Activi
Activi Fast · თავი 4

გადახდა და ჩეკი: ნაღდი ერთი შეხებით, ბარათი, ხურდა, ნომრის ფანჯარა და ფისკალური ჩეკი

როგორ იხდის კლიენტი Activi Fast-ში: „ნაღდი (ზუსტი)“ ერთი შეხებით, ბარათი ტერმინალით (ხელით ან ინტეგრირებული), გადახდის ფანჯარა ხურდით და გაყოფით, შეკვეთის ნომრის ფანჯარა, ჩეკი დიდი ნომრით, ფულის უჯრა და ფისკალური აპარატი.

სწრაფ კვებაში შეკვეთა გადახდისთანავე ხდება ნამდვილი: გადახდა ქმნის ჩეკს, შეკვეთა იღებს ნომერს და მაშინვე ჩნდება სამზარეულოს ეკრანზე, ინგრედიენტები საწყობიდან ჩამოიწერება, ბუღალტერიაში ტარდება. გადახდამდე სამზარეულო შეკვეთას ვერ ხედავს.

სალაროს ქვედა მარჯვენა კუთხეში სამი ღილაკია:

ღილაკიკლავიშიროდის
ნაღდი — „ზუსტი თანხა“F8კლიენტი ზუსტ თანხას გაძლევთ — გადახდა ერთი შეხებით, ფანჯრის გარეშე
ბარათი — „ტერმინალი“F7ბარათით გადახდა
გადახდა… — „ხურდა / გაყოფა“F9ნაღდი ხურდით, ან ნაწილი ნაღდით და ნაწილი ბარათით

ნაღდი — ზუსტი თანხა

დააჭირეთ „ნაღდი“ (F8) — შეკვეთა გადახდილია. იხსნება ფანჯარა „შეკვეთა მიღებულია“ დიდი ნომრით:

„შეკვეთა მიღებულია“: ნომერი 102, „ადგილზე“, „22,90 ₾ გადახდილია · სამზარეულოში გაიგზავნა“
„შეკვეთა მიღებულია“: ნომერი 102, „ადგილზე“, „22,90 ₾ გადახდილია · სამზარეულოში გაიგზავნა“
  • უთხარით კლიენტს ნომერი — ის ჩეკზეც დიდად წერია;
  • „ჩეკის ნახვა“ — ჩეკის ასლი ეკრანზე; „ბეჭდვა“ — ჩეკის ბეჭდვა;
  • „ახალი შეკვეთა“ (ან Enter, Esc) ფანჯარას ხურავს. თუ ხურდა არ გაქვთ დასაბრუნებელი, ფანჯარა 6 წამში თავისით იხურება — შემდეგი კლიენტისთვის მზადაა.

ბარათი

„ბარათი“ (F7) ხსნის გადახდის ფანჯარას, სადაც მთელი თანხა უკვე ბარათზეა.

გადახდის ფანჯარა: 12,00 ₾ საქართველოს ბანკის (BOG) ტერმინალზე, „ხელით“ — „გადახდა დადასტურდა — ჩეკის გატარება“
გადახდის ფანჯარა: 12,00 ₾ საქართველოს ბანკის (BOG) ტერმინალზე, „ხელით“ — „გადახდა დადასტურდა — ჩეკის გატარება“
  • ხელით (ცალკე მდგარი) ტერმინალი: აკრიფეთ თანხა ტერმინალზე, კლიენტმა ბარათი მიადოს; დადასტურების შემდეგ (სურვილისამებრ ჩაწერეთ RRN / ავტორიზაციის კოდი) დააჭირეთ „გადახდა დადასტურდა — ჩეკის გატარება“.
  • ინტეგრირებული ტერმინალი: „ტერმინალზე გაგზავნა · … ₾“ — თანხა ტერმინალზე თავად მიდის; სანამ პასუხი არ მოვა, ფანჯარა არ იხურება („ველოდები ტერმინალს…“). დადასტურებისთანავე ჩეკი იქმნება.
ბარათით გადახდილი წასაღები შეკვეთა T103
ბარათით გადახდილი წასაღები შეკვეთა T103

ტერმინალის გამართვა — თავი პრინტერი, ფისკალური აპარატი და ტერმინალი.

