Activi
Activi Fast · თავი 14

სალაროს დახურვა: X-რეპორტი, Z-რეპორტი, მოსალოდნელი ნაღდი

სავაჭრო დღე Activi Fast-ში: დღის ავტომატური გახსნა, ნაღდის შემოტანა და გატანა, მოსალოდნელი ნაღდის ფორმულა, X-რეპორტი, დღის დახურვა კუპიურების დათვლით, Z-რეპორტი, ავტომატური დახურვა 00:00-ზე და შეკვეთის ნომრები.

გვერდი „სალაროს დახურვა“ („დღე იხსნება ავტომატურად — დახურვისას დაითვალეთ ნაღდი და გამოიტანეთ Z-რეპორტი“) აჯამებს სავაჭრო დღეს: რამდენი შემოვიდა ნაღდით და ბარათით, რამდენი ნაღდი უნდა იყოს უჯრაში და რამდენი აღმოჩნდა. ის ყველა თანამშრომლისთვის ხელმისაწვდომია; „დახურული დღეების“ სიას ადმინისტრატორი და მენეჯერი ხედავენ.

დღის გახსნა

დღე იხსნება პირველივე ოპერაციით (პირველი გადახდა, ნაღდის შემოტანა ან ამ გვერდის გახსნა): „გახსნილია · გაიხსნა: … (პირველი ოპერაციით)“. საწყისი ნაღდი — წინა დღის დათვლილი ნაღდი (ან მოსალოდნელი, თუ არ დაითვალეს).

ღია დღე: საწყისი ნაღდი, ნაღდი გაყიდვები, ბარათი, შემოტანა / გატანა, დაბრუნებები, მოსალოდნელი ნაღდი და ნაღდის მოძრაობა
ღია დღე: საწყისი ნაღდი, ნაღდი გაყიდვები, ბარათი, შემოტანა / გატანა, დაბრუნებები, მოსალოდნელი ნაღდი და ნაღდის მოძრაობა

მაჩვენებლები

ფილარას აჩვენებს
საწყისი ნაღდიდღის დასაწყისში უჯრაში მყოფი ნაღდი
ნაღდი გაყიდვებინაღდით მიღებული (ხურდის გამოკლებით)
ბარათიბარათით მიღებული (კიოსკის ჩათვლით)
ნისიაActivi Fast-ში ყოველთვის 0
შემოტანა / გატანახელით შემოტანილი და გატანილი ნაღდი
დაბრუნებებიდაბრუნებული თანხა და ჩეკების რაოდენობა

მოსალოდნელი = საწყისი ნაღდი + ნაღდი გაყიდვები − ნაღდი დაბრუნება − ხარჯები − მომწოდებლების გადახდა ნაღდით + შემოტანა − გატანა

ნაღდის შემოტანა და გატანა

უფლებით „ნაღდის შემოტანა / გატანა“ (ნაგულისხმევად ყველას): „ნაღდის შემოტანა“ (მაგ. ხურდა დილით) ან „ნაღდის გატანა“ (ინკასაცია, პური მაღაზიიდან) → „თანხა (₾)“ და „მიზეზი / კომენტარი“ → „დადასტურება“.

ნაღდის გატანა: 30 ₾, „პური — მაღაზიიდან“
ნაღდის გატანა: 30 ₾, „პური — მაღაზიიდან“

X-რეპორტი

„X-რეპორტი“ აჩვენებს დღის მიმდინარე მდგომარეობას დახურვის გარეშე: ჩეკები, ბრუნვა, ფასდაკლება, დღგ, დაბრუნება, ნაღდი/ბარათი, საწყისი ნაღდი, ხარჯები, ნაღდის მოძრაობა, მოსალოდნელი ნაღდი და (რამდენიმე მოლარისას) თითოეულის ბრუნვა. „ბეჭდვა“ — ჩეკის პრინტერზე. მაგალითად, ცვლის გადაბარებისას.

X-რეპორტი
X-რეპორტი

დღის დახურვა (Z-რეპორტი)

უფლებით „დღის გახსნა / დახურვა“:

  1. დარწმუნდით, რომ სალაროში გადასახდელი შეკვეთა აღარ არის (კიოსკის „გადასახდელი“ გააუქმეთ ან მიიღეთ ფული).
  2. „დღის დახურვა“ — ფანჯრის თავში „მოსალოდნელი ნაღდი“.
  3. დაითვალეთ უჯრა: „კუპიურების დათვლა“ (100, 50, 20, 10, 5, 2, 1 ₾ და 50, 20, 10, 5 თეთრი) ან „სწრაფი თანხა“ — „დათვლილი ნაღდი (₾)“.
  4. პროგრამა აჩვენებს: „ზუსტად ემთხვევა ✓“, „ზედმეტი: …“ ან „დანაკლისი: …“; საჭიროებისას — „შენიშვნა“.
  5. „დახურვა“ (სხვაობისას პროგრამა დამატებით გკითხავთ).
  6. იხსნება Z-რეპორტი ნომრით (Z-00014) → „ბეჭდვა“.
დღის დახურვა: სწრაფი თანხა — „ზუსტად ემთხვევა ✓“
დღის დახურვა: სწრაფი თანხა — „ზუსტად ემთხვევა ✓“
Z-რეპორტი
Z-რეპორტი

რჩევა: საღამოს ფული ბანკში ან სეიფში მიგაქვთ? დახურვამდე გაატარეთ „ნაღდის გატანა“ („ინკასაცია“) და უჯრაში მხოლოდ ხვალინდელი ხურდა დატოვეთ.

დახურული დღეები

ბარათი „დახურული დღეები“: „Z №“, „გახსნა“, „დახურვა“, „მოსალ.“, „დათვლ.“, „სხვაობა“; ხაზი ან პრინტერის ხატულა ხსნის Z-რეპორტს ხელახლა დასაბეჭდად.

დახურული დღეები: Z-00014 დღეს 20:52-ზე, Z-00013 გუშინ
დახურული დღეები: Z-00014 დღეს 20:52-ზე, Z-00013 გუშინ

ავტომატური დახურვა 00:00-ზე და ნომრები

„პარამეტრები“ → „მაღაზია“ → „დღე ავტომატურად დაიხუროს 00:00-ზე“ (ნაგულისხმევად ჩართული) — ღია დღე შუაღამისას დათვლის გარეშე იხურება (ნიშანი „ავტო“). თუ შუაღამის შემდეგაც მუშაობთ, გამორთეთ — სხვაგვარად საღამოს ცვლა ორ Z-ში გაიყოფა. ავტომატური დახურვა ხდება მხოლოდ მაშინ, როცა მთავარი კომპიუტერი 00:00-ზე ჩართულია.

შენიშვნა: შეკვეთის ნომრები (100, 101…) კალენდარულ დღეს მიჰყვება და შუაღამისას თავიდან იწყება — სალაროს დახურვა მათ არ ცვლის (თავი შეკვეთის ნომრები).

ფისკალური აპარატის X და Z

ფისკალური აპარატის საკუთარი X და Z ანგარიშები — „პარამეტრები“ → „ინტეგრაციები“ → „ფისკალური აპარატი“ → „X-ანგარიში“ / „Z-ანგარიში“; ბანკის ტერმინალის დღის დახურვა — ტერმინალის ბარათში (ინტეგრირებული TBC ტერმინალისთვის).

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.