Activi
Activi Auto · თავი 2

პროგრამის ფანჯარა: მენიუ, ზედა ზოლი, თემა და კლავიშები

Activi Auto-ს მთავარი ფანჯარა: გვერდითა მენიუ ჯგუფებით და როლებით, გამყიდველის ხედი, მენიუს ჩაკეცვა, ზედა ზოლი, მუქი თემა, სრული ეკრანი, კლავიატურის მალსახმობები (F2, F4, F7, F8, F9) და პროგრამის დრო.

ამ თავში აღწერილია მთავარი ფანჯარა: სად რა არის, რას ხედავს თითოეული როლი და რომელი კლავიში რას აკეთებს.

მიმოხილვა: დღის შემოსავალი, ჩეკები, 14 დღის გრაფიკი, გადახდის მეთოდები, ბოლო გაყიდვები და ტოპ პროდუქცია
მიმოხილვა: დღის შემოსავალი, ჩეკები, 14 დღის გრაფიკი, გადახდის მეთოდები, ბოლო გაყიდვები და ტოპ პროდუქცია

გვერდითა მენიუ

ჯგუფიგვერდირისთვისაავინ ხედავს
მთავარიმიმოხილვადღის შემოსავალი, ჩეკები, გრაფიკი, ტოპ პროდუქცია, რა იწურებაადმინისტრატორი, მენეჯერი
მთავარისალაროძიება, მანქანა, „ერგება“, სერვის-ბარათი, გაყიდვაყველა
მთავარიშეკვეთა მომწოდებელთანკლიენტებისთვის და მარაგისთვის შესაკვეთი ნაწილებიყველა
მთავარიმანქანებიკლიენტების მანქანები; მარკები, მოდელები, ძრავები, სერვის-ბარათებიყველა (ბაზის შეცვლა — ადმინისტრატორი, მენეჯერი)
მთავარიგაყიდვებიყველა ჩეკი, ხელახლა ბეჭდვა, დაბრუნებაყველა
მთავარისალაროს დახურვაX/Z-რეპორტი, ნაღდის შემოტანა/გატანაყველა
მენეჯმენტინაწილები და კოდებინაწილების კატალოგი: ბრენდი, ნომერი, OEM, კროსი, „ერგება“ადმინისტრატორი, მენეჯერი
მენეჯმენტიფასების სიის იმპორტიმომწოდებლის Excel/CSVადმინისტრატორი, მენეჯერი
მენეჯმენტიავტონაწილების პარამეტრებინამატი, ჩეკის შენიშვნა, გარე კატალოგებიადმინისტრატორი, მენეჯერი
მენეჯმენტიპროდუქცია (ყველა)ჩვეულებრივი პროდუქციის გვერდი (კატეგორიები, ეტიკეტები)ადმინისტრატორი, მენეჯერი
მენეჯმენტიმარაგი, მომწოდებლები, საწყობის დოკუმენტებიმიღება, ნაშთები, ვალები, ინვენტარიზაცია, ჩამოწერა, დაბრუნებაადმინისტრატორი, მენეჯერი
მენეჯმენტიმომხმარებლებიკლიენტები, ნისია და მისი დაფარვაყველა
მენეჯმენტიხარჯები, ინვოისებისაოპერაციო ხარჯები; ინვოისი კომპანიისთვისადმინისტრატორი, მენეჯერი
ანალიტიკანაწილების ანალიზიკატეგორიები, ბრენდები, გაყიდვადი და გაუყიდავი ნაწილებიადმინისტრატორი, მენეჯერი
ანალიტიკაანგარიშებიშემოსავალი, მოგება, თანამშრომლები, საათებიადმინისტრატორი, მენეჯერი
ბუღალტერიაბუღალტერია და მისი გვერდებითუ ბუღალტერია ლიცენზიაშია (საცდელ პერიოდში — ყოველთვის)ბუღალტერიის უფლებით
სისტემათანამშრომლები, პარამეტრებიანგარიშები და პროგრამის პარამეტრებიადმინისტრატორი
სისტემაჩემი პროფილისაკუთარი პაროლი და სესიებიყველა
სრული მენიუ ადმინისტრატორისთვის
სრული მენიუ ადმინისტრატორისთვის

გამყიდველი ხედავს მხოლოდ სამუშაო გვერდებს: სალარო, შეკვეთა მომწოდებელთან, მანქანები, გაყიდვები, სალაროს დახურვა, მომხმარებლები და ჩემი პროფილი.

გამყიდველის ხედი: მენიუში მხოლოდ სამუშაო გვერდებია
გამყიდველის ხედი: მენიუში მხოლოდ სამუშაო გვერდებია

მენიუს ბოლოში ჩანს მაღაზიის სახელი, ბაზის სტატუსი („აქტიური · ლოკალური ბაზა“ ან „ქსელის ბაზა · …“) და ვერსია „Activi Auto v2.38.0 · შემოწმება“ — დაჭერით პროგრამა ახალ ვერსიას ამოწმებს (თავი განახლებები).

მენიუს ჩაკეცვა

ლოგოს გვერდით ღილაკი მენიუს სამ მდგომარეობას შორის ცვლის: სრული, ხატულები (ვიწრო ზოლი — სალაროს მეტი ადგილი რჩება) და დამალული (ზედა ზოლში ჩნდება ☰ „მენიუ“). არჩევანი ამ კომპიუტერზე ინახება.

მენიუ ხატულების რეჟიმში
მენიუ ხატულების რეჟიმში

ზედა ზოლი

მარცხნიდან მარჯვნივ: გვერდის სათაური; საათი და თარიღი (პროგრამის დრო); დახმარება (სამაშველო რგოლი — თავი დახმარება); თემის შეცვლა (მთვარე / მზე); თქვენი სახელი და როლი („ჩემი პროფილი“); გასვლა.

ზოლის ქვემოთ საჭიროებისას ჩნდება შეტყობინებები: საცდელი პერიოდი ან ლიცენზიის ვადა, ახალი ვერსია და (ადმინისტრატორისთვის) მაღაზიის რეკვიზიტების შევსების შეხსენება.

მუქი თემა და სრული ეკრანი

მთვარის ღილაკი რთავს მუქ თემას, მზის — ღიას; არჩევანი ამ კომპიუტერზე ინახება.

სალარო მუქ თემაში
სალარო მუქ თემაში

F11 სრულ ეკრანს რთავს და თიშავს; რომ პროგრამა სრულ ეკრანზე საერთოდ არ გაიხსნას — „პარამეტრები“ → „სალაროს ვიზუალი“ → „ეკრანი“ → „სრულ ეკრანზე გაშვება“.

კლავიატურის მალსახმობები

სალარო

კლავიშირას აკეთებს
F2ძიების ველი (ნომერი, OEM, VIN, დასახელება)
F4მანქანის არჩევა (VIN · მარკა / მოდელი · კლიენტის მანქანა)
F8ნაღდი — ზუსტი თანხა (ერთი დაჭერით გადახდა)
F7ბარათი — გადახდის ფანჯარა ბარათით
F9გადახდა… (ხურდა, ნისია, შერეული გადახდა)
Enterძიებაში: თუ ერთი ნაწილი მოიძებნა და მარაგშია — დამატება; თუ აკრეფილია VIN — მანქანის არჩევა
Escძიების გასუფთავება

შტრიხკოდის სკანერი სალაროში ყოველთვის მუშაობს: ზუსტად ნაპოვნი ნაწილი, თუ მარაგშია, გაყიდვას ემატება; VIN-ის შტრიხკოდი მანქანის არჩევას ხსნის; სხვა შემთხვევაში კოდი ძიებაში ჩაიწერება.

გადახდის ფანჯარა

კლავიშირას აკეთებს
1, 2…გადახდის სახე (ნომერი წერია ღილაკზე)
Enterაკრეფილი თანხის დამატება; თუ თანხა აკრეფილი არ არის — დადასტურება

შენიშვნა: პროგრამის ენა ქართულია; ენის ან შრიფტის ზომის ცალკე პარამეტრი არ არის.

პროგრამის დრო

ჩეკების დრო პროგრამის საათით ითვლება, რომელიც ზუსტი დროის სერვერით მოწმდება (ნაგულისხმევად time.google.com, ყოველ 30 წუთში). მდგომარეობა — „პარამეტრები“ → „მონაცემები“ → ბარათი „დრო“ („პროგრამის დრო“, „კომპიუტერის საათი“, „წყარო“, „შემოწმება“, „გამორთვა“).

ბარათი „დრო“
ბარათი „დრო“

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.