Activi
Activi Auto · თავი 27

ბუღალტერიის მოდული (მოკლედ)

Activi Auto-ში ჩაშენებული ბუღალტერია: ავტომატური გატარებები გაყიდვაზე, დაბრუნებაზე, მიღებაზე, საწყობის დოკუმენტებზე, ხარჯებზე, ნისიასა და მომწოდებლის გადახდაზე; მენიუს გვერდები, პირველი დაყენება, RS.ge ზედნადებები და დაკავშირება Activi ბუღალტერიასთან.

Activi Auto-ში ჩაშენებულია ბუღალტერია (ორმაგი ჩანაწერი). ყოველი გაყიდვა, დაბრუნება (მთლიანი და ნაწილობრივი), „მარაგში“ მიღება, ნაწილის საწყისი მარაგი და მისი შესწორება, საწყობის დოკუმენტი (ინვენტარიზაცია, ჩამოწერა, მომწოდებლისთვის დაბრუნება), ხარჯი, ნაღდის შემოტანა/გატანა, ნისიის გადახდა და მომწოდებლის გადახდა თავისით ტარდება.

ეს თავი მოკლე მიმოხილვაა; სრული აღწერა — Activi ბუღალტერია.

როდის ჩანს

მენიუს ჯგუფი „ბუღალტერია“ ჩანს საცდელ პერიოდში — ყოველთვის; ლიცენზიით — თუ მასში შედის მოდული „ბუღალტერია“; თანამშრომელს — უფლებით „ბუღალტერია: ნახვა“.

პირველი დაყენება

პირველად გახსნისას გვერდი „ბუღალტერია“ გთავაზობთ „ორგანიზაციის დაყენებას“: ორგანიზაციის სახე, დასახელება და ს/კ, დღგ, მეორე საბაზო ვალუტა, თვითღირებულების მეთოდი (ნაგულისხმევად „საშუალო შეწონილი“), აღრიცხვის დაწყების თარიღი, ანგარიშთა გეგმა → „დაყენება“.

ბუღალტერია: ორგანიზაციის დაყენება
ბუღალტერია: ორგანიზაციის დაყენება

რჩევა: ბუღალტერია დააყენეთ პირველ მიღებამდე ან ბუღალტერთან შეთანხმებით — დაწყების თარიღი და ანგარიშთა გეგმა მთელ აღრიცხვას განსაზღვრავს.

მენიუს გვერდები

გვერდიმოკლედ
ბუღალტერიამიმოხილვა
რეალიზაცია, შესყიდვებიგაყიდვებისა და შესყიდვების ჟურნალები
სამეურნეო ოპერაციებიბუღალტრული დოკუმენტები
ფული: სალარო და ბანკინაღდი და საბანკო ოპერაციები
ჟურნალი (გატარებები)ყველა გატარება
კონტრაგენტები და ვალები, მარაგები, ძირითადი საშუალებებიაღრიცხვა
ხელფასი და დივიდენდი, კრედიტები, წარმოებახელფასი ეთითება თანამშრომლის ბარათში
გადასახადები და RS.geდღგ, ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები
ანგარიშგება, ვალუტა და კურსები, სერვისების ჩაბმაანგარიშგება და სხვა Activi პროგრამების მიერთება

ბუღალტერიის პარამეტრები — „პარამეტრები“ → ჩანართი „ბუღალტერია“.

პარამეტრები → ბუღალტერია
პარამეტრები → ბუღალტერია

RS.ge ზედნადებები

„გადასახადები და RS.ge“ → „RS.ge დოკუმენტები“ → პერიოდი → „გადმოწერა RS.ge-დან“ → „მიღებული“ → ზედნადები → „მარაგში შეტანა“: საქონელი ემატება ბარათებს (შტრიხკოდით, კოდით ან ზუსტი დასახელებით; თუ ვერ მოიძებნა — ახალი ბარათი), თვითღირებულება საშუალო შეწონილით, თანხა — მომწოდებლის ვალად.

RS.ge დოკუმენტები
RS.ge დოკუმენტები

ყურადღება: ზედნადებიდან შექმნილი ახალი ბარათი ჩვეულებრივი პროდუქტია — ბრენდის, ნომრის, OEM-ისა და „ერგება“-ს გარეშე. მომწოდებლის ზედნადებში კოდად ხშირად ნაწილის ნომერი წერია: თუ ნაწილი ფასების სიით უკვე შემოიტანეთ, ზედნადები მას კოდით იპოვის და ახალ ბარათს არ შექმნის. ახალი ბარათი გახსენით „ნაწილებში და კოდებში“ და შეავსეთ.

Activi ბუღალტერია სხვა კომპიუტერზე

ბუღალტერს შეუძლია Activi Auto-ს ბუღალტერია თავისი Activi ბუღალტერიიდან წაიკითხოს (მხოლოდ წაკითხვით): „პარამეტრები“ → „ინტეგრაციები“ → „ბუღალტერიასთან დაკავშირება“ → „კოდის მიღება“ (10 წუთი; ადგილს არ იკავებს), ბუღალტერი კი — „სერვისების ჩაბმა“ → „პროგრამის დაკავშირება“.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.