Activi
Activi Auto · თავი 9

გადახდა და ჩეკი: ნაღდი, ბარათი, ნისია, შერეული გადახდა

გადახდა Activi Auto-ს სალაროში: ნაღდი ზუსტი თანხით (F8), ბარათი (F7), გადახდის ფანჯარა (F9) ხურდით, ნისიით და შერეული გადახდით; ჩეკი მანქანით, გარბენით, ნაწილების ბრენდით, ნომრით და გარანტიით; ავტომატური ბეჭდვა და ფისკალური ჩეკი.

სალაროს ქვედა ნაწილში სამი ღილაკია:

ღილაკიკლავიშირას აკეთებს
ნაღდი · ზუსტიF8გაყიდვა მაშინვე ტარდება ნაღდით, ზუსტი თანხით — ფანჯრის გარეშე
ბარათი · ტერმინალიF7იხსნება გადახდის ფანჯარა, ბარათით უკვე არჩეული
გადახდა… · ხურდა · ნისიაF9გადახდის სრული ფანჯარა

გადახდის ფანჯარა

გადახდის ფანჯარა: გადასახდელი, გადახდის სახეები, თანხის ველი, სწრაფი თანხები და კლავიატურა
გადახდის ფანჯარა: გადასახდელი, გადახდის სახეები, თანხის ველი, სწრაფი თანხები და კლავიატურა
  • ქვესათაურში — არჩეული მანქანა (ან პოზიციების რაოდენობა).
  • „გადასახდელი“ — გაყიდვის ჯამი.
  • გადახდის სახეები (დანომრილი 1, 2, 3…): „ნაღდი“, ბარათი (ან თითოეული ტერმინალი თავისი სახელით, მაგ. „საქართველოს ბანკი (BOG) · ხელით“), „ნისია / კონსიგნაცია“, „გადმორიცხვა“ (თუ ჩართულია). რომელი ჩანს — „პარამეტრები“ → „მაღაზია“ → „გადახდის მეთოდები“.
  • „გადახდილი“, „დარჩა“, „ხურდა“ — ცოცხლად ითვლება.
  • მარჯვნივ — თანხის ველი, „ზუსტი“, სწრაფი თანხები (მაგ. 165, 170, 180, 200 ₾), ციფრები და „დამატება“.

ნაღდით, ხურდით

  1. „ნაღდი“ ნაგულისხმევად არჩეულია.
  2. აკრიფეთ მიღებული თანხა და „დამატება“ (ან Enter) — ან დააჭირეთ სწრაფ თანხას.
  3. როცა „დარჩა“ ნულია — „გადახდის დადასტურება“.

ზედმეტი თანხა მხოლოდ ნაღდით შეიძლება — სხვაობა ხურდაა. მაგალითი: 162 ₾-იან გაყიდვაზე 200 ₾ — ხურდა 38 ₾ (თავი მაგალითი).

შერეული გადახდა

  1. ნაღდზე დაამატეთ ნაწილი (მაგ. 50).
  2. აირჩიეთ ბარათი და „ზუსტი“ — დანარჩენი ბარათზე.
  3. დაადასტურეთ.

ბარათზე, ნისიაზე ან გადმორიცხვაზე ჯამზე მეტს ვერ დაწერთ.

ნისია (ვალით)

  1. ჯერ აირჩიეთ მომხმარებელი (სალაროს „მომხმარებელი“ ან მისი მანქანა).
  2. აირჩიეთ „ნისია / კონსიგნაცია“ და დაამატეთ თანხა — მთლიანად ან ნაწილობრივ.
  3. დაადასტურეთ. ვალი ჩაიწერება მომხმარებლის ბარათზე; დაფარვა — თავი კლიენტები და მომწოდებლები.

მომხმარებლის გარეშე ნისია არ ტარდება („ნისიით გაყიდვისთვის აირჩიეთ მომხმარებელი“). საკრედიტო ლიმიტი არ მოწმდება. ნისია კომპანიებისთვის (ტაქსის პარკი, სერვის-ცენტრი) ჩვეულებრივი გზაა: მათი ყველა მანქანა ერთ კლიენტზეა შენახული.

ბარათი და ტერმინალი

ტერმინალი „ხელით (ცალკე მდგარი)“ — თანხას ტერმინალზე თავად კრეფთ და გადახდას პროგრამაში ადასტურებთ. ინტეგრირებული ტერმინალი თანხას თავად იღებს და ადასტურებს. გამართვა — თავი პრინტერი, ფისკალური აპარატი და ტერმინალი.

ჩეკი

გადახდის შემდეგ ჩნდება „გადახდა წარმატებულია“ („… ₾ მიღებულია · ჩეკი შენახულია“, ფისკალურით — „ფისკალური ჩეკი №…“) ან, ხურდისას, „დააბრუნეთ ხურდა“ დიდი თანხით, და ჩეკის ასლი. ღილაკები: „ბეჭდვა“ და „შემდეგი“.

ჩეკი: ავტომობილი, VIN, გარბენი, ნაწილების ბრენდი და ნომერი, დღგ, შენიშვნა გარანტიაზე
ჩეკი: ავტომობილი, VIN, გარბენი, ნაწილების ბრენდი და ნომერი, დღგ, შენიშვნა გარანტიაზე

Activi Auto-ს ჩეკზე ჩვეულებრივის გარდა იბეჭდება:

  • „ავტომობილი“ — მანქანის დასახელება, სახელმწიფო ნომერი და VIN, „გარბენი … კმ“ (თუ მანქანა არჩეული იყო);
  • თითო ნაწილის ქვეშ — ბრენდი · ნომერი და, თუ ნაწილს გარანტია აქვს, „გარანტია N თვე“;
  • ჩარჩოში — ჩეკის შენიშვნა („ნაწილის დაბრუნება ან გაცვლა — ჩეკით და დაუზიანებელი შეფუთვით. გარანტია ვრცელდება ჩეკზე მითითებულ ბრენდსა და ნომერზე.“), რომელიც „ავტონაწილების პარამეტრებში“ იცვლება.

თუ „პარამეტრები“ → „მაღაზია“ → „ავტომატური ჩეკის ბეჭდვა გადახდისას“ ჩართულია (ნაგულისხმევად — ჩართულია), ჩეკი თავად იბეჭდება, ნაღდით გადახდისას ფულის უჯრაც იხსნება. ფისკალური აპარატი ჩართულისას ყოველი გაყიდვა აპარატზეც იგზავნება.

ძველი ჩეკი — გვერდი „გაყიდვები“: ჩეკის გახსნა, ხელახლა ბეჭდვა, დაბრუნება (თავი დაბრუნება და გარანტია).

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.