Activi
Activi Auto · თავი 16

გაყიდვები, დაბრუნება და გარანტია: ნაწილობრივი დაბრუნება, გაცვლა და მომწოდებლისთვის დაბრუნება

გვერდი „გაყიდვები“ Activi Auto-ში: ჩეკების სია, ჩეკი მანქანით და ნაწილების ნომრებით, ხელახლა ბეჭდვა, დაბრუნება — მთლიანად ან ხაზ-ხაზ, ფული ბრუნდება ისე, როგორც გადაიხადეს; საგარანტიო შემთხვევა: კლიენტის დაბრუნება და ნაწილის დაბრუნება მომწოდებლისთვის; გაცვლა.

გვერდი „გაყიდვები“

„გაყიდვების ისტორია“ — „ყველა ჩეკი, გადახდა და დაბრუნება“ (ყველა თანამშრომელი):

  • პერიოდი: „დღეს“, „7 დღე“, „30 დღე“, „ეს თვე“, „3 თვე“, „წელი“ ან თარიღები; „Excel“;
  • ფილები: „შემოსავალი“, „ჩეკები“, „საშუალო ჩეკი“, „დაბრუნებები“;
  • ძიება — „ჩეკის №, მომხმარებელი ან მოლარე…“; ფილტრი „ყველა / შესრულებული / დაბრუნებული“;
  • სვეტები: ჩეკი, თარიღი, მოლარე, მომხმარებელი („საცალო“ — კლიენტის გარეშე), პოზიციები, გადახდა, სტატუსი („შესრულებული“, „დაბრუნებული“, „ნაწილ. დაბრუნება −… ₾“), ჯამი.
გაყიდვების ისტორია: 7 დღე — 43 ჩეკი, 4 101 ₾
გაყიდვების ისტორია: 7 დღე — 43 ჩეკი, 4 101 ₾

ხაზზე დაჭერა ხსნის ჩეკს — ზუსტად ისე, როგორც დაიბეჭდა: მანქანა, VIN, გარბენი, ნაწილების ბრენდი და ნომერი, გარანტია. ღილაკები: „ბეჭდვა“ და „დაბრუნება“ (უფლებით „დაბრუნება“).

ჩეკი CP-000009: ტაქსის პარკის Prius, ნისია 464 ₾
ჩეკი CP-000009: ტაქსის პარკის Prius, ნისია 464 ₾

დაბრუნება ნაბიჯ-ნაბიჯ

  1. „გაყიდვებში“ იპოვეთ ჩეკი (ნომრით — კლიენტს ჩეკი მოაქვს) და გახსენით.
  2. „დაბრუნება“ — ფანჯარა „მონიშნეთ რა ბრუნდება და რამდენი“: ყველა ხაზი მონიშნულია, რაოდენობით.
  3. მთლიანი დაბრუნებისთვის დატოვეთ ყველაფერი; ნაწილობრივისთვის მოხსენით ზედმეტი ხაზები და/ან შეამცირეთ რაოდენობა.
  4. ღილაკზე წერია თანხა — „დაბრუნება · 130,00 ₾“. დააჭირეთ.
დაბრუნება: სამი ხაზიდან ბრუნდება ერთი დისკი (130,00 ₾, დარჩა 2 ც) — 1 ცალი
დაბრუნება: სამი ხაზიდან ბრუნდება ერთი დისკი (130,00 ₾, დარჩა 2 ც) — 1 ცალი

დაბრუნებისას:

  • ნაწილი ბრუნდება მარაგში (იმ თვითღირებულებით, რითაც გავიდა);
  • თანხა ბრუნდება ისე, როგორც გადაიხადეს: ნაღდი — უჯრიდან, ბარათი — ტერმინალზე, ნისია — ვალიდან ჩამოიწერება; ჩეკის ფასდაკლება ხაზებზე პროპორციულად ნაწილდება;
  • ბარათის ნაწილი ინტეგრირებულ ტერმინალზე თავად ბრუნდება; ხელით ტერმინალზე ჩნდება შეტყობინება „… ₾ ბარათზე დააბრუნეთ თავად ტერმინალზე (დაბრუნება / Refund), RRN …“;
  • ფისკალური აპარატი ჩართულისას იბეჭდება ფისკალური დაბრუნების ჩეკი;
  • ჩეკს ეწერება „ნაწილობრივ დაბრუნებულია · 130,00 ₾“ და დაბრუნების ხაზი (დრო, ვინ); ბუღალტერიაში გატარება თავად კეთდება.

