მომწოდებლის ფასების სიის იმპორტი (Excel / CSV) და ნამატი
მომწოდებლის ფასების სია Activi Auto-ში: Excel ან CSV, სვეტების ამოცნობა ქართული, ინგლისური და რუსული სათაურებით, შესყიდვის ან გასაყიდი ფასი, ნამატი, ახალი ნაწილები, OEM ნომრები, მომწოდებლის ფასი და ნაშთი, წინასწარი ნახვა და გამოყენება.
გვერდი „ფასების სიის იმპორტი“ („მომწოდებლის Excel / CSV: ახალი ნაწილები, ფასები, მარაგი მომწოდებელთან, OEM ნომრები“; ადმინისტრატორი და მენეჯერი) მომწოდებლის პრაისს პროგრამაში ტვირთავს.
ყურადღება: ფასების სია მიწოდება არ არის. ის ქმნის ახალ ბარათებს (მარაგით 0), ამატებს OEM ნომრებს და ინახავს მომწოდებლის შეთავაზებას (მისი ფასი და მისი ნაშთი). თქვენს მარაგსა და თვითღირებულებას არ ცვლის — საქონელი მარაგში შედის მიღებით ან RS.ge-ს ზედნადებით (თავი საწყობი). გასაყიდ ფასს ცვლის მხოლოდ მაშინ, თუ ამას მოითხოვთ.
ფაილი
.xlsx(პირველი ფურცელი) ან.csv/.txt(გამყოფი;, მძიმე ან ტაბი).- ფაილის თავში სათაური (მაგ. „ფასების სია 03.10.2026“) შეიძლება იყოს — სვეტების სათაურად ითვლება პირველი სტრიქონი, რომელშიც ორი ცნობილი სვეტი მაინც არის.
- სვეტები სათაურით იცნობა:
| სვეტი | იცნობს სათაურს (მაგალითები) | სავალდებულო |
|---|---|---|
| ბრენდი | ბრენდი, მწარმოებელი, Brand, Make, Производитель, Бренд | — |
| ნომერი | ნომერი, კოდი, Article, Number, Code, Part, SKU, Артикул | ✓ |
| დასახელება | დასახელება, Name, Description, Наименование | ახალი ნაწილისთვის |
| ფასი | ფასი, Price, Цена | ✓ |
| რაოდენობა | რაოდენობა, მარაგი, Qty, Stock, Остаток, Наличие | — |
| OEM | OEM, Оригинал, Cross | — |
რაოდენობაში >5 ან + მიიღება („მეტია“): >5 → 5, მხოლოდ > ან + → 10. OEM სვეტში რამდენიმე ნომერი იწერება მძიმით ან ;-ით.
იმპორტი ნაბიჯ-ნაბიჯ
- „1. ფაილი და პირობები“ → „აირჩიეთ ფაილი“. ჩანს ფაილის სახელი და სტრიქონების რაოდენობა.
- „მომწოდებელი“ — სავალდებულოა (სიიდან ან ახალი). ვისი ფასებია — მისი შეთავაზებად შეინახება; ახალი მომწოდებელი „მომწოდებლებში“ თავისით გაჩნდება.
- „ფასი ფაილში“: „შესყიდვის“ (ნაგულისხმევი) ან „გასაყიდი“.
- „ნამატი %“ — ახალი ნაწილის გასაყიდი ფასი = შესყიდვის × (1 + ნამატი). ცარიელი ველი = ნაგულისხმევი ნამატი „ავტონაწილების პარამეტრებიდან“ (35%). თუ ფაილში გასაყიდი ფასია, შესყიდვის ფასი ნამატით უკუ ითვლება.
- „ახალი ნაწილების კატეგორია“ — ერთი კატეგორია ფაილის ყველა ახალ ნაწილზე (ან „— კატეგორიის გარეშე —“).
- „არსებული ნაწილების გასაყიდი ფასიც განახლდეს“ — მონიშნეთ, თუ გინდათ, რომ არსებულ ბარათებს ფასი ფაილით (და ნამატით) შეეცვალოს.
- „2. სვეტები“ — შეამოწმეთ, რომელი სვეტი რას შეესაბამება (A: Brand, B: Article…), საჭიროებისას შეცვალეთ; ქვემოთ ჩანს პირველი 6 სტრიქონი. „ჯერ არაფერი იწერება“.
- „წინასწარი ნახვა“.

