Activi
Activi Fast · თავი 11

რეცეპტები და ინგრედიენტები: ჩიზბურგერ მილის მაგალითი ციფრებით

როგორ ითვლის Activi Fast ულუფის თვითღირებულებას და ჩამოწერს ინგრედიენტებს: ინგრედიენტები, გრამები და ცალები, ჩიზბურგერის, კარტოფილი ფრის, კოკა-კოლასა და კაპუჩინოს რეცეპტები, ზომის და დამატების გავლენა, კომბოს სრული ჩამოწერა — ჩიზბურგერ მილის მაგალითზე, ნამდვილი ციფრებით.

ჩიზბურგერი არის ფუნთუშა, კატლეტი, ჩედარი, ხახვი და სოუსი; კომბოში მას ემატება კარტოფილი, სასმელი, ჭიქა და პარკი. Activi Fast-ში თითოეულ პოზიციას აქვს რეცეპტი — რომელი ინგრედიენტი რამდენი იხარჯება ერთ ულუფაზე. ამის შემდეგ:

  • ყოველი გადახდისას ინგრედიენტები საწყობიდან თავისით ჩამოიწერება — კომბოს ყოველი ნაწილის, ზომისა და დამატების გათვალისწინებით;
  • თვითღირებულება და მარჟა ითვლება ინგრედიენტების ფასებიდან;
  • „პროდუქციის“ სიაში ჩანს, რამდენი ულუფის მომზადება შეიძლება საწყობში არსებულით;
  • დაბრუნებისას ინგრედიენტები საწყობს უბრუნდება.

ცნებები და წესები

ცნებარას ნიშნავს
ინგრედიენტიპროდუქტი მონიშვნით „საწყობის ინგრედიენტია — სალაროში არ გამოჩნდება, მხოლოდ რეცეპტებში იხარჯება“. აქვს ნაშთი და თვითღირებულება
რეცეპტიანი პოზიციაპოზიცია, რომლის ფორმაში შევსებულია „რეცეპტი / კალკულაცია“. მას საკუთარი მარაგი არ აქვს — ულუფები ინგრედიენტებით იზღუდება
ულუფაერთი გაყიდული ერთეული (ერთი ბურგერი, ერთი ჭიქა). რეცეპტი ყოველთვის ერთ ულუფაზე იწერება
  • რეცეპტში მაქსიმუმ 40 ინგრედიენტია; ერთი ინგრედიენტი ორჯერ არ ჩაიწერება;
  • ინგრედიენტად გამოდგება ნებისმიერი პროდუქტი, რომელსაც თავად არ აქვს რეცეპტი (ერთი დონე) — მაგ. სოუსის პაკეტიც;
  • ინგრედიენტს, რომელიც რეცეპტშია, ვერ წაშლით — ჯერ ამოიღეთ რეცეპტიდან.

ერთეულები

ერთეული ორია: „ცალი“ და „კილოგრამი“.

ინგრედიენტიროგორ შევქმნათრეცეპტში
ხორცი, ფრი, ხახვი, სოუსი, ყავაკილოგრამიგრამებში — რედაქტორი კილოგრამიანს თავისით გრამებით აჩვენებს: 15 → 0,015 კგ
ჩამოსასხმელი სასმელი, რძეკილოგრამი, თუ 1 ლ ≈ 1 კგ საკმარისია (ჩაწერეთ დასახელებაში)გრამები ≈ მილილიტრები: 400 მლ → 400
ფუნთუშა, კატლეტი, ჩედარის ნაჭერი, ჭიქა, პარკიცალი1 (ან წილი, მაგ. 0,5)

ნაბიჯი 1. ინგრედიენტები

„პროდუქცია / რეცეპტები“ → „ახალი პროდუქტი“: დასახელება, კატეგორია „ინგრედიენტები“, გასაყიდი ფასი 0, თვითღირებულება (1 კგ-ის ან ცალის ფასი დღგ-ს გარეშე), ერთეული, მარაგი, მინ. მარაგი, მონიშვნა „საწყობის ინგრედიენტია…“ → „შენახვა“.

ინგრედიენტი „კარტოფილი ფრი (გაყინული)“: კილოგრამი, 4,40 ₾, მარაგი 120 კგ, მინ. 25
ინგრედიენტი „კარტოფილი ფრი (გაყინული)“: კილოგრამი, 4,40 ₾, მარაგი 120 კგ, მინ. 25

ჩვენი მაგალითის ინგრედიენტები:

ინგრედიენტიერთეულითვითღირებულება
ბურგერის ფუნთუშაცალი0,35 ₾
საქონლის კატლეტი 100გცალი1,25 ₾
ჩედარის ნაჭერიცალი0,22 ₾
ხახვიკილოგრამი1,40 ₾
ბურგერის სოუსიკილოგრამი8,50 ₾
კარტოფილი ფრი (გაყინული)კილოგრამი4,40 ₾
კოკა-კოლა ჩამოსასხმელი (1 ლ ≈ 1 კგ)კილოგრამი1,10 ₾
ჭიქა + სახურავიცალი0,12 ₾
კომბოს პარკიცალი0,15 ₾
ყავის მარცვალი (არაბიკა)კილოგრამი38,00 ₾
რძე 3,2% (1 ლ ≈ 1 კგ)კილოგრამი2,90 ₾

ნაბიჯი 2. ჩიზბურგერის რეცეპტი

  1. „ჩიზბურგერი“ (კატეგორია „ბურგერები“, ფასი 7,90) → „რეცეპტი / კალკულაცია“ → „ინგრედიენტების არჩევა“.
  2. ფანჯარაში „საწყობის ინგრედიენტები — მონიშნეთ, რისგან შედგება პროდუქტი“ მონიშნეთ ფუნთუშა, კატლეტი, ჩედარი, ხახვი, სოუსი → „არჩევა (5)“.
  3. სვეტში „1 ულუფაზე“ ჩაწერეთ რაოდენობები (კილოგრამიანზე — გრამებში) → „შენახვა“.
ჩიზბურგერი: რეცეპტი 5 ინგრედიენტით — 2,01 ₾, მარჟა 74,6%, 400 ულუფა
ჩიზბურგერი: რეცეპტი 5 ინგრედიენტით — 2,01 ₾, მარჟა 74,6%, 400 ულუფა
ინგრედიენტი1 ულუფაზეგაანგარიშებაღირებულება
ბურგერის ფუნთუშა1 ც1 × 0,350,35 ₾
საქონლის კატლეტი 100გ1 ც1 × 1,251,25 ₾
ჩედარის ნაჭერი1 ც1 × 0,220,22 ₾
ხახვი15 გრ0,015 × 1,400,02 ₾
ბურგერის სოუსი20 გრ0,020 × 8,500,17 ₾
ულუფის თვითღირებულება2,01 ₾

მარჟა: (7,90 − 2,01) / 7,90 = 74,6%. ულუფები: ფუნთუშა 600, კატლეტი 400 (ზღუდავს), ჩედარი 900, ხახვი 25 ÷ 0,015 = 1666, სოუსი 15 ÷ 0,02 = 750 → 400.

ჩიზბურგერის რეცეპტის ბლოკი
ჩიზბურგერის რეცეპტის ბლოკი

ნაბიჯი 3. კარტოფილი ფრი, კოკა-კოლა, კაპუჩინო

კარტოფილი ფრი: 110 გრ — 0,48 ₾, მარჟა 87,7%, 1 090 ულუფა
კარტოფილი ფრი: 110 გრ — 0,48 ₾, მარჟა 87,7%, 1 090 ულუფა
კოკა-კოლა: 400 გრ (≈ 400 მლ) + ჭიქა — 0,56 ₾, მარჟა 84%, 450 ულუფა
კოკა-კოლა: 400 გრ (≈ 400 მლ) + ჭიქა — 0,56 ₾, მარჟა 84%, 450 ულუფა
კაპუჩინო: ყავა 9 გრ, რძე 150 გრ, ჭიქა — 0,90 ₾, მარჟა 83,6%, 200 ულუფა
კაპუჩინო: ყავა 9 გრ, რძე 150 გრ, ჭიქა — 0,90 ₾, მარჟა 83,6%, 200 ულუფა
პოზიციაფასირეცეპტითვითღირებულებამარჟა
კარტოფილი ფრი (M)3,90 ₾ფრი 110 გრ (0,110 × 4,40)0,48 ₾87,7%
კოკა-კოლა (M 0,4 ლ)3,50 ₾კოლა 400 გრ (0,44) + ჭიქა (0,12)0,56 ₾84,0%
კაპუჩინო5,50 ₾ყავა 9 გრ (0,34) + რძე 150 გრ (0,43) + ჭიქა (0,12)0,90 ₾83,6%

რეცეპტი M ზომაზე იწერება; სხვა ზომა არჩევანის ჯგუფში ინგრედიენტის ცვლილებით ითვლება (ნაბიჯი 5).

ნაბიჯი 4. კომბოს საკუთარი რეცეპტი (პარკი)

კომბოს შეიძლება ჰქონდეს თავისი რეცეპტი — რაც ყოველ კომბოს მიჰყვება, ნაწილების გარდა. „ჩიზბურგერ მილი“ → „რეცეპტი / კალკულაცია“ → კომბოს პარკი, 1 ც:

ჩიზბურგერ მილის საკუთარი რეცეპტი: კომბოს პარკი — 0,15 ₾
ჩიზბურგერ მილის საკუთარი რეცეპტი: კომბოს პარკი — 0,15 ₾

ნაბიჯი 5. ზომები და დამატებები ინგრედიენტებით

არჩევანის ჯგუფში (თავი მენიუ) თითო არჩევანს აქვს „ინგრედიენტი ± რაოდენობა“:

არჩევანიფასისაწყობზე
ფრი L+1,10 ₾კარტოფილი ფრი +0,05 კგ (სულ 160 გრ)
ფრი S−0,90 ₾კარტოფილი ფრი −0,04 კგ (სულ 70 გრ)
+ ყველი+1,00 ₾ჩედარის ნაჭერი +1 ც
ხახვის გარეშე0ხახვი −0,015 კგ (ამ ბურგერზე ხახვი არ იხარჯება)
კოკა-კოლა L (კომბოში)+1,00 ₾კოლა +0,1 კგ
კეტჩუპი (სოუსის ჯგუფში)+0,70 ₾სოუსის პაკეტი 1 ც (პროდუქტი თაროდან)

ნაბიჯი 6. გაყიდვა: ჩიზბურგერ მილი ფრი L-ით

კლიენტმა აიღო ჩიზბურგერ მილი — გარნირი კარტოფილი ფრი L, სასმელი კოკა-კოლა M: 12,90 + 1,10 = 14,00 ₾. გადახდისას პროგრამა ჩამოწერს:

რასაიდანჩამოიწერაღირებულება
კომბოს პარკიკომბოს რეცეპტი1 ც0,15 ₾
ბურგერის ფუნთუშამთავარი — ჩიზბურგერის რეცეპტი1 ც0,35 ₾
საქონლის კატლეტი 100გ〃1 ც1,25 ₾
ჩედარის ნაჭერი〃1 ც0,22 ₾
ხახვი〃0,015 კგ0,02 ₾
ბურგერის სოუსი〃0,020 კგ0,17 ₾
კარტოფილი ფრი (გაყინული)ფრის რეცეპტი 0,11 + არჩევანი „L“ 0,050,160 კგ0,70 ₾
კოკა-კოლა ჩამოსასხმელიკოლის რეცეპტი0,400 კგ0,44 ₾
ჭიქა + სახურავი〃1 ც0,12 ₾
ჩეკის ხაზის თვითღირებულება3,43 ₾

მოგება: 14,00 − 3,43 = 10,57 ₾ (მარჟა 75,5%). ეს ციფრები ჩეკის ხაზზე ინახება და ანგარიშებში სწორედ ასე ითვლება.

იმავე შეკვეთის მეორე ხაზი — ჩიზბურგერი „+ ყველი, ხახვის გარეშე“ (8,90 ₾): ჩედარი 2 ც, ხახვი 0 — თვითღირებულება 2,01 + 0,22 − 0,02 = 2,21 ₾.

ჩეკზე ინგრედიენტები არ იბეჭდება — მხოლოდ „ჩიზბურგერ მილი (კარტოფილი ფრი L, კოკა-კოლა M)“. ჩეკის ყოველი ხაზი ინახავს, რა და რამდენი ჩამოიწერა: თუ შემდეგ რეცეპტს შეცვლით, ძველი ჩეკები და მათი დაბრუნება ძველი რეცეპტით დარჩება.

ნაბიჯი 7. დაბრუნება

თუ ეს შეკვეთა გაუქმდა ან ჩეკი დაბრუნდა (თავები შეკვეთები და გაცემა, ჩეკები და დაბრუნება), საწყობს ზუსტად იგივე უბრუნდება: პარკი, ფუნთუშა, კატლეტი, ჩედარი, 160 გრ ფრი, 400 გრ კოლა, ჭიქა…

ნაბიჯი 8. ახალი მიწოდება სხვა ფასად

ფუნთუშის ნაშთი 193 ც-ია (0,35 ₾), მოიტანეს 400 ც 0,45 ₾-ად დღგ-ს ჩათვლით (დღგ-ს გარეშე 0,3814 ₾). „მარაგი“ → „საქონლის მიღება“ ახალ თვითღირებულებას თავისით ითვლის — საშუალო შეწონილით:

(193 × 0,35 + 400 × 0,3814) ÷ (193 + 400) = 220,09 ÷ 593 ≈ 0,3711 ₾

ჩიზბურგერის რეცეპტის ფუნთუშის ხაზი და ულუფის თვითღირებულება თავისით განახლდება (თავი საწყობი). გასაყიდი ფასი არ იცვლება.

შენიშვნა: რეცეპტის რედაქტორი ჯამს ზუსტი ფასებით ითვლის, ბარათზე შენახული თვითღირებულება კი დამრგვალებულია — ციფრები შეიძლება ერთი თეთრით განსხვავდებოდეს.

როცა ინგრედიენტი იწურება

Activi Fast გაყიდვას ნაშთის გამო არ აჩერებს — ნაშთი მინუსშიც ჩადის. ამიტომ:

  • „მარაგი“ → „იწურება“ და „მიმოხილვა“ → „მარაგი იწურება“ ყოველდღე შეამოწმეთ;
  • მიწოდება მაშინვე შეიტანეთ „მარაგში“;
  • კვირაში ერთხელ ჩაატარეთ ინვენტარიზაცია (კატეგორია „ინგრედიენტები“), გაფუჭებული — ჩამოწერით (თავი საწყობი).

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.