სერვის-ბარათი და ზეთი: სიბლანტე, მოცულობა, ფილტრები და ზეთის შეცვლის ნაკრები
ჩანართი „სერვისი / ზეთი“ Activi Auto-ში: ძრავის ზეთის სიბლანტე და დაშვება, მოცულობა ფილტრით, ინტერვალი, სითხეები, ფილტრებისა და სანთლების ნომრები, მარაგში შესაბამისი ნაწილები, „ზეთის შეცვლის ნაკრები“ ერთი შეხებით და სერვის-ბარათის შესწორება.
ჩანართი „სერვისი / ზეთი“ პასუხობს კითხვას „რა ზეთი და რომელი ფილტრები სჭირდება ამ ძრავს — და რა გვაქვს მარაგში“. ის ძრავზეა დამოკიდებული: თუ მანქანა ძრავამდე არ არის არჩეული, ჩანართი წერს „სერვის-ბარათი ძრავზეა დამოკიდებული — აირჩიეთ ძრავი“ და აჩვენებს მოდელის ძრავების ღილაკებს.

სერვის-ბარათის ფილები
| ფილა | Prius XW30 · 2ZR-FXE |
|---|---|
| ძრავის ზეთი — სიბლანტე და სპეციფიკაცია | 0W-20 · API SP / ILSAC GF-6A |
| მოცულობა (ფილტრით) — და რამდენი შესაბამისი ზეთია მარაგში | 4,2 ლ · „5 შესაბამისი ზეთი მარაგში“ |
| ინტერვალი | 10 000 კმ, ან 12 თვე — რაც ადრე მოვა |
| ანტიფრიზი | Toyota Super Long Life Coolant (SLLC, ვარდისფერი) |
| სამუხრუჭე სითხე | DOT 3 / DOT 4 |
| გადაცემათა კოლოფი | Toyota ATF WS (ჰიბრიდული ტრანსაქსი) |
თავში ყოველთვის წერია: „საორიენტაციო — გადაამოწმეთ მწარმოებლის მითითებით“. სერვის-ბარათები პროგრამაში პოპულარული ძრავებისთვის შევსებულია, მაგრამ ეს ცნობარია და არა მწარმოებლის ოფიციალური მონაცემი.
ნაწილები ბარათის ქვემოთ
თითო პუნქტზე ჩანს, რა წერია ბარათზე და რა გაქვთ მარაგში (ჯერ მარაგში არსებული, მერე იაფი, მაქსიმუმ 6):
- „ძრავის ზეთი“ — ყველა ზეთი, რომლის სპეციფიკაცია ბარათის სიბლანტეს ემთხვევა (0W-20). ნიშანი „დაშვება“ — ზეთის ბარათზე ჩაწერილი დაშვებებიდან ერთ-ერთი ძრავის სპეციფიკაციაშია (მაგ. „API SP“).
- „ზეთის ფილტრი“, „ჰაერის ფილტრი“, „სალონის ფილტრი“, „საწვავის ფილტრი“ — ბარათზე ჩაწერილი OEM ნომრით (ყვითლად, მაგ.
04152-YZZA6) ნაპოვნი ნაწილები და მათი ანალოგები, პლუს ამ ძრავზე მიბმული ამავე ტიპის ნაწილები. - „სანთლები“ — იგივე წესით; „+“ ერთბაშად 4 სანთელს ამატებს (2,9 ლ-ზე დიდ ძრავზე — 6).
- სითხეები (ანტიფრიზი, სამუხრუჭე, ტრანსმისიის) — ნაწილები, რომელთა სპეციფიკაცია (მაგ.
DOT 4,SLLC,ATF WS) ბარათის ტექსტში წერია.
მარაგში არარსებულ ნაწილზე „+“-ის ნაცვლად კალათის ღილაკია — შეკვეთა მომწოდებელთან; თუ საერთოდ არაფერია — „მარაგში შესაბამისი ნაწილი არ არის“.
შენიშვნა: გრძელი დასახელების ზეთზე ნიშანი „დაშვება“ შეიძლება ეკრანზე არ ჩანდეს — დასახელება სამწერტილით იჭრება და ნიშანიც მასთან ერთად. დაშვებები ზეთის ბარათზეც ჩანს.
ზეთის შეცვლის ნაკრები
ყვითელი ბლოკი „ზეთის შეცვლის ნაკრები“ ერთი შეხებით ადგენს სრულ ცვლას:
- ზეთი: ირჩევს ერთი ბრენდის და სიბლანტის ბიდონებს, რომლებიც მარაგშია და მოცულობას ფარავს (დიდი ბიდონები ჯერ, დანარჩენი — პატარით); ბრენდებიდან — იმას, რომელსაც „დაშვება“ აქვს, მერე ყველაზე იაფს.
- ზეთის ფილტრი: ყველაზე იაფი მარაგში არსებული შესაბამისი ფილტრი.
- ჯამი ჩანს მარჯვნივ; „ნაკრების დამატება“ ყველაფერს გაყიდვაში ამატებს.

Prius-ის 4,2 ლიტრისთვის ნაკრები გამოვიდა: Toyota Genuine Motor Oil 0W-20, 4 ლ (95 ₾) + იგივე, 1 ლ (26 ₾) + Bosch F 026 407 209 (16 ₾) = 137 ₾. ჰაერის და სალონის ფილტრი ნაკრებში არ შედის — დაამატეთ ქვემოთ, სიიდან (თავი მაგალითი).
ყურადღება: ნაკრები მხოლოდ მარაგში არსებულიდან იკრიფება. თუ ზეთის მოცულობა ბარათზე ჩაწერილი არ არის ან ბიდონებს „მოცულობა (ლ)“ არ აქვს მითითებული, ზეთი ნაკრებში არ ჩადგება. ზეთის ბარათებზე ყოველთვის შეავსეთ „სპეციფიკაცია“ (მაგ.
0W-20) და „მოცულობა (ლ)“.
სერვის-ბარათის შესწორება
ბარათი ძრავს ეკუთვნის და ერთხელ შესწორება ყველა იმ მანქანაზე ჩანს, რომელსაც ეს ძრავი აქვს:
- „მანქანები“ → „მარკები და მოდელები“ → მარკა → მოდელის ძრავის ღილაკი (ქვეშ წერია „სერვის-ბარათი“ ან „ბარათი ცარიელია“).
- ფანჯარაში „სერვის-ბარათი · 2ZR-FXE 1.8 Hybrid“ შეავსეთ: ზეთის სიბლანტე, სპეციფიკაცია, მოცულობა (ლ, ფილტრით), ფილტრების და სანთლების OEM ნომრები (შეიძლება ბრენდით:
Denso FK16HR-A8 (90919-01247)), სითხეები, ინტერვალი (კმ, თვე). - „შენახვა“ — „სერვის-ბარათი შენახულია“. ცვლილება ადმინისტრატორს და მენეჯერს შეუძლია; გამყიდველი ბარათს მხოლოდ ხედავს.

ახალი ძრავის დამატებისას (თავი მანქანები და ავტომობილების ბაზა) პროგრამისთვის ცნობილ ძრავის კოდს სერვის-ბარათი თავისით მოჰყვება.
OATS და HaynesPro
თუ მაღაზიას OATS-ის ან HaynesPro-ს ფასიანი ანგარიში აქვს და ის პარამეტრებში ჩართულია, ბარათის თავში ჩნდება რეკომენდაციის ღილაკები. პასუხი ჩანს „ჩვენი / მათი“ შედარებით; ბარათს თავისით არ ცვლის — „შენახვა“ მხოლოდ მონიშნულ ველებს წერს. HaynesPro-ს VIN-ით არჩეული მანქანა სჭირდება. ორივე ნაგულისხმევად გამორთულია (თავი პარამეტრები და გარე კატალოგები).
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.