Activi
Activi Auto · თავი 17

სალაროს დახურვა: დღის ნაღდი, ინკასაცია, X- და Z-რეპორტი

სალაროს დღე Activi Auto-ში: ავტომატური გახსნა, საწყისი ნაღდი, ნაღდი და ბარათი, ნისია და მისი გადახდა, ნაღდის შემოტანა და გატანა (ინკასაცია), ხარჯები, X-რეპორტი, დღის დახურვა დათვლით და Z-რეპორტი, დახურული დღეები.

გვერდი „სალაროს დახურვა“ („დღე იხსნება ავტომატურად — დახურვისას დაითვალეთ ნაღდი და გამოიტანეთ Z-რეპორტი“) აჯამებს სავაჭრო დღეს. ის ყველა თანამშრომლისთვის ხელმისაწვდომია; „დახურული დღეების“ სიას ადმინისტრატორი და მენეჯერი ხედავენ.

დღის გახსნა

დღე იხსნება პირველივე ოპერაციით (პირველი გაყიდვა, ნაღდის შემოტანა ან ამ გვერდის გახსნა). საწყისი ნაღდი — წინა დღის დათვლილი ნაღდი (ან მოსალოდნელი, თუ არ დაითვალეს).

ღია დღე: საწყისი ნაღდი 107 ₾, ნაღდი გაყიდვები, ბარათი, ნისიის გადახდა, გატანა და მოსალოდნელი ნაღდი
ღია დღე: საწყისი ნაღდი 107 ₾, ნაღდი გაყიდვები, ბარათი, ნისიის გადახდა, გატანა და მოსალოდნელი ნაღდი

მაჩვენებლები

ფილარას აჩვენებს
საწყისი ნაღდიდღის დასაწყისში უჯრაში მყოფი ნაღდი
ნაღდი გაყიდვებინაღდით მიღებული (ხურდის გამოკლებით)
ბარათიბარათით მიღებული
ნისიავალით გაყიდული (ნაღდში არ ითვლება)
შემოტანა / გატანახელით შემოტანილი და გატანილი ნაღდი
დაბრუნებებიდაბრუნებული თანხა და ჩეკების რაოდენობა

მოსალოდნელი ნაღდი = საწყისი ნაღდი + ნაღდი გაყიდვები + ნისიის გადახდა − ნაღდი დაბრუნება − ხარჯები − მომწოდებლების გადახდა ნაღდით + შემოტანა − გატანა.

ყურადღება: „ხარჯებში“ ჩაწერილი ყოველი ხარჯი ამ დღის ნაღდს აკლდება — ხარჯის ფორმაში ბანკის / ნაღდის არჩევანი არ არის. ბანკით გადახდილ ხარჯს (ქირა, კომუნალური) „ხარჯებში“ ნუ ჩაწერთ — გაატარეთ ის ბუღალტერიაში (თავი ბუღალტერია); თორემ დღის დახურვისას ნაღდი „დაგაკლდებათ“. ასევე ყოველი ვალის გადახდა კლიენტისგან ნაღდად ითვლება (თავი კლიენტები და მომწოდებლები).

ნაღდის შემოტანა და გატანა

უფლებით „ნაღდის შემოტანა / გატანა“: „ნაღდის შემოტანა“ (მაგ. ხურდა დილით) ან „ნაღდის გატანა“ (ინკასაცია, წვრილმანი შესყიდვა) → „თანხა (₾)“ და „მიზეზი / კომენტარი“ → „დადასტურება“.

ნაღდის გატანა: 850 ₾, „ინკასაცია — ბანკში“
ნაღდის გატანა: 850 ₾, „ინკასაცია — ბანკში“

X-რეპორტი

„X-რეპორტი“ აჩვენებს დღის მიმდინარე მდგომარეობას დახურვის გარეშე: ჩეკები, ბრუნვა, ფასდაკლება, დღგ, დაბრუნება, ნაღდი / ბარათი / ნისია, საწყისი ნაღდი, ნისიის გადახდა, შემოტანა / გატანა, მოსალოდნელი ნაღდი და (რამდენიმე გამყიდველისას) თითოეულის ბრუნვა. „ბეჭდვა“ — ჩეკის პრინტერზე.

X-რეპორტი
X-რეპორტი

დღის დახურვა ნაბიჯ-ნაბიჯ

უფლებით „დღის გახსნა / დახურვა“:

  1. „დღის დახურვა“ — ფანჯრის თავში „მოსალოდნელი ნაღდი“.
  2. დაითვალეთ უჯრა: „კუპიურების დათვლა“ (100, 50, 20, 10, 5, 2, 1 ₾ და თეთრები) ან „სწრაფი თანხა“ — „დათვლილი ნაღდი (₾)“.
  3. პროგრამა აჩვენებს: „ზუსტად ემთხვევა ✓“, „ზედმეტი: …“ ან „დანაკლისი: …“; საჭიროებისას — „შენიშვნა“.
  4. „დახურვა“. სხვაობისას პროგრამა დამატებით გკითხავთ („დათვლილ ნაღდსა და მოსალოდნელს შორის სხვაობაა … ₾. დავხუროთ მაინც?“).
  5. იხსნება Z-რეპორტი ნომრით → „ბეჭდვა“.
დღის დახურვა: მოსალოდნელი 118 ₾, დათვლილი 118 ₾
დღის დახურვა: მოსალოდნელი 118 ₾, დათვლილი 118 ₾

სანიმუშო მაღაზიის 3 ოქტომბრის დღე (Z-00012):

ჩეკები / ბრუნვა4 ჩეკი · 369,00 ₾ (მ.შ. დღგ 56,28 ₾)
დაბრუნება1 · 130,00 ₾ (ნისიაზე — ნაღდს არ ეხება)
ნაღდი / ბარათი / ნისია261,00 / 108,00 / 0,00 ₾
საწყისი ნაღდი107,00 ₾
ნისიის გადახდა ნაღდით600,00 ₾ (ტაქსის პარკი: 400 + 200)
გატანა850,00 ₾ (ინკასაცია)
მოსალოდნელი = დათვლილი118,00 ₾ · ზედმეტი 0,00
Z-რეპორტი Z-00012
Z-რეპორტი Z-00012

რჩევა: საღამოს ფული ბანკში მიგაქვთ? დახურვამდე გაატარეთ „ნაღდის გატანა“ („ინკასაცია“) და უჯრაში ხვალინდელი ხურდა დატოვეთ — ის ხვალის „საწყისი ნაღდი“ იქნება.

დახურული დღეები

ბარათი „დახურული დღეები“: „Z №“, „გახსნა“, „დახურვა“, „მოსალ.“, „დათვლ.“, „სხვაობა“; ხაზი ან პრინტერის ხატულა ხსნის Z-რეპორტს ხელახლა დასაბეჭდად.

დახურული დღეები
დახურული დღეები

ავტომატური დახურვა 00:00-ზე

„პარამეტრები“ → „მაღაზია“ → „დღე ავტომატურად დაიხუროს 00:00-ზე“ — ღია დღე შუაღამისას დათვლის გარეშე იხურება (ნიშანი „ავტო“). ხდება მხოლოდ მაშინ, როცა მთავარი კომპიუტერი 00:00-ზე ჩართულია (თავი ქსელი და ბაზები).

ფისკალური აპარატის X და Z

აპარატის საკუთარი ანგარიშები — „პარამეტრები“ → „ინტეგრაციები“ → „ფისკალური აპარატი“ → „X-ანგარიში“ / „Z-ანგარიში“.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.