Activi
Activi Rest · თავი 9

საწყობი: ინგრედიენტების მიღება, ინვენტარიზაცია, ჩამოწერა, მომწოდებლები და ხარჯები

ინგრედიენტების აღრიცხვა Activi Rest-ში: როგორ შედის მიწოდება საწყობში (ინგრედიენტის ბარათი, RS.ge-ს ზედნადები), ინვენტარიზაცია, ჩამოწერა, მომწოდებლისთვის დაბრუნება, მომწოდებლები და ვალები, საოპერაციო ხარჯები.

რესტორანში საწყობის აღრიცხვა ინგრედიენტებს ეხება: რეცეპტიანი კერძის ყოველი გადახდა მათ ჩამოწერს (თავი რეცეპტები და ინგრედიენტები), მიწოდება კი ნაშთს ზრდის. საწყობთან დაკავშირებული გვერდები (ადმინისტრატორი და მენეჯერი):

  • „მენიუ“ — ინგრედიენტების ბარათები ნაშთით და თვითღირებულებით;
  • „საწყობის დოკუმენტები“ — ინვენტარიზაცია, ჩამოწერა, მომწოდებლისთვის დაბრუნება;
  • „მომწოდებლები“ — ვისგან რა შემოგვაქვს და ვისთან რა ვალი გვაქვს;
  • „ხარჯები“ — იