატზე და დაადასტურეთ“. ასეთ შემთხვევაში გამორთეთ „კიოსკზე ბარათით გადახდა“ — ის ნაგულისხმევად ჩართულია.
ავტომატური დაბრუნება
- ნომრის ეკრანი 20 წამში (ან შეხებით) მისალმებაზე ბრუნდება;
- თუ კლიენტმა შეკვეთა მიატოვა, 1,5 წუთის უმოქმედობის შემდეგ კიოსკი თავისით იწყებს თავიდან;
- მენიუ ყოველ წუთში ახლდება — ფასის ან პოზიციის ცვლილება კიოსკზე თავისით ჩანს.
რა არ აქვს კიოსკს (2.38)
- ჩეკი არ იბეჭდება კიოსკზე ბარათით გადახდისას და ფისკალური ჩეკი არ იგზავნება (არც მაშინ, როცა კიოსკის შეკვეთას სალაროში იხდიან — თავი გადახდა და ჩეკი);
- სადგურის ტალონი კიოსკის შეკვეთაზე არ იბეჭდება — ის მხოლოდ სამზარეულოს ეკრანზე ჩანს;
- ფასდაკლება, შენიშვნა და „მიტანა“ კიოსკზე არ არის;
- კიოსკზე ბარათით გადახდილ ჩეკს „ჩეკებში“ მოლარე არ უწერია (სვეტი „მოლარე“ ცარიელია).
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.