Activi
Activi Fast · თავი 20

ლიცენზია: საცდელი პერიოდი, გააქტიურება, მოდულები და ეკრანები

Activi Fast-ის ლიცენზია: 30-დღიანი საცდელი პერიოდი, ლიცენზიის კოდის მიბმა, მოდული „სწრაფი კვება“ და „ბუღალტერია“, სამუშაო ადგილები (ეკრანები და კიოსკი არ ითვლება), ინტერნეტის გარეშე მუშაობა, ვადის გასვლა და კომპიუტერის შეცვლა.

Activi Fast ლიცენზიით მუშაობს, რომელიც კონკრეტულ კომპიუტერზეა მიბმული (ქსელში — მთავარ კომპიუტერზე, სადაც ბაზაა).

საცდელი პერიოდი

ახალი ბაზის შექმნიდან 30 დღე პროგრამა სრულად მუშაობს ლიცენზიის გარეშე — ყველა შესაძლებლობით (ბუღალტერიის, კიოსკის და ეკრანების ჩათვლით), კომპიუტერების შეზღუდვის გარეშე. დარჩენილი დღეები ჩანს გვერდის თავში და შესვლის ფანჯარაში.

ლიცენზიის კოდის მიბმა

  1. „პარამეტრები“ → „ლიცენზია“.
  2. ბარათში „ლიცენზია და კლიენტის მიბმა“ → „ლიცენზიის კოდი“ (XXXXX-XXXXX-XXXXX-XXXXX).
  3. „მიბმა და გააქტიურება“ (ინტერნეტი სჭირდება).
ლიცენზია და კლიენტის მიბმა: საცდელი პერიოდი, ჩართული მოდულები, კომპიუტერის ID, კოდის ველი
ლიცენზია და კლიენტის მიბმა: საცდელი პერიოდი, ჩართული მოდულები, კომპიუტერის ID, კოდის ველი

მიბმის შემდეგ ჩანს: „კლიენტი“, „ს/კ“, „პაკეტი“, „ვადა“, „სამუშაო ადგილები“, „ბოლო გადამოწმება“, „ჩართული მოდულები“, „ამ კომპიუტერის ID“; ღილაკები „გადამოწმება“, „კოდის შეცვლა“, „ლიცენზიის გათავისუფლება ამ კომპიუტერიდან“.

შენიშვნა: 2.38-ში ხაზი „ჩართული მოდულები“ Activi Fast-ში სწრაფი კვების ნაცვლად „მაღაზიას“ წერს („მაღაზია · ბუღალტერია“). ეს მხოლოდ წარწერაა — სწრაფი კვების შესაძლებლობები ამაზე არ არის დამოკიდებული.

მოდულები

  • „სწრაფი კვება“ (fastfood) — აუცილებელია Activi Fast-ისთვის. თუ ლიცენზიაში არ არის, პროგრამა და მისი ეკრანები ამბობს „Activi Fast თქვენს ლიცენზიაში არ შედის“.
  • „ბუღალტერია“ — თუ არ შედის, მენიუში ბუღალტერიის ჯგუფი და RS.ge-ს ზედნადებების ეკრანი არ ჩანს.

სამუშაო ადგილები

ადგილს იკავებს ყოველი მოწყობილობა, რომლითაც თანამშრომელი შედის — სალარო, ტაბლეტი, მენეჯერის კომპიუტერი, სამზარეულოს კომპიუტერი, თუ ის „სამზარეულოს“ ანგარიშით შედის. ტაბლო, კედლის სამზარეულოს ეკრანები და კიოსკი, რომლებიც კოდით / ბმულით იხსნება, ადგილს არ იკავებს. ადგილი თავისუფლდება 30 დღის უმოქმედობის შემდეგ ან „მოხსნით“ (თავი ქსელი და ბაზები).

ინტერნეტის გარეშე

პროგრამა ლიცენზიას ამოწმებს ჩართვისას და ყოველ 6 საათში. ინტერნეტის გარეშე მუშაობს იმდენ დღეს, რამდენსაც ლიცენზია უშვებს (ნაგულისხმევად 7 დღე); 3 დღით ადრე ჩნდება გაფრთხილება, ვადის მოახლოებისას (7 დღით ადრე) — „ლიცენზიის ვადა იწურება N დღეში“.

როცა ლიცენზია არ მოქმედებს

საცდელი პერიოდის ან ვადის გასვლისას, შეჩერებისას ან ოფლაინ ვადის ამოწურვისას პროგრამა იბლოკება — და მასთან ერთად ტაბლო, სამზარეულოს ეკრანები და კიოსკიც არაფერს აჩვენებს. ადმინისტრატორი იქვე წერს კოდს („ლიცენზიის მიბმა“); სხვები ხედავენ „მიმართეთ ადმინისტრატორს ან დაუკავშირდით მხარდაჭერას“. მონაცემები არ იშლება.

კომპიუტერის შეცვლა

ძველ კომპიუტერზე (ინტერნეტით) — „ლიცენზიის გათავისუფლება ამ კომპიუტერიდან“, ახალზე — იგივე კოდი. ძველი თუ აღარ მუშაობს — დაგვიკავშირდით.

შეტყობინებარა ვქნათ
„ლიცენზიის სერვერთან კავშირი ვერ დამყარდა“შეამოწმეთ ინტერნეტი
„ლიცენზია სხვა მოწყობილობისთვის გაიცა“გაათავისუფლეთ ძველ კომპიუტერზე
„Activi Fast თქვენს ლიცენზიაში არ შედის“ლიცენზიას სწრაფი კვების მოდული არ აქვს
„ამ კომპიუტერისთვის ადგილი არ არის“სამუშაო ადგილები შევსებულია

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.