შეკვეთები და გაცემა: სტატუსები, გასაცემი ნომრები სალაროში, „გაცემულია“, გაუქმება
შეკვეთის გზა Activi Fast-ში (გადასახდელი, მზადდება, მზადაა, გაცემულია, გაუქმებული), სალაროს ზოლი „გასაცემი / მზადდება“, დღის შეკვეთები და „იგივე კიდევ“, გვერდი „შეკვეთები“ — ფილტრები, ძიება ნომრით, მომზადების დრო, ჩეკი, გაუქმება და თანხის დაბრუნება.
შეკვეთის გზა
| სტატუსი | როდის |
|---|---|
| გადასახდელი | კიოსკის შეკვეთა „გადავიხდი სალაროში“ — ნომერი აქვს, სამზარეულო ჯერ ვერ ხედავს |
| მზადდება | გადახდილია; სამზარეულოს ეკრანზე და ტაბლოს „მზადდება“ სვეტშია |
| მზადაა | ყველა სადგურმა დაასრულა (ან ექსპომ დააჭირა „მზადაა“); ტაბლოზე — „მზადაა — მიიღეთ“ |
| გაცემულია | კლიენტმა მიიღო; ნომერი ყველა ეკრანიდან ქრება |
| გაუქმებული | გაუქმდა ან ჩეკი დაბრუნდა |
(„გადადებული“ შეკვეთები ამ სიებში არ ჩანს — თავი სალარო.)
„გაცემულია“-ს დაჭერა შეიძლება სამ ადგილას — აირჩიეთ, ვინ გასცემს თქვენთან შეკვეთას:
- ექსპოს ეკრანზე — „მზადაა — გასაცემი“ სვეტში (თავი სამზარეულოს ეკრანი);
- სალაროში — გასაცემი ნომრების ზოლში;
- გვერდზე „შეკვეთები“.
თუ „გაცემულია“-ს არავინ აჭერს, ნომერი ტაბლოდან მაინც ქრება „მზა ნომერი ქრება (წთ)“-ის შემდეგ, სამზარეულოს ეკრანიდან — 14 საათში.
სალაროს ზოლი „გასაცემი / მზადდება“
სალაროს თავში, ძიების ქვემოთ, ჩანს:
- „✓ გასაცემი“ — მზა ნომრები მწვანედ, ძველი პირველი. მოლარე პარკს აძლევს და ნომერს აჭერს — „#131 გაცემულია“;
- „მზადდება“ — ჯერ მოსამზადებელი ნომრები. მასზე დაჭერაც შეიძლება — პროგრამა იკითხავს „#T134 ჯერ მზადდება. მაინც გაიცეს?“.

ზოლი ყოველ 2,5 წამში ახლდება და ქრება, როცა გასაცემი და მოსამზადებელი არაფერია.
დღის შეკვეთები სალაროში
ღილაკი „შეკვეთები“ (F6) სალაროში — ფანჯარა ორი ჩანართით:
- „დღევანდელი“ — დღის ყველა შეკვეთა: ნომერი, თანხა, ტიპი, სტატუსი, დრო, შემადგენლობა; ღილაკები „გაცემულია“ (მზადდება / მზადაა) და „იგივე კიდევ“ — იგივე პოზიციები ახალ შეკვეთაში (მაგ. კლიენტი იგივეს ითხოვს მეგობრისთვის);
- „კიოსკი — გადასახდელი“ — ღილაკით „გადახდა“ (თავი კიოსკი).

გვერდი „შეკვეთები“
მენიუ → „შეკვეთები“ (ყველა როლს). სათაურის ქვეშ — „N გადახდილი შეკვეთა · თანხა“ არჩეულ დღეზე.

- თარიღი (ზემოთ მარჯვნივ) — რომელი დღის შეკვეთები; ნაგულისხმევად დღეს.
- ფილტრი: „ყველა“, „მზადდება“, „მზადაა“, „გაცემული“, „გადასახდელი“, „გაუქმებული“.
- ძიება „ნომერი…“ — მაგ.
135ანD135. - სვეტები: ნომერი, დრო (გადახდის), ტიპი (და ნიშანი „კიოსკი“), შემადგენლობა, მომზადება (გადახდიდან „მზადაა“-მდე, მაგ. ⏱ 3:52), სტატუსი, თანხა და ღილაკი „გაცემა“.
შენიშვნა: 2.38-ში გრძელი „შემადგენლობა“ (მაგ. ორი კომბო ერთ შეკვეთაში) ცხრილის მეზობელ სვეტებს ეფარება და მარჯვენა ღილაკი ვიწრო ეკრანზე იჭრება — დეტალები შეკვეთის ფანჯარაში ნახეთ.
შეკვეთის ფანჯარა
ხაზზე დაჭერა ხსნის შეკვეთას: დიდი ნომერი და ტიპი, ყოველი პოზიცია — არჩევანით, სადგურით („გრილი · 3:52“ — რამდენ ხანში მომზადდა) ან „სალაროდან“; ქვემოთ — „გადახდა“, „მზადაა“, „გაცემა“ დროები; მარჯვნივ — ჩეკის ასლი.

ღილაკები: „გაუქმება და დაბრუნება“ (ან „გაუქმება“), „მზადაა“ (თუ ჯერ მზადდება — მთელ შეკვეთას ასრულებს), „ჩეკის ბეჭდვა“, „გაცემულია“.
შეკვეთის გაუქმება
- გადასახდელი (კიოსკის) შეკვეთა — „გაუქმება“: უბრალოდ უქმდება (უფლება „შეკვეთის / ჯავშნის გაუქმება“).
- გადახდილი შეკვეთა — „გაუქმება და დაბრუნება“ (უფლება „გაყიდვის დაბრუნება“): „გადახდილი … ₾ დაბრუნდება (ჩეკი გაუქმდება, ინგრედიენტები საწყობში დაბრუნდება).“ ჩეკი მთლიანად ბრუნდება, ბუღალტერიაში უკუგატარება ხდება, შეკვეთა კი სამზარეულოს ეკრანიდან და ტაბლოდან ქრება.

ყურადღება: დადასტურების ფანჯარაში ორივე ღილაკს ჰქვია „გაუქმება“: წითელი ასრულებს გაუქმებას, მეორე (ნაცრისფერი) — ფანჯარას ხურავს.
ყურადღება: 2.38-ში „შეკვეთებიდან“ გაუქმებისას ბარათის თანხა ტერმინალზე თავისით არ ბრუნდება და ფისკალური დაბრუნების ჩეკი არ იბეჭდება — პროგრამა მხოლოდ ჩეკს აუქმებს. ბარათით გადახდილ შეკვეთაზე თანხა ტერმინალზე ხელით დააბრუნეთ, ან გააუქმეთ შეკვეთა გვერდიდან „ჩეკები“ → „დაბრუნება“, რომელიც ინტეგრირებულ ტერმინალსა და ფისკალურ აპარატს თავად მართავს (თავი ჩეკები და დაბრუნება).
გაუქმებული შეკვეთები ჩანს ფილტრით „გაუქმებული“:

შეკვეთის ნაწილობრივი გაუქმება (მაგ. მხოლოდ სასმელის) შეუძლებელია — სწრაფი კვების ჩეკი მხოლოდ მთლიანად ბრუნდება. ასეთ დროს გააუქმეთ მთელი შეკვეთა და აკრიფეთ ახალი.
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.