ბექაპი და აღდგენა: ავტომატური ასლები, ფაილი, აღდგენა და განულება
მონაცემების დაცვა Activi Auto-ში: ყოველდღიური ავტომატური ასლები და მათგან აღდგენა, ხელით ასლი, JSON სარეზერვო ფაილი, დაშიფრული ასლი სერვერზე, ბაზის სრული განულება და კომპიუტერის შეცვლა.
ყველაფერი ამ თავში არის „პარამეტრები“ → „მონაცემები“ (ადმინისტრატორი; ქსელში — მთავარ კომპიუტერზე).
ავტომატური ბექაფი
პროგრამა ყოველდღე (და ჩართვისას) ქმნის ბაზის სრულ ასლს იმავე კომპიუტერზე — %APPDATA%\CloudPos\data-cloudauto\backups. ინახება ბოლო 14 დღიური ასლი.
ბარათი „ავტომატური ბექაფი“: „ბოლო ბექაფი“, „შენახული ასლები“, „ბექაფის შექმნა ახლა“ (მაგ. დიდი ფასების სიის იმპორტის წინ), ასლების სია სახეობით — „დღიური“, „ხელით“, „აღდგენამდე“, „გასუფთავებამდე“ — და ღილაკი „აღდგენა“.

აღდგენა ავტომატური ასლიდან
- დარწმუნდით, რომ სხვა სალაროებზე არავინ მუშაობს.
- სასურველ ასლთან — „აღდგენა“ → დაადასტურეთ („მიმდინარე ბაზის ასლი ჯერ შეინახება…“).
- „ბაზა აღდგა ასლიდან … — შედით ხელახლა“.
ასლის შემდეგ გაკეთებული გაყიდვები, მიღებები და ფასების სიები აღდგენისას ქრება (აღდგენამდე მდგომარეობა „აღდგენამდე“ ასლად რჩება) — აღდგენა ბოლო საშუალებაა.
ყურადღება: ავტომატური ასლები იმავე კომპიუტერზეა. დისკის გაფუჭებისას ისინიც დაიკარგება — პერიოდულად ჩამოტვირთეთ სარეზერვო ფაილი და შეინახეთ სხვაგან.
სარეზერვო ფაილი
ბარათი „მონაცემები“:
- „სარეზერვო ასლი“ → „ჩამოტვირთვა“ —
cloudpos-backup_თარიღი.json: ნაწილები, ჩეკები, თანამშრომლები, საწყობი, ბუღალტერია. ფაილში არ შედის ლიცენზია, RS.ge-ს სერვის-იუზერი და ტერმინალების პარამეტრები. - „აღდგენა“ → „ფაილის ატვირთვა“ — ყველა მიმდინარე მონაცემი ფაილით ჩანაცვლდება (მიმდინარე ბაზის ასლი ჯერ ინახება).
- „თემა“ — ღია / მუქი.

შენიშვნა: სარეზერვო ფაილში შედის Activi Auto-ს საკუთარი მონაცემებიც: კლიენტების მანქანები, მარკები, მოდელები და ძრავები, OEM და კროს-ნომრები, „ერგება“, სერვის-ბარათები, მომწოდებლების შეთავაზებები, შეკვეთები მომწოდებელთან, ჩეკების მანქანები და VIN-ის შენახული პასუხები.
დაშიფრული ასლი Activi-ის სერვერზე
ლიცენზიის მიბმის შემდეგ პროგრამა დღეში ერთხელ აგზავნის ამ კომპიუტერზევე დაშიფრულ ასლს Activi-ის სერვერზე (ბოლო 14). ეს გადაგარჩენთ, თუ კომპიუტერი გაფუჭდა ან მოიპარეს; აღდგენისთვის დაგვიკავშირდით.
ბაზის სრული განულება
ბარათი „ბაზის სრული განულება“ შლის ყველაფერს (გაყიდვები, ნაწილები, მარაგი, ბუღალტერია, თანამშრომლები); რჩება ლიცენზია და პრინტერის პარამეტრები. „განულება“ → (სურვილისამებრ „მაღაზიის პარამეტრები დარჩეს…“) → ეკრანზე ნაჩვენები ციფრები → „სამუდამოდ წაშლა“. განულებამდე ასლი ინახება („გასუფთავებამდე“). ავტომობილების ბაზა და კატეგორიები განულების შემდეგ თავიდან ჩნდება.

რჩევა: დემოთი ვარჯიშისთვის განულება საჭირო არ არის — დემო ცალკე ბაზაა; სამუშაოდ შექმენით ახალი ბაზა (თავი ქსელი და ბაზები).
კომპიუტერის შეცვლა
- ძველ კომპიუტერზე ტრეიდან „სრულად გამორთვა“ და დააკოპირეთ საქაღალდე
%APPDATA%\CloudPos\data-cloudauto(ან ჩამოტვირთეთ სარეზერვო ფაილი). - ახალზე დააყენეთ Activi Auto; დაამატეთ საქაღალდე („ბაზები“ → „არსებული ბაზის დამატება“) ან აღადგინეთ ფაილი („მონაცემები“ → „აღდგენა“).
- ლიცენზია: ძველზე „ლიცენზიის გათავისუფლება ამ კომპიუტერიდან“, ახალზე — იგივე კოდი (თავი ლიცენზია).
- სხვა სალაროებზე და ტაბლეტებზე შეცვალეთ მთავარი კომპიუტერის მისამართი.
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.