ქსელი, რამდენიმე სალარო და მონაცემთა ბაზები, სერვერი ფონზე
Activi Auto ლოკალურ ქსელში: მთავარი კომპიუტერი და სალაროები, სალარო ტაბლეტზე ბრაუზერით, ქსელში ძებნა, სერვერის ფონზე მუშაობა (ტრეი), Windows-თან ერთად ჩართვა, ბაზები, დემო ბაზა, ახალი ბაზა და სამუშაო ადგილები.
მაღაზიის ყველა მონაცემი — ნაწილები, მანქანები, ჩეკები, მარაგი — ერთ მონაცემთა ბაზაშია, ერთ კომპიუტერზე. მასზე ქსელით ერთდროულად მუშაობენ სხვა სალაროები, საწყობის კომპიუტერი და მენეჯერის ტაბლეტი.
ცნებები
- ბაზა — ერთი მაღაზიის ყველა მონაცემი.
- მთავარი კომპიუტერი (სერვერი) — სადაც ბაზა ინახება; ჩართული უნდა იყოს, სანამ სხვები მუშაობენ.
- სალარო (კლიენტი) — კომპიუტერი Activi Auto-თი, რომელიც მთავარს ქსელით უკავშირდება.
- ბრაუზერი — ტაბლეტი ან კომპიუტერი, რომელიც მთავარს ბრაუზერით ხსნის, დაყენების გარეშე.
Activi Auto-ს ბაზა: %APPDATA%\CloudPos\data-cloudauto, ქსელის პორტი 3037.
ყურადღება: რამდენიმე მაღაზია ერთ ბაზაზე ერთ საერთო მარაგზე მუშაობს — თითო მაღაზიის ცალკე ნაშთი და მათ შორის გადაადგილება პროგრამაში არ არის. თუ ფილიალებს ცალკე მარაგი სჭირდებათ, თითოეულს ცალკე ბაზა (და ცალკე ლიცენზია) უნდა ჰქონდეს.
მეორე კომპიუტერი Activi Auto-თი
- მთავარ კომპიუტერზე პროგრამა ჩართული უნდა იყოს (Windows Firewall-ის კითხვაზე — „Allow access“).
- დააყენეთ Activi Auto მეორე კომპიუტერზე; პირველ გაშვებაზე აირჩიეთ „არსებული ბაზა…“ → „სხვა კომპიუტერზე (ქსელში)“, ან შესვლის ფანჯრის ველში „ბაზა / სერვერი“ — მთავარი კომპიუტერი („+ სერვერის დამატება…“ →
192.168.1.10→ „დაკავშირება“). - პროგრამა გადაიტვირთება და მთავარი კომპიუტერის ბაზით იმუშავებს.
იგივე შესულ კომპიუტერზე: „პარამეტრები“ → „მონაცემები“ → „ბაზები“ → „ქსელში ძებნა“ → „დაკავშირება“.
სალარო ტაბლეტზე ან სხვა კომპიუტერზე ბრაუზერით
- მოწყობილობა შეაერთეთ იმავე ქსელში.
- ბრაუზერში აკრიფეთ
http://მთავარი-კომპიუტერის-IP:3037(მისამართი ჩანს „პარამეტრები“ → „მონაცემები“ → „ბაზები“: „ქსელში: 192.168.1.10:3037“). - შედით გამყიდველის სახელით და პაროლით; შეინახეთ სანიშნეში.

ტაბლეტიდან ჩეკის ბეჭდვისთვის ჩეკის პრინტერი ქსელური უნდა იყოს. ბრაუზერში არ არის: „USB თერმული“ ბეჭდვა, ბაზების მართვა, ფონური სერვერის პარამეტრები და დისტანციური დახმარება. ტაბლეტის კამერა შტრიხკოდს არ კითხულობს — USB/Bluetooth სკანერი სჭირდება.
ბაზების მართვა
„პარამეტრები“ → „მონაცემები“ → ბარათი „ბაზები“: „სერვერების კონფიგურაცია“, „ქსელში ძებნა“, „არსებული ბაზის დამატება“, „ახალი ბაზა“; თითო ბაზასთან — სახელი, „გახსნილია“, ქსელის მისამართი, საქაღალდე, „ქსელში ყოველთვის“ და „გახსნა“.