ერთი ჩეკი შეიძლება რამდენჯერმე დაბრუნდეს ნაწილ-ნაწილ, სანამ ყველაფერი არ დაბრუნდება.

ჩეკი დაბრუნების შემდეგ: „ნაწილობრივ დაბრუნებულია · 130,00 ₾“
ჩეკი დაბრუნების შემდეგ: „ნაწილობრივ დაბრუნებულია · 130,00 ₾“

ყურადღება: დაბრუნების ფანჯარაში ხაზები მხოლოდ დასახელებით ჩანს — ბრენდისა და ნომრის გარეშე. თუ ჩეკზე ორი ერთნაირი დასახელებაა (მაგ. Toyota-ს და Brembo-ს დისკი — ორივე „სამუხრუჭე დისკი, წინა (1 ც)“), გაარჩიეთ ფასით (180,00 და 130,00 ₾) ან ჩეკის ასლით, რომელიც ფანჯრის უკან ჩანს.

საგარანტიო შემთხვევა: მაგალითი

ტაქსის პარკმა 22 სექტემბერს თავის Prius-ზე (TX-002-TX) ნისიით აიღო Toyota-ს დისკი და ორი Brembo 09.A739.11 (130 ₾ ცალი, გარანტია 6 თვე) — ჩეკი CP-000009, 464 ₾. ერთი Brembo-ს დისკი მოიღუნა.

  1. კლიენტისგან დაბრუნება: „გაყიდვები“ → CP-000009 → „დაბრუნება“ → დატოვეთ მხოლოდ ხაზი 130,00 ₾, რაოდენობა 1 → „დაბრუნება · 130,00 ₾“. ჩეკი ნისიით იყო — კომპანიის ვალი 130 ₾-ით შემცირდა, დისკი მარაგში დაბრუნდა.
  2. დისკი მომწოდებელს: „საწყობის დოკუმენტები“ → „მომწოდებელს დაბრუნება“ → მომწოდებელი „შპს „სანიმუშო ფილტრები““, ანგარიშსწორება „სანაცვლო საქონელს მოგვცემს“, პოზიცია — Brembo-ს დისკი, 1 ც (თვითღირებულება 66,10 ₾), შენიშვნა „საგარანტიო: დისკი მოიღუნა — CP-000009“ → „შექმნა“ → „გატარება“. დისკი მარაგიდან გავიდა.
  3. ახალი დისკი კლიენტს: როცა მომწოდებელი სანაცვლოს მოიტანს, მიიღეთ ის „მარაგში“, შემდეგ კლიენტს სალაროდან ჩვეულებრივად მიჰყიდეთ (ან, თუ კლიენტს დისკი მაშინვე შეუცვალეთ მარაგიდან, — ახალი გაყიდვა იმავე წამს).
მომწოდებელს დაბრუნება: Brembo-ს დისკი 1 ც, „სანაცვლო საქონელს მოგვცემს“, საგარანტიო შენიშვნა
მომწოდებელს დაბრუნება: Brembo-ს დისკი 1 ც, „სანაცვლო საქონელს მოგვცემს“, საგარანტიო შენიშვნა

შენიშვნა: პროგრამაში ცალკე „საგარანტიო მოთხოვნა“ (სტატუსით, ვადით, მომწოდებლის პასუხით) არ არის, და არც გარანტიის ვადის ავტომატური შემოწმება. გარანტიის ვადა ჩეკზე იბეჭდება („გარანტია 6 თვე“) და ჩეკის თარიღით მოწმდება. დაბრუნებული დეფექტური ნაწილი მარაგში ჩვეულებრივ ნაწილად ბრუნდება — ის მაშინვე „მომწოდებელს დაბრუნებით“ ან „ჩამოწერით“ („დაზიანებული“) ამოიღეთ, რომ შემთხვევით არ გაიყიდოს.

გაცვლა (სხვა ნაწილი)

ნაწილი არ მოერგო და კლიენტს სხვა სჭირდება: დააბრუნეთ ჩეკიდან ის ხაზი, შემდეგ სალაროში გაყიდეთ სწორი ნაწილი. ნაღდით ორივე ოპერაცია სალაროს დღეში სხვაობით აისახება.

ჩეკის შენიშვნა

ჩარჩოში ჩეკზე იბეჭდება მაღაზიის წესი („ნაწილის დაბრუნება ან გაცვლა — ჩეკით და დაუზიანებელი შეფუთვით. გარანტია ვრცელდება ჩეკზე მითითებულ ბრენდსა და ნომერზე.“). ტექსტი იცვლება „ავტონაწილების პარამეტრებში“ (თავი პარამეტრები და გარე კატალოგები).

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.