გადახდა… — ხურდა და გაყოფა

„გადახდა…“ (F9) ხსნის სრულ გადახდის ფანჯარას:

  1. ზემოთ — „გადასახდელი“.
  2. აირჩიეთ სახე: „ნაღდი“ (1) ან ტერმინალი (2…).
  3. აკრიფეთ მიღებული თანხა (ციფრების ღილაკებით ან კლავიატურით) და „+ დამატება“ (ან Enter); „ზუსტი“ — დარჩენილი თანხა. სწრაფი ღილაკები გთავაზობთ მრგვალ თანხებს.
  4. ქვემოთ ჩანს „გადახდილი“, „დარჩა“, „ხურდა“.
  5. „გადახდის დადასტურება“.
20 ₾ ნაღდით 13,90 ₾-იან შეკვეთაზე — ხურდა 6,10 ₾
20 ₾ ნაღდით 13,90 ₾-იან შეკვეთაზე — ხურდა 6,10 ₾

გაყოფა: ჯერ ჩაწერეთ ნაღდი ნაწილი (მაგ. 10 ₾), შემდეგ აირჩიეთ ტერმინალი და „ზუსტი“ — დარჩენილი ბარათზე. ბარათით თანხა ჯამს ვერ გადააჭარბებს — ზედმეტი მხოლოდ ნაღდით შეიძლება.

როცა ხურდაა დასაბრუნებელი, ნომრის ფანჯარას ჰქვია „დააბრუნეთ ხურდა“ და თავისით არ იხურება, სანამ „ახალი შეკვეთა“ არ დააჭირეთ:

„დააბრუნეთ ხურდა“: ნომერი 104, ხურდა 6,10 ₾ — „მიღებულია 20,00 ₾ · ჩეკი 13,90 ₾“
„დააბრუნეთ ხურდა“: ნომერი 104, ხურდა 6,10 ₾ — „მიღებულია 20,00 ₾ · ჩეკი 13,90 ₾“

შენიშვნა: Activi Fast-ის სალაროში გადახდის სახეებია მხოლოდ ნაღდი და ბარათი. „გადმორიცხვა“, „ნისია“ და მომხმარებლის მიბმა ჩეკზე აქ არ არის (მომხმარებლების გვერდიც Activi Fast-ში არ არის). კომპანიისთვის — ინვოისი.

ჩეკი

ჩეკის თავში, რეკვიზიტების ქვემოთ, დიდად იბეჭდება შეკვეთის ნომერი და ტიპი („შეკვეთა · ადგილზე“). შემდეგ — ჩეკის ნომერი (CP-000003), თარიღი, მოლარე, პოზიციები არჩევანით ფრჩხილებში, „სულ“, გადახდის სახე, „მ.შ. დღგ“, ბოლო ტექსტი და შტრიხკოდი.

ჩეკი თერმულ პრინტერზე: ნომერი 102, ჩიზბურგერ მილი (კარტოფილი ფრი L, კოკა-კოლა M) და ჩიზბურგერი (+ ყველი, ხახვის გარეშე)
ჩეკი თერმულ პრინტერზე: ნომერი 102, ჩიზბურგერ მილი (კარტოფილი ფრი L, კოკა-კოლა M) და ჩიზბურგერი (+ ყველი, ხახვის გარეშე)
  • ავტომატური ბეჭდვა: თუ „პარამეტრები“ → „მაღაზია“ → „ავტომატური ჩეკის ბეჭდვა გადახდისას“ ჩართულია, ჩეკი გადახდისთანავე იბეჭდება, ნაღდით გადახდისას კი ფულის უჯრაც იხსნება (USB ან ქსელურ პრინტერზე).
  • ხელით: „ბეჭდვა“ ნომრის ფანჯარაში, ან მოგვიანებით — „შეკვეთები“ / „ჩეკები“ (ხელახლა ბეჭდვისას უჯრა არ იხსნება).

ფისკალური აპარატი

თუ ფისკალური აპარატი ჩართულია, სალაროდან გადახდილი ყოველი შეკვეთა აპარატზე იგზავნება; შეცდომისას ჩანს „ფისკალური აპარატი: …“.

ყურადღება: 2.38-ში ფისკალური ჩეკი არ იგზავნება კიოსკის შეკვეთებზე — არც კიოსკზე ბარათით გადახდილზე, არც კიოსკის შეკვეთაზე, რომელიც სალაროში გადაიხადეს (თავი კიოსკი). თუ ფისკალური ჩეკი სავალდებულოა, კიოსკზე ფისკალური ჩეკი გამოწერეთ ხელით, ან კიოსკი „მხოლოდ სალაროში გადახდით“ გამოიყენეთ და შეკვეთა სალაროში ხელახლა აკრიფეთ.

თუ ინგრედიენტი არ ჰყოფნის

Activi Fast გაყიდვას არ აჩერებს იმის გამო, რომ ნაშთი არ ჰყოფნის: ინგრედიენტის ნაშთი შეიძლება მინუსშიც ჩავიდეს, ეს კი გვერდზე „მარაგი“ ჩანს (თავი საწყობი). რიგი არ ჩერდება, ნაშთს კი მენეჯერი ასწორებს მიღებით ან ინვენტარიზაციით.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.