ახალი ბაზა: „ახალი ბაზა“ → „სახელი“ → „სად შეიქმნას“ → „შექმნა“. ამ კომპიუტერის ლიცენზია ახალ ბაზასაც მიჰყვება; შესვლა: admin / 1111. ახალ ბაზაში ავტომობილების ბაზა და კატეგორიები მზადაა, ნაწილები — ცარიელი. დემო ბაზა — „ავტონაწილები — დემო“.

გახსნა (გადართვა) — პროგრამა გადაიტვირთება არჩეული ბაზით; წინა ადგილზე რჩება. ბაზის წაშლა პროგრამიდან შეუძლებელია.
სერვერი ფონზე
მთავარი კომპიუტერის ფანჯრის ✕-ით დახურვა სხვებს არ თიშავს: პროგრამა იმალება ტრეიში (ხატულა საათთან) და ბაზა მუშაობას აგრძელებს. პირველად ჩნდება „Activi ფონზე მუშაობს — სალაროები დაკავშირებული რჩება“.
- გახსნა — ტრეის ხატულაზე დაჭერა.
- სრულად გამორთვა — ტრეის ხატულა → მარჯვენა ღილაკი → „სრულად გამორთვა“ (თუ სხვები მუშაობენ, პროგრამა გაგაფრთხილებთ).
„პარამეტრები“ → „მონაცემები“ → „ქსელის სერვერი — ფონზე მუშაობა“:
| პარამეტრი | ვარიანტები | „ავტომატურად“ |
|---|---|---|
| ფანჯრის დახურვისას — ფონზე მუშაობა | ავტომატურად / ჩართული / გამორთული | ✕ ფანჯარას მალავს, თუ ეს კომპიუტერი სხვების სერვერია |
| Windows-თან ერთად ჩართვა (ფონზე) | ავტომატურად (სერვერზე) / ჩართული / გამორთული | კომპიუტერის ჩართვისას სერვერი ფონზე ირთვება |

რჩევა: მთავარ კომპიუტერზე დატოვეთ ორივე „ავტომატურად“ — დილით სალაროები თავისით დაუკავშირდება, ღამით კი დღის ავტომატური დახურვა შესრულდება.
თუ მთავარი კომპიუტერი გამორთულია
- ტაბლეტები აჩვენებს „კავშირი დაიკარგა…“ და ჩართვისას თავისით აგრძელებს.
- Activi Auto მეორე კომპიუტერზე დაახლოებით 45 წამი ცდილობს დაკავშირებას; ვერ დაუკავშირდა — ხსნის საკუთარ ცალკე ბაზას და გაფრთხილებას. ჩართეთ მთავარი კომპიუტერი და — „ხელახლა ცდა“. ცალკე ბაზაზე გაყიდული მთავარ ბაზაში არ გადადის — ასეთ დროს ნუ გაყიდით.
სამუშაო ადგილები
„პარამეტრები“ → „ლიცენზია“ → „კომპიუტერები (სამუშაო ადგილები)“: რომელი მოწყობილობები მუშაობს ბაზაზე, პირველი და ბოლო შესვლა; „მოხსნა“ — ადგილის გათავისუფლება.

მნიშვნელოვანი წესები
- ბაზა არ შეიძლება იყოს გაზიარებულ ქსელურ საქაღალდეში — დატოვეთ მთავარ კომპიუტერზე.
- ყველა მოწყობილობა ერთ ლოკალურ ქსელში. პორტები: TCP
3037(დამატებითი ბაზები —3040-დან), ძებნა — UDP3029. Firewall-მა არ უნდა დაბლოკოს. - მთავარ კომპიუტერს მიანიჭეთ მუდმივი (სტატიკური) IP როუტერში.
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.