წინასწარი ნახვა
ზემოთ ოთხი ფილაა — „ახალი“, „შეცვლილი“, „უცვლელი“, „შეცდომა“ (დაჭერით სია იფილტრება) — და ღილაკი „გამოყენება (N)“. თითო სტრიქონზე: სტატუსი, ბრენდი/ნომერი, დასახელება (ახალ OEM-ით), ფასი (ახალზე — „გასაყიდი …“), მომწოდებლის ნაშთი და ცვლილება: „მომწოდებლის ფასი: 16,90 → 17,40“, „მომწოდებლის მარაგი“, „გასაყიდი ფასი“, „ახალი OEM“, „ბრენდი“, ან „ახალი ბარათი“.

სანიმუშო ფაილში:
| სტრიქონი | რა მოხდა |
|---|---|
| Toyota 04152-YZZA6 · 17,40 · 35 | შეცვლილი — მომწოდებლის ფასი 16,90 → 17,40, ნაშთი 40 → 35 |
| Toyota 48520-47050 · 182,00 · 2 | უცვლელი — იგივე ფასი და ნაშთი |
| Toyota 04465-47070 · 84,00 · OEM 04465-12592 | შეცვლილი — „ახალი OEM: 04465-12592“ |
| Toyota 90915-YZZE1 · 13,10 · 15 | ახალი — ბარათი, გასაყიდი 17,69 ₾ (13,10 × 1,35) |
| Toyota 17801-0T020 · 21,50 · 6 | ახალი — გასაყიდი 29,03 ₾ |
| Toyota 43512-47040 · ფასი ცარიელი | შეცდომა — „ფასი არასწორია“ |
| Toyota 28800-21050 · 298,00 · >5 | შეცვლილი — ფასი 300,00 → 298,00, ნაშთი 2 → 5 |
შეცდომები: „ნომერი ცარიელია ან ძალიან მოკლე“, „ფასი არასწორია“, „იგივე ნაწილი უკვე არის სტრიქონზე N“, „ახალ ნაწილს დასახელება სჭირდება“. შეცდომიანი სტრიქონი უბრალოდ გამოტოვდება — დანარჩენი მაინც ჩაიწერება.
ბოლოს დააჭირეთ „გამოყენება (5)“ — „ფასების სია შემოტანილია · 2 ახალი ნაწილი · 3 განახლებული · 1 უცვლელი · 1 შეცდომით გამოტოვდა“.

როგორ პოულობს არსებულ ნაწილს
ნომრით (გამოტოვებებისა და ტირეების გარეშე), ბრენდის გათვალისწინებით: თუ ფაილში ბრენდი წერია, ჯერ იმავე ბრენდის ბარათს ეძებს. ერთ ფაილში 20 000 სტრიქონამდეა შესაძლებელი; ეკრანზე ჩანს პირველი 500.
სად ჩანს შედეგი
- სალაროში — მარაგში არარსებულ ნაწილზე „მომწ. N“ (თავი სალარო);
- ნაწილის ბარათზე — „მომწოდებლები“: ფასი, ნაშთი, თარიღი;
- შეკვეთის ფანჯარაში — მომწოდებლების ღილაკები ფასით, ყველაზე იაფი ჯერ (თავი შეკვეთა მომწოდებელთან).
შენიშვნა: „ახალი ნაწილების კატეგორია“ ერთია მთელი ფაილისთვის — სხვადასხვა ტიპის ნაწილები (ფილტრი, ხუნდი) ან ცალ-ცალკე ფაილებით შემოიტანეთ, ან იმპორტის შემდეგ კატეგორია ბარათზე შეცვალეთ. ფაილიდან შექმნილ ბარათზე თვითღირებულება ფაილის ფასია ისე, როგორც წერია (დღგ არ გამოიყოფა) — პირველი მიღების შემდეგ ის მიღების ღირებულებით ჩანაცვლდება. ფასების სია „ერგება“-ს არ ავსებს.
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.