Activi
Activi Auto · თავი 24

ლიცენზია: საცდელი პერიოდი, გააქტიურება, მოდულები და სამუშაო ადგილები

Activi Auto-ს ლიცენზია: 30-დღიანი საცდელი პერიოდი, ლიცენზიის კოდის მიბმა, მოდულები „ავტონაწილები“ და „ბუღალტერია“, სამუშაო ადგილები, ინტერნეტის გარეშე მუშაობა, ვადის გასვლა და კომპიუტერის შეცვლა.

Activi Auto ლიცენზიით მუშაობს, რომელიც კონკრეტულ კომპიუტერზეა მიბმული (ქსელში — მთავარ კომპიუტერზე, სადაც ბაზაა).

საცდელი პერიოდი

ახალი ბაზის შექმნიდან 30 დღე პროგრამა სრულად მუშაობს ლიცენზიის გარეშე — ყველა შესაძლებლობით (ბუღალტერიის ჩათვლით), კომპიუტერების შეზღუდვის გარეშე. დარჩენილი დღეები ჩანს გვერდის თავში („საცდელი პერიოდი — დარჩა 30 დღე. გაააქტიურეთ ლიცენზია.“) და შესვლის ფანჯარაში.

ლიცენზიის კოდის მიბმა

  1. „პარამეტრები“ → „ლიცენზია“.
  2. ბარათში „ლიცენზია და კლიენტის მიბმა“ → „ლიცენზიის კოდი“ (XXXXX-XXXXX-XXXXX-XXXXX).
  3. „მიბმა და გააქტიურება“ (ინტერნეტი სჭირდება).
ლიცენზია და კლიენტის მიბმა: საცდელი პერიოდი, ჩართული მოდულები, კომპიუტერის ID, კოდის ველი
ლიცენზია და კლიენტის მიბმა: საცდელი პერიოდი, ჩართული მოდულები, კომპიუტერის ID, კოდის ველი

მიბმის შემდეგ ჩანს: „კლიენტი“, „ს/კ“, „პაკეტი“, „ვადა“, „სამუშაო ადგილები“, „ბოლო გადამოწმება“, „ჩართული მოდულები“, „ამ კომპიუტერის ID“; ღილაკები „გადამოწმება“, „კოდის შეცვლა“, „ლიცენზიის გათავისუფლება ამ კომპიუტერიდან“.

შენიშვნა: 2.38-ში ხაზი „ჩართული მოდულები“ Activi Auto-ში ავტონაწილების ნაცვლად „მაღაზიას“ წერს („მაღაზია · ბუღალტერია“). ეს მხოლოდ წარწერაა.

მოდულები

  • „ავტონაწილები“ (autoparts) — აუცილებელია Activi Auto-სთვის. თუ ლიცენზიაში არ არის, ავტონაწილების გვერდები ამბობს „Activi Auto თქვენს ლიცენზიაში არ შედის“.
  • „ბუღალტერია“ — თუ არ შედის, მენიუში ბუღალტერიის ჯგუფი და RS.ge-ს ზედნადებების ღილაკები არ ჩანს.

საიტზე აღწერილი პაკეტები (Start, Pro, Enterprise) სალაროების რაოდენობით და მომსახურებით განსხვავდება; პროგრამა გვერდებს მხოლოდ ამ ორი მოდულით რთავს — ფასების სიის იმპორტი და შეკვეთა მომწოდებელთან „ავტონაწილების“ მოდულის ნაწილია. გარე კატალოგების (TecDoc, Laximo, Vincario, OATS, HaynesPro) საფასური პირდაპირ მათ ეკუთვნის.

სამუშაო ადგილები

ადგილს იკავებს ყოველი მოწყობილობა, რომლითაც თანამშრომელი შედის — სალარო, ტაბლეტი, მენეჯერის კომპიუტერი. ადგილი თავისუფლდება 30 დღის უმოქმედობის შემდეგ ან „მოხსნით“ (თავი ქსელი და ბაზები).

ინტერნეტის გარეშე

პროგრამა ლიცენზიას ამოწმებს ჩართვისას და ყოველ 6 საათში. ინტერნეტის გარეშე მუშაობს იმდენ დღეს, რამდენსაც ლიცენზია უშვებს (ნაგულისხმევად 7 დღე); 3 დღით ადრე ჩნდება გაფრთხილება, ვადის მოახლოებისას (7 დღით ადრე) — „ლიცენზიის ვადა იწურება N დღეში“.

როცა ლიცენზია არ მოქმედებს

საცდელი პერიოდის ან ვადის გასვლისას, შეჩერებისას ან ოფლაინ ვადის ამოწურვისას პროგრამა იბლოკება. ადმინისტრატორი იქვე წერს კოდს („ლიცენზიის მიბმა“); სხვები ხედავენ „მიმართეთ ადმინისტრატორს ან დაუკავშირდით მხარდაჭერას“. მონაცემები არ იშლება.

კომპიუტერის შეცვლა

ძველ კომპიუტერზე (ინტერნეტით) — „ლიცენზიის გათავისუფლება ამ კომპიუტერიდან“, ახალზე — იგივე კოდი. ძველი თუ აღარ მუშაობს — დაგვიკავშირდით.

შეტყობინებარა ვქნათ
„ლიცენზიის სერვერთან კავშირი ვერ დამყარდა“შეამოწმეთ ინტერნეტი
„ლიცენზია სხვა მოწყობილობისთვის გაიცა“გაათავისუფლეთ ძველ კომპიუტერზე
„Activi Auto თქვენს ლიცენზიაში არ შედის“ლიცენზიას ავტონაწილების მოდული არ აქვს
„ამ კომპიუტერისთვის ადგილი არ არის“სამუშაო ადგილები შევსებულია

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.