Activi
Activi Auto · თავი 14

კლიენტები, ნისია და მომწოდებლები: ვალები და მათი დაფარვა

Activi Auto-ში კლიენტები: ბარათი, ყიდვები, ვალი (ნისია) და ვალის გადახდა, კომპანიის მანქანები ერთ კლიენტზე; მომწოდებლები: მიღებები, ვალი, გადახდა ნაღდით ან ბანკით, შეთავაზებები ფასების სიიდან.

მომხმარებლები

გვერდი „მომხმარებლები“ (ყველა თანამშრომელი): ცხრილი „მომხმარებელი“ (ს/კ-ით), „კონტაქტი“, „ყიდვები“ (ჩეკების რაოდენობა), „ჯამი“, „ბოლო ვიზიტი“, „ვალი“; ვალიან კლიენტთან — ღილაკი „გადახდა“.

მომხმარებლები: ყიდვები, ჯამი, ბოლო ვიზიტი და ვალი
მომხმარებლები: ყიდვები, ჯამი, ბოლო ვიზიტი და ვალი

ახალი კლიენტი: „ახალი მომხმარებელი“ (აქ ან სალაროდან) — სახელი (სავალდებულო), ტელეფონი, ელ. ფოსტა, ს/კ, მისამართი. კომპანიას (ტაქსის პარკი, სერვის-ცენტრი, ორგანიზაციის ავტოპარკი) ერთი კლიენტი შეუქმენით და ყველა მისი მანქანა მასზე შეინახეთ — სალაროში კომპანიის არჩევისას მისი ყველა მანქანა ჩანს.

კლიენტის ბარათი

ხაზზე დაჭერა ხსნის ბარათს: ტელეფონი, ელ. ფოსტა, ს/კ, მისამართი, ვალი, ჩეკების რაოდენობა და ჩანართები „ყიდვები“ (ჩეკი, თარიღი, ნისია, ჯამი; დაბრუნებული ნიშნით) და „ვალის გადახდები“ (თარიღი, ვინ მიიღო, თანხა).

შპს „სანიმუშო ტაქსი“: ვალი 353,00 ₾, 14 ჩეკი, ყიდვები ნისიის სვეტით
შპს „სანიმუშო ტაქსი“: ვალი 353,00 ₾, 14 ჩეკი, ყიდვები ნისიის სვეტით

ეს არის კლიენტის მანქანების ისტორიაც — ცალკე მანქანის ისტორიის სია პროგრამაში არ არის. ჩეკის ნომრით მისი გახსნა „გაყიდვებშია“ — იქ ჩანს მანქანა, გარბენი და ნაწილები.

ვალის დაფარვა ნაბიჯ-ნაბიჯ

  1. კლიენტის ხაზზე — „გადახდა“.
  2. ფანჯარაში „ნისიის გადახდა“ ჩანს „ამჟამინდელი ვალი“; ჩაწერეთ „გადასახდელი თანხა (₾)“ (ვალზე მეტი არ შეიძლება).
  3. „გადახდა“.
ნისიის გადახდა: ვალი 353,00 ₾, გადასახდელი 200
ნისიის გადახდა: ვალი 353,00 ₾, გადასახდელი 200

ვალის გადახდა ნაღდად ითვლება — X/Z-რეპორტში ხაზად „ნისიის გადახდა ნაღდით“ და სალაროს მოსალოდნელ ნაღდს ზრდის. თუ კომპანია ბანკით გადარიცხავს, ჩაიწერება იგივე — ასეთ დღეს ნაღდი უჯრაში არ დაემატება, ამიტომ დღის დახურვისას სხვაობა გამოჩნდება (ან გაატარეთ „ნაღდის გატანით“ მიზეზით „საბანკო გადარიცხვა“ — თავი სალაროს დახურვა).

სანიმუშო ტაქსის პარკის ვალი: ორი კვირის ნისია 883 ₾ → დილით გადაიხადა 400 ₾ → საგარანტიო დაბრუნება 130 ₾ ვალს ჩამოეწერა (თავი დაბრუნება და გარანტია) → 353 ₾ → კიდევ 200 ₾ → 153 ₾.

ვალიან კლიენტს ვერ წაშლით („… ₾ ვალი აქვს — ჯერ დაფარეთ ან ჩამოწერეთ“).

მომწოდებლები

გვერდი „მომწოდებლები“ („ვისგან რა შემოგვაქვს და ვისთან რა ვალი გვაქვს“; ადმინისტრატორი და მენეჯერი):

  • ზემოთ: „სულ გვმართებს“, „30 დღეზე ძველი ვალი“, „ამ თვეში მივიღეთ“, „მომწოდებლები“;
  • ცხრილი: მომწოდებელი (ს/ნ), კონტაქტი, „ამ თვეში“, „სულ მიღებული“, „ბოლო მიღება“, „ვალი“; ფილტრი „ყველა / ვალით / ამ თვეში“; „Excel“.
მომწოდებლები: ვალი ზეთების და ავტონაწილების მომწოდებლებთან
მომწოდებლები: ვალი ზეთების და ავტონაწილების მომწოდებლებთან

მომწოდებელი იქმნება „ახალი მომწოდებლით“, ან თავისით — პირველი მიღებისას ან ფასების სიის იმპორტისას. ვალი იზრდება, როცა საქონელს „მომწოდებლის ვალში“ იღებთ (თავი საწყობი), და მცირდება გადახდით ან მომწოდებლისთვის დაბრუნებით.

მომწოდებლის გადახდა

  1. ხაზზე „გადახდა“.
  2. თანხა, მეთოდი — ნაღდი (სალაროდან; დღის მოსალოდნელ ნაღდს ამცირებს) ან ბანკი, შენიშვნა (მაგ. „გადარიცხვა — ზედნადები № 0412“).
  3. „გადახდა“.

სანიმუშო მაღაზიამ ავტონაწილების მომწოდებელს 2 000 ₾ ბანკით გადაუხადა: ვალი 3 283,92 → 1 283,92 ₾; შემდეგ 2 საკისრის მიღება ვალში (490 ₾) — 1 773,92 ₾.

მომწოდებლის ბარათზე ჩანს: რა პროდუქცია და რა ფასად მოაქვს, მიღებების ისტორია, ვალის მოძრაობა („გვმართებს“, „გადავიხადეთ“, „ნაშთი“); ღილაკები „გაერთიანება“ (ორი ერთნაირი მომწოდებლის), „რედაქტირება“, „გადახდა“.

შენიშვნა: ფასების სიიდან შემოსული შეთავაზებები (მომწოდებლის ფასი და ნაშთი) მომწოდებლის ბარათზე არ ჩანს — ისინი ნაწილის ბარათზეა („მომწოდებლები“) და სალაროში („მომწ. N“).

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.