ბექაპი და აღდგენა: ავტომატური ასლები, ფაილი, აღდგენა და განულება
მონაცემების დაცვა Activi Fast-ში: ყოველდღიური ავტომატური ასლები და მათგან აღდგენა, ხელით ასლი, JSON სარეზერვო ფაილი, დაშიფრული ასლი სერვერზე, ბაზის სრული განულება და კომპიუტერის შეცვლა.
ყველაფერი ამ თავში არის „პარამეტრები“ → „მონაცემები“ (ადმინისტრატორი; ქსელში — მთავარ კომპიუტერზე).
ავტომატური ბექაფი
პროგრამა ყოველდღე (და ჩართვისას) ქმნის ბაზის სრულ ასლს იმავე კომპიუტერზე — %APPDATA%\CloudPos\data-cloudfast\backups. ინახება ბოლო 14 დღიური ასლი.
ბარათი „ავტომატური ბექაფი“: „ბოლო ბექაფი“, „შენახული ასლები“, „ბექაფის შექმნა ახლა“ (მაგ. მენიუს დიდი ცვლილების წინ), ასლების სია სახეობით — „დღიური“, „ხელით“, „აღდგენამდე“, „სერვერიდან აღდგენამდე“, „გასუფთავებამდე“ — და ღილაკი „აღდგენა“.

აღდგენა ავტომატური ასლიდან
- დარწმუნდით, რომ სამზარეულოში შეკვეთა აღარ მზადდება და სხვა სალაროებზე არავინ მუშაობს.
- სასურველ ასლთან — „აღდგენა“ → დაადასტურეთ („მიმდინარე ბაზის ასლი ჯერ შეინახება…“).
- „ბაზა აღდგა ასლიდან … — შედით ხელახლა“.
ასლის შემდეგ გადახდილი ჩეკები და შეკვეთები აღდგენისას ქრება (აღდგენამდე მდგომარეობა „აღდგენამდე“ ასლად რჩება) — აღდგენა ბოლო საშუალებაა.
ყურადღება: ავტომატური ასლები იმავე კომპიუტერზეა. დისკის გაფუჭებისას ისინიც დაიკარგება — პერიოდულად ჩამოტვირთეთ სარეზერვო ფაილი და შეინახეთ სხვაგან.
სარეზერვო ფაილი
ბარათი „მონაცემები“:
- „სარეზერვო ასლი“ → „ჩამოტვირთვა“ —
cloudpos-backup_თარიღი.json: მენიუ, რეცეპტები, კომბოები, ჩეკები, შეკვეთები, თანამშრომლები, საწყობი, ბუღალტერია. ფაილში არ შედის ლიცენზია, RS.ge-ს სერვის-იუზერი და ტერმინალების პარამეტრები. - „აღდგენა“ → „ფაილის ატვირთვა“ — ყველა მიმდინარე მონაცემი ფაილით ჩანაცვლდება (მიმდინარე ბაზის ასლი ჯერ ინახება).
- „თემა“ — ღია / მუქი.

დაშიფრული ასლი Activi-ის სერვერზე
ლიცენზიის მიბმის შემდეგ პროგრამა დღეში ერთხელ აგზავნის ამ კომპიუტერზევე დაშიფრულ ასლს Activi-ის სერვერზე (ბოლო 14). ეს გადაგარჩენთ, თუ კომპიუტერი გაფუჭდა ან მოიპარეს; აღდგენისთვის დაგვიკავშირდით.
ბაზის სრული განულება
ბარათი „ბაზის სრული განულება“ შლის ყველაფერს (გაყიდვები, მენიუ, საწყობი, ბუღალტერია, თანამშრომლები); რჩება ლიცენზია და პრინტერის პარამეტრები. „განულება“ → (სურვილისამებრ „მაღაზიის პარამეტრები დარჩეს…“) → ეკრანზე ნაჩვენები ციფრები → „სამუდამოდ წაშლა“. განულებამდე ასლი ინახება („გასუფთავებამდე“).

რჩევა: დემოთი ვარჯიშისთვის განულება საჭირო არ არის — დემო ცალკე ბაზაა; სამუშაოდ შექმენით ახალი ბაზა (თავი ქსელი და ბაზები).
კომპიუტერის შეცვლა
- ძველ კომპიუტერზე ჩამოტვირთეთ სარეზერვო ფაილი (ან დააკოპირეთ
%APPDATA%\CloudPos\data-cloudfast— ტრეიდან „სრულად გამორთვის“ შემდეგ). - ახალზე დააყენეთ Activi Fast; აღადგინეთ ფაილი („მონაცემები“ → „აღდგენა“) ან დაამატეთ საქაღალდე („ბაზები“ → „არსებული ბაზის დამატება“).
- ლიცენზია: ძველზე „ლიცენზიის გათავისუფლება ამ კომპიუტერიდან“, ახალზე — იგივე კოდი (თავი ლიცენზია).
- ეკრანების ბმულები და ტოკენები ბაზაშია — ტაბლეტებსა და ტელევიზორებზე მხოლოდ IP მისამართი შეცვალეთ (
http://ახალი-IP:3036/tvდა იგივე კოდი).
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.