Activi
Activi Auto · თავი 15

საწყობი: საქონლის მიღება, ნაშთები, RS.ge, ინვენტარიზაცია, ჩამოწერა და მომწოდებლისთვის დაბრუნება

საწყობი Activi Auto-ში: ნაწილების მიღება მომწოდებლისგან (ვალში ან გადახდილად, დღგ, საშუალო შეწონილი თვითღირებულება), ნაშთები და „იწურება“, Excel-ით მიღება, RS.ge-ს ზედნადებები, ინვენტარიზაცია, ჩამოწერა და მომწოდებლისთვის დაბრუნება.

საწყობის აღრიცხვა ორ გვერდზეა (ადმინისტრატორი და მენეჯერი): „მარაგი“ (მიღება, ნაშთები, RS.ge) და „საწყობის დოკუმენტები“ (ინვენტარიზაცია, ჩამოწერა, მომწოდებელს დაბრუნება, ვადები). პროგრამაში ერთი საწყობია — რამდენიმე მაღაზიის ან საწყობის ცალკე ნაშთი და მათ შორის გადაადგილება არ არის. ყოველი გაყიდვა მარაგს თავად აკლებს, დაბრუნება — უმატებს.

მარაგი: ღირებულება თვითღირებულებით და გასაყიდი ფასით, „იწურება“, „არ არის მარაგში“ და საქონლის მიღება
მარაგი: ღირებულება თვითღირებულებით და გასაყიდი ფასით, „იწურება“, „არ არის მარაგში“ და საქონლის მიღება

გვერდი „მარაგი“

  • ფილები: „მარაგის ღირებულება (თვითღ.)“ (უფლებით „თვითღირებულება და მოგება“), „მარაგის ღირებულება (გასაყ.)“ პოტენციური მოგებით, „იწურება“, „არ არის მარაგში“.
  • ღილაკები: „Excel“ (ნაშთები), „ექსელის სიით მიღება“, „RS.ge-დან შემოტანა“, „RS.ge-ზე გატანა“.
  • „იწურება“ — ნაწილები, რომელთა ნაშთი „მინ. მარაგს“ არ აღემატება; „შეტანა“ მიღების ფორმას ავსებს.

შენიშვნა: „მარაგის“ და „საწყობის დოკუმენტების“ სიებში ნაწილი მხოლოდ დასახელებით ჩანს, ბრენდისა და ნომრის გარეშე. ანალოგებს ხშირად ერთნაირი დასახელება აქვთ („ზეთის ფილტრი (ელემენტი)“) — პროდუქტის არჩევისას ფრთხილად იყავით. ზუსტი ნაწილის მოსაძებნად ჯობს „იწურება“ → „შეტანა“ ან „ნაწილები და კოდები“, სადაც ბრენდი და ნომერი ჩანს. ჩვეულებრივი დასახელების ნაცვლად შეგიძლიათ ბრენდიც ჩაწეროთ დასახელებაში (მაგ. „ზეთის ფილტრი Bosch“).

საქონლის მიღება ნაბიჯ-ნაბიჯ

  1. „პროდუქტი“ — აირჩიეთ ნაწილი (ფრჩხილებში — ნაშთი) ან „+ ახალი პროდუქტი“.
  2. „რაოდენობა“ და „თვითღირებულება ერთეულზე (₾)“ — ერთი ცალის შესყიდვის ფასი, ზედნადებიდან.
  3. „მომწოდებელი ∗“ — სავალდებულოა.
  4. „შენიშვნა“ (მაგ. „ზედნადები № 0433“), სურვილისამებრ „ვადის გასვლის თარიღი“.
  5. „ფასი დღგ-ს ჩათვლითაა — დღგ (18%) ცალკე გამოიყოფა ჩასათვლელად“ (დღგ-ს გადამხდელს, ნაგულისხმევად მონიშნულია).
  6. თუ ჯერ არ გადაგიხდიათ — „მომწოდებლის ვალში — თანხა ჯერ არ არის გადახდილი“.
  7. შეამოწმეთ ზოლი და „მარაგის შეტანა“.
მიღება: 2 ც × 245 ₾ — ჯამი 490,00 ₾, დღგ 74,75 ₾, მარაგში ჩადგება 415,25 ₾, მომწოდებლის ვალში
მიღება: 2 ც × 245 ₾ — ჯამი 490,00 ₾, დღგ 74,75 ₾, მარაგში ჩადგება 415,25 ₾, მომწოდებლის ვალში

მაგალითი: მომწოდებლისგან მოვიდა 2 კუნძის საკისარი Toyota 43550-47010, 245 ₾ ცალი (დღგ-ს ჩათვლით): ჯამი 490,00 ₾, მათ შორის დღგ 74,75 ₾, მარაგში ჩადგება 415,25 ₾ (207,63 ₾ ცალი); მომწოდებლის ვალი 490 ₾-ით გაიზარდა.

მიღებისას ნაშთი იზრდება, თვითღირებულება ხდება საშუალო შეწონილი ძველი ნაშთისა და ახალი მიღებისა (დღგ-ს გარეშე), მომწოდებელი „მომწოდებლებში“ ჩნდება, ბუღალტერიაში გატარება თავად კეთდება. თუ ნაწილის გასაყიდი ფასი 0 იყო, ის თვითღირებულებით ივსება. ქვემოთ, „მიღების ისტორიაში“, ჩანს ბოლო მიღებები; გატარებული მიღება არ იცვლება — შეცდომა გაასწორეთ ჩამოწერით, დაბრუნებით ან ინვენტარიზაციით.

რჩევა: შეკვეთილი ნაწილი რომ მოვა („შეკვეთა მომწოდებელთან“ → „მოვიდა“), ჯერ აქ მიიღეთ — შეკვეთის სტატუსი მარაგს არ ცვლის.

მიღება Excel-ის სიით

„ექსელის სიით მიღება“ — ბევრი პოზიციის მიღება ერთი ფაილით („ნიმუშის ჩამოტვირთვა“ → შევსება → „ფაილის არჩევა“ → გადახედვა → „მიღება (N)“). სვეტები: კატეგორია, კოდი, დასახელება ✓, რაოდენობა ✓, შესყიდვის ფასი ✓, მომწოდებელი, ერთეული, გასაყიდი ფასი, შტრიხკოდი, შენიშვნა. სტრიქონი არსებულ პროდუქტს უკავშირდება შტრიხკოდით, კოდით (ნაწილის ნომერი პროგრამაში „კოდადაც“ ინახება) ან ზუსტი დასახელებით, სხვაგვარად ახალი პროდუქტი იქმნება — ბრენდისა და OEM-ის გარეშე.

ყურადღება: ეს მიღებაა (მარაგი იზრდება). მომწოდებლის ფასების სია — სხვა რამეა და მარაგს არ ცვლის (თავი ფასების სიის იმპორტი). ნაწილები ჯერ ფასების სიით შემოიტანეთ (ბრენდით, ნომრით, OEM-ით), მიღება კი — ჩვეულებრივი ფორმით ან RS.ge-ს ზედნადებით.

RS.ge-ს ზედნადებები

„RS.ge-დან შემოტანა“ აჩვენებს თქვენს სახელზე გამოწერილ ზედნადებებს: „გადმოწერა RS.ge-დან“, „ნახვა“, „მარაგში შეტანა“. „RS.ge-ზე გატანა“ ქმნის გასავალ ზედნადებს (მაგ. სერვის-ცენტრზე ნაწილების მიწოდება). საჭიროა RS.ge-ს სერვის-იუზერი („პარამეტრები“ → „ინტეგრაციები“, თავი პრინტერი, ფისკალური აპარატი და ტერმინალი) და ბუღალტერიის მოდული (საცდელ პერიოდში — ყოველთვის).

საწყობის დოკუმენტები

სამი სახის დოკუმენტი: „ინვენტარიზაცია“, „ჩამოწერა“, „მომწოდებელს დაბრუნება“. თითოეული ჯერ დრაფტია და მარაგს მხოლოდ „გატარების“ შემდეგ ცვლის; გატარებული აღარ იცვლება.

საწყობის დოკუმენტები: გატარებული დაბრუნება მომწოდებელს
საწყობის დოკუმენტები: გატარებული დაბრუნება მომწოდებელს
  • ინვენტარიზაცია: „ინვენტარიზაცია“ → კატეგორია (ან ყველა) → „შექმნა“ → სვეტში „დათვლილი“ ფაქტობრივი რაოდენობა („სხვაობა“ და „თანხა“ თავად ითვლება) → „შენახვა“ (ნაწილ-ნაწილ) → „გატარება“.
  • ჩამოწერა: მიზეზი „ვადაგასული“, „დაზიანებული“, „დაკარგული“ ან „სხვა“, პოზიციები, „შექმნა“ → „გატარება“.
  • მომწოდებელს დაბრუნება: მომწოდებელი, „ანგარიშსწორება“ — „მომწოდებელი ვალს ჩამოგვიწერს“, „ფულს გვიბრუნებს (სალარო)“, „ფულს გვიბრუნებს (ბანკი)“ ან „სანაცვლო საქონელს მოგვცემს“; პოზიციები; შენიშვნა → „შექმნა“ → „გატარება“. საგარანტიო შემთხვევის სრული გზა — თავი დაბრუნება და გარანტია.

ყურადღება: ჩამოწერისა და დაბრუნების ფორმაში ველი „თვითღირ.“ ხშირად 4 ათწილადით ივსება (მაგ. 66,1025) და ღილაკი „შექმნა“ მაშინ არაფერს აკეთებს — ბრაუზერი წერს „გთხოვთ, შეიყვანოთ სწორი ნომერი…“. ჩაასწორეთ თანხა 2 ათწილადამდე (მაგ. 66,10) და ისევ დააჭირეთ „შექმნა“.

ვადები

ჩანართი „ვადები“ აჩვენებს პარტიებს, რომელთაც მიღებისას ვადა მიეთითა (ავტონაწილებში იშვიათია — მაგ. სამუხრუჭე სითხე, ანტიფრიზი), ღილაკებით „დაბრუნება“ და „ჩამოწერა“.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.