სალარო: შეკვეთის აკრეფა, კომბო, დამატებები, შენიშვნა და გადადება
როგორ იღებს მოლარე შეკვეთას Activi Fast-ში: კატეგორიები და ფილები, ერთი შეხებით დამატება, არჩევანის ფანჯარა (ზომა, „+ ყველი“, „ხახვის გარეშე“), კომბოს აწყობა, შენიშვნა სამზარეულოსთვის, ფასდაკლება, ძიება და სკანერი, გადადებული შეკვეთები.
გვერდი „სალარო“ მოლარის მთავარი ეკრანია: მარცხნივ — მენიუ დიდი ფილებით, მარჯვნივ — მიმდინარე შეკვეთა, ჯამი და გადახდის ღილაკები. მოლარე შესვლისთანავე აქ ხვდება.

ეკრანის ნაწილები
- ზემოთ: ძიება („ძიება ან კოდი (F2)“), ღილაკები „შეკვეთები“ (
F6) და „გადადებული“ (F3). - გასაცემი ნომრების ზოლი — როცა სამზარეულოში რამე მზადდება ან მზადაა: „გასაცემი“ (მწვანე ნომრები) და „მზადდება“ (თავი შეკვეთები და გაცემა).
- კატეგორიების ჩანართები — ფერითა და აიკონით. რიგს განსაზღვრავს პოზიციების „რიგი“ (მაგ. კომბოები პირველია, თუ მათი რიგი ყველაზე ნაკლებია).
- ფილები — სურათი ან აიკონი, დასახელება, ფასი; ნიშანი (მაგ. „ჰიტი“); წარწერა „კომბო“ ან „არჩევანი“, თუ პოზიციას ვარიანტები აქვს.
- მარჯვნივ: შეკვეთის ტიპი („ადგილზე“, „წასაღები“, „მიტანა“ —
Alt+1/2/3), შეკვეთის ხაზები, „ფასდაკლება“, „გადადება“, „გასუფთავება“, ველი „შენიშვნა / სახელი (არასავალდებულო)“, ჯამი და გადახდის ღილაკები.
პოზიციის დამატება
ერთი შეხება ამატებს ჩვეულ ვარიანტს: პოზიცია შეკვეთაში ჩნდება ნაგულისხმევი არჩევანით (მაგ. კარტოფილი ფრი — ზომით M). იგივე პოზიციის ხელახლა შეხება რაოდენობას ზრდის.
არჩევანის ფანჯარა თავისით იხსნება, როცა:
- ეს კომბოა;
- პოზიციას აქვს სავალდებულო არჩევანი ნაგულისხმევის გარეშე;
- პოზიციაზე ჩართულია „არჩევანის ფანჯარა ყოველ დაჭერაზე“ (მაგ. შაურმა — თავი მენიუ).
სხვა შემთხვევაში არჩევანი ხაზის ღილაკით „შეცვლა“ იცვლება.
არჩევანის ფანჯარა: ზომა, დამატება, გამოკლება
მაგალითი: კლიენტს უნდა ჩიზბურგერი დამატებითი ყველით, ხახვის გარეშე.
- შეეხეთ ფილას „ჩიზბურგერი“ — ის შეკვეთაში ემატება.
- ხაზზე დააჭირეთ „შეცვლა“.
- ჯგუფში „დამატება“ შეეხეთ „+ ყველი“ (+1,00 ₾), ჯგუფში „გარეშე“ — „ხახვის გარეშე“.
- ღილაკი ქვემოთ ჯამს თავისით ითვლის: „შენახვა · 8,90 ₾“.

ფანჯარაში:
- ჯგუფის სათაურთან წერია წესი: „აირჩიეთ ერთი“, „არასავალდებულო · მაქს. 5“, „1 უფასოა“… სანამ სავალდებულო არჩევანი არ გაკეთებულა, ღილაკზე წერია „აირჩიეთ: …“ და ის არ მუშაობს;
- ფასის ცვლილება ჩანს ღილაკზე: +1,10 ₾ (L), −0,90 ₾ (S);
- „გარეშე“ ტიპის არჩევანი წითელია — სამზარეულოს ეკრანზეც წითლად ჩანს;
- „შენიშვნა სამზარეულოსთვის“ — თავისუფალი ტექსტი (მაგ. „ორი ხელსახოცი“, „კარგად შემწვარი“);
- ქვემოთ — რაოდენობა (− / +).
ჯგუფში, სადაც პირველი N უფასოა (მაგ. „სოუსი (1 უფასოა)“), უფასოა პირველი მონიშნული — არა ყველაზე იაფი. ნაგეტსები 6 ც + კეტჩუპი (0,70) + ნივრის (0,90): კეტჩუპი პირველია და უფასოა → 7,50 + 0,90 = 8,40 ₾.

კომბოს აწყობა
- ჩანართი „კომბო“ → „ჩიზბურგერ მილი“ (12,90 ₾).
- ფანჯრის თავში ჩანს კომბოს ფასი და მთავარი პოზიცია — „ჩიზბურგერი — შედის“.
- „გარნირი“ — „აირჩიეთ ერთი“: კარტოფილი ფრი M (ნაგულისხმევი), ფრი L +1,10 ₾, სოფლის კარტოფილი +0,80 ₾.
- „სასმელი“ — კოკა-კოლა M (ნაგულისხმევი), ფანტა M, სპრაიტი M, კოკა-კოლა L +1,00 ₾…
- ქვემოთ, სათაურით „ჩიზბურგერი“ — მთავარი პოზიციის დამატებები და გამოკლებები („+ ყველი“, „ხახვის გარეშე“) კომბოშიც მოქმედებს.
- „დამატება · 14,00 ₾“.

შეკვეთის ხაზზე ჩანს კომბო და არჩეული ნაწილები („კარტოფილი ფრი L“, „კოკა-კოლა M“), გამოკლება — წითლად:

შაურმა: ფანჯარა ყოველ დაჭერაზე
პოზიციებს, რომლებსაც კლიენტი თითქმის ყოველთვის „აწყობს“ (შაურმა), ჩართეთ „არჩევანის ფანჯარა ყოველ დაჭერაზე“ — მოლარე მაშინვე მონიშნავს „უხახვო“, „სველი“, „ცხარე“…

„სველი“, „ცხარე“, „ორად გაჭრილი“ — უფასო მითითებებია: სამზარეულოს ეკრანზე ყვითლად ჩანს (●), საწყობს არ ცვლის.
ხაზების შეცვლა
- − / + ხაზზე რაოდენობას ცვლის; როცა რაოდენობა 1-ია, „−“-ის ნაცვლად ნაგვის ყუთია (წაშლა).
- ხაზზე შეხება მას მონიშნავს — კლავიშები
+,−,Deleteმონიშნულ ხაზზე მოქმედებს. - „გასუფთავება“ — მთელი შეკვეთის წაშლა (პროგრამა იკითხავს).
- „შენიშვნა / სახელი“ — მთელი შეკვეთის შენიშვნა (მაგ. კლიენტის სახელი ან მიტანის მისამართი). ის ჩანს სამზარეულოს ეკრანზე შეკვეთის თავში.
ძიება და სკანერი
ველში „ძიება ან კოდი (F2)“ აკრიფეთ სახელის ნაწილი — ფილები მაშინვე იფილტრება; შტრიხკოდი ან კოდი ზუსტად უნდა დაემთხვეს. თუ ერთი პოზიცია დარჩა, Enter მას ამატებს. შტრიხკოდის სკანერი ძიების გარეშეც მუშაობს: წაკითხული პოზიცია ემატება („პროდუქტი ვერ მოიძებნა: …“ — თუ ასეთი კოდი არ არის).

ფასდაკლება
ღილაკი „ფასდაკლება“ ჩანს თანამშრომელს უფლებით „ფასდაკლება გაყიდვისას“ (ნაგულისხმევად — ყველას). აირჩიეთ „პროცენტი“ ან „თანხა ₾“, სწრაფი ღილაკები (5, 10, 15, 20, 50% ან 1, 2, 5, 10 ₾) ან აკრიფეთ თავად → „შენახვა“. ფასდაკლება მთელ შეკვეთაზე ვრცელდება და ჯამის ზემოთ ჩანს („ჯამი“, „ფასდაკლება“). „მოხსნა“ აუქმებს.

გადადებული შეკვეთა
კლიენტი ფიქრობს, ან ჯერ სხვას ემსახურებით? „გადადება“ (F4) შეკვეთას ინახავს და სალაროს ასუფთავებს — „შეკვეთა გადაიდო“. გადადებული შეკვეთა ნომერს ჯერ არ იღებს და სამზარეულოში არ მიდის.
- „გადადებული“ (
F3) — სია: დრო, ტიპი, ჯამი, პოზიციების რაოდენობა, შენიშვნა და ვინ გადადო. - „გახსნა“ შეკვეთას სალაროში აბრუნებს (ქვემოთ წერია „გადადებული შეკვეთა გახსნილია“); გადახდისას ის სიიდან ქრება. ნაგვის ყუთი — წაშლა.

გადადებული შეკვეთები ბაზაში ინახება — სხვა სალაროდანაც ჩანს. თუ სალაროში უკვე აკრეფილი შეკვეთაა, გადადებულის გახსნამდე პროგრამა გთხოვთ: „ჯერ დაასრულეთ ან გადადეთ მიმდინარე შეკვეთა“.
შენიშვნა: გადახდილი შეკვეთის შეცვლა ან მასზე პოზიციის მიმატება შეუძლებელია — კლიენტს, რომელსაც კიდევ რამე უნდა, ახალი შეკვეთა (ახალი ნომრით) გაუფორმეთ. შეცდომით გადახდილი შეკვეთის გაუქმება — თავი შეკვეთები და გაცემა.
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.