Activi
Activi Auto · თავი 28

ხშირი კითხვები და პრობლემების მოგვარება

Activi Auto — პრობლემების მოგვარება: ნაწილი მოიძებნა, მაგრამ არ ემატება; ანალოგი არ ჩანს; VIN მოდელს არ აჩვენებს; „ერგება“ ცარიელია; ნაკრებში ზეთი არ ჩადგა; ფასების სიამ მარაგი არ შეცვალა; ხელობის ხაზი და სამუშაო ბარათი; დაბრუნება; ლიცენზია და სხვა.

თუ პრობლემა აქ აღწერილი არ არის, გამოიყენეთ ღილაკი „დახმარება“ (თავი დახმარება და Activi Remote).

ძიება და ანალოგები

ნაწილი მოიძებნა, მაგრამ „+“ არ ჩანს — სატვირთოს ღილაკია

ნაწილი მარაგში არ არის (წითელი „არ არის“). სალარო მხოლოდ მარაგში არსებულს ყიდის. თუ ანალოგი მარაგშია, ის ქვემოთ „+“-ით ჩანს; თუ არა — სატვირთოს ღილაკით დაამატეთ „შეკვეთაში მომწოდებელთან“. თუ ნაწილი ფიზიკურად თაროზეა, ჯერ მიიღეთ ის „მარაგში“ (თავი საწყობი).

ორი ფილტრი ერთმანეთის ანალოგია, მაგრამ ჯგუფში არ ჩანს

ანალოგად ითვლება მხოლოდ ნაწილი, რომელსაც საერთო ნომერი აქვს (საკუთარი, OEM ან კროს; 4 სიმბოლოდან). ერთ-ერთის ბარათზე ჩაწერეთ მეორის ნომერი OEM-ად ან კროს-ნომრად (თავი ნაწილები და კოდები).

ნომრით ძიება ვერაფერს პოულობს

სცადეთ ნომრის დასაწყისი (4 სიმბოლო), გამოტოვებები და ტირეები მნიშვნელობას არ აქვს. შეამოწმეთ, რომ ნომერი ბარათზე ჩაწერილია „ნაწილის ნომერში“, OEM-ში ან კროს-ნომრებში — დასახელებაში ჩაწერილი ნომერი ნომრად არ იძებნება (მხოლოდ სიტყვად).

„ხუნდები პრიუსი“ ვერაფერს პოულობს

დასახელებით ძიება მანქანის სახელს არ ეძებს. აირჩიეთ მანქანა (F4) და ჩაწერეთ „ხუნდები“ — ან გახსენით „ერგება მანქანას“ (თავი ძიება).

მანქანა და VIN

VIN იშიფრება, მაგრამ მოდელი და ძრავი არ ჩანს

ოფლაინ VIN-იდან მხოლოდ მწარმოებელი, ქვეყანა და წელი იცნობა; მოდელს და ძრავს ირჩევთ ხელით. ონლაინ NHTSA ზუსტია ძირითადად ამერიკული ბაზრის მანქანებზე; ევროპული და აზიური მანქანებისთვის საჭიროა Vincario-ს ანგარიში (თავი პარამეტრები და გარე კატალოგები).

„საკონტროლო ციფრი არ ემთხვევა … — გადაამოწმეთ VIN“

ამერიკული ბაზრის VIN-ზე მე-9 სიმბოლო სავალდებულო საკონტროლოა — VIN, დიდი ალბათობით, არასწორადაა გადაწერილი (ხშირი შეცდომა: O/0, I/1; VIN-ში I, O, Q არ გვხვდება). ევროპულ/აზიურ VIN-ზე იგივე მხოლოდ გაფრთხილებაა.

VIN-ით არჩეული მანქანა „კლიენტების მანქანებში“ არ გამოჩნდა

მანქანა კლიენტზე ინახება მხოლოდ მაშინ, თუ VIN-ის ფანჯრის გახსნამდე მომხმარებელი იყო არჩეული და ჩაწერეთ სახელმწიფო ნომერი ან გარბენი. სხვა შემთხვევაში დაამატეთ „მანქანები“ → „ახალი მანქანა“.

როგორ შევცვალო მანქანის მფლობელი?

შენახულ მანქანაზე კლიენტი არ იცვლება. წაშალეთ მანქანა („ჩეკები შენარჩუნდება“) და ახალ მფლობელზე ხელახლა დაამატეთ.

სად ვნახო ამ მანქანაზე ნაყიდი ყველაფერი?

ცალკე მანქანის ისტორია არ არის. გახსენით „მომხმარებლები“ → კლიენტი → „ყიდვები“ — ეს ჩეკებია, რომლებზეც კლიენტი იყო არჩეული; ჩეკზე მანქანა და გარბენი ჩანს.

„ერგება“ და სერვის-ბარათი

„ერგება მანქანას“ ცარიელია

„ამ მანქანისთვის ნაწილი ჯერ არ არის მიბმული“ — „ერგება“-ს სია ნაწილის ბარათზე თქვენ ავსებთ (ძრავის კოდით ან მოდელით). ფასების სია ამ სიას არ ავსებს (თავი რა ერგება მანქანას).

ნაწილზე წერია „შეამოწმეთ ძრავი“

მანქანა მოდელამდეა არჩეული, ნაწილი კი კონკრეტულ ძრავზეა მიბმული. აირჩიეთ ძრავი („ძრავის არჩევა“).

ზეთის შეცვლის ნაკრებში ზეთი არ ჩადგა

ნაკრები მხოლოდ მარაგში არსებული ზეთიდან იკრიფება. შეამოწმეთ: ძრავის ბარათზე ჩაწერილია მოცულობა; ზეთის ბარათზე — „სპეციფიკაცია“ (0W-20) და „მოცულობა (ლ)“; ბიდონები საკმარისია მთელი მოცულობისთვის.

სერვის-ბარათი ცარიელია ან არასწორია

„მანქანები“ → „მარკები და მოდელები“ → ძრავი → შეავსეთ ან შეასწორეთ. ბარათი საორიენტაციოა — ყოველთვის გადაამოწმეთ მწარმოებლის მითითებით.

ფასების სია და მარაგი

ფასების სია შემოვიტანე, მარაგი კი არ შეიცვალა

ასეც უნდა იყოს: ფასების სია მომწოდებლის შეთავაზებაა (მისი ფასი და ნაშთი), არა მიწოდება. საქონელი მარაგში შედის „მარაგი“ → „საქონლის მიღება“-თ, Excel-ის სიით მიღებით ან RS.ge-ს ზედნადებით.

ფასების სიაში ნომრის სვეტი არ იცნო

„2. სვეტები“-ში ხელით აირჩიეთ სწორი სვეტი. ფაილში სათაურების სტრიქონი უნდა იყოს (ბრენდი, ნომერი, დასახელება, ფასი…); ჯერ არაფერი იწერება, სანამ „გამოყენებას“ არ დააჭერთ.

იმპორტის შემდეგ ახალი ნაწილები სხვა კატეგორიაში აღმოჩნდა

„ახალი ნაწილების კატეგორია“ ერთია მთელი ფაილისთვის. შეცვალეთ კატეგორია ბარათზე, ან სხვადასხვა ტიპის ნაწილი ცალ-ცალკე ფაილით შემოიტანეთ.

„შეკვეთა მომწოდებელთან“-ში „მოვიდა“ დავაჭირე — მარაგში არ გაჩნდა

სტატუსი მხოლოდ შეხსენებაა. მიიღეთ ნაწილი „მარაგში“ (თავი შეკვეთა მომწოდებელთან).

მომწოდებელს დაბრუნების ფორმაში „შექმნა“ არაფერს აკეთებს

ველში „თვითღირ.“ 4 ათწილადია (მაგ. 66,1025) და ბრაუზერი მას არ იღებს. ჩაწერეთ 2 ათწილადით (66,10) და ისევ „შექმნა“.

სერვისი და ხელობა

როგორ დავამატო ჩეკზე ხელობა („ზეთის შეცვლა — 20 ₾“)?

Activi Auto-ს სალარო ხელობის / მომსახურების ხაზს არ იღებს — მხოლოდ კატალოგის ნაწილებს, რომლებიც მარაგშია. ხელობა პროგრამის გარეთ აღრიცხეთ; კომპანიისთვის დოკუმენტი შეგიძლიათ „ინვოისებში“ გამოწეროთ, მაგრამ ინვოისი სალაროში, ანგარიშებსა და ბუღალტერიაში არ შედის (თავი მაგალითი).

არის სამუშაო ბარათი (work order), ხელოსნები და მათი ანაზღაურება?

არა. Activi Auto ავტონაწილების მაღაზიისა და სერვის-ცენტრის საწყობის პროგრამაა: მანქანა, ნაწილები, სერვის-ბარათი, ჩეკი. სამუშაო ბარათი, ხელოსნების გამომუშავება, სერვისის სტატუსები და შეხსენებები პროგრამაში არ არის.

დაბრუნება და ფული

დაბრუნებისას ჩეკზე ორი ერთნაირი ხაზია — რომელი ავირჩიო?

დაბრუნების ფანჯარაში ხაზები მხოლოდ დასახელებით ჩანს. გაარჩიეთ ფასით ან უკან მოჩანს ჩეკის ასლი ბრენდითა და ნომრით (თავი დაბრუნება და გარანტია).

დაბრუნებული დეფექტური ნაწილი ისევ „მარაგშია“

დაბრუნება ნაწილს მარაგში აბრუნებს. დეფექტური ნაწილი ამოიღეთ „მომწოდებელს დაბრუნებით“ ან „ჩამოწერით“ („დაზიანებული“).

„ნაწილების ანალიზი“ და „ანგარიშები“ სხვადასხვა შემოსავალს აჩვენებს

„ნაწილების ანალიზი“ ნაწილობრივ დაბრუნებულ ჩეკებს არ აკლებს. ზუსტი შემოსავლისთვის — „ანგარიშები“ (თავი ანგარიშები).

კომპანიამ ვალი ბანკით გადაიხადა, დღის დახურვაზე კი ნაღდი „აკლია“

ვალის გადახდა პროგრამაში ყოველთვის ნაღდად ითვლება. ასეთ დღეს დახურვისას სხვაობა იქნება — ჩაწერეთ შენიშვნაში „ვალი ბანკით: … ₾“ (თავი კლიენტები და მომწოდებლები).

გამყიდველი მომწოდებლის ფასს ხედავს

მომწოდებლის ფასი (ფასების სიიდან) შეკვეთის ფანჯარაში და „მომწ. N“-ის მინიშნებაში ყველას ჩანს, უფლების „თვითღირებულება და მოგება“ მიუხედავად — 2.38-ში ამის დამალვის პარამეტრი არ არის.

მაღაზია, ქსელი, ლიცენზია

ორ მაღაზიას ცალკე ნაშთი სჭირდება

ერთ ბაზაში ერთი საწყობია. ცალკე ნაშთისთვის თითო მაღაზიას ცალკე ბაზა სჭირდება (თავი ქსელი და ბაზები).

TecDoc-ის გასაღები შევიყვანე, სალაროში კი არაფერი შეიცვალა

2.38-ში TecDoc-ისთვის მხოლოდ ანგარიშის შენახვა და „კავშირის შემოწმებაა“; TecDoc-ში ძიების ეკრანი პროგრამაში ჯერ არ არის. Laximo ჩართვის შემდეგ სალაროში ჩნდება „ორიგინალი კატალოგი“.

„Activi Auto თქვენს ლიცენზიაში არ შედის“

ლიცენზიას მოდული „ავტონაწილები“ არ აქვს — დაუკავშირდით Activi-ს (თავი ლიცენზია).

ქართულ კლავიატურაზე ავკრიფე ნომერი

პროგრამა ქართულ განლაგებაზე აკრეფილ ნომერს ლათინურად თარგმნის — ძიება მაინც იმუშავებს. პაროლი და მომხმარებლის სახელი კი ლათინურად უნდა აიკრიფოს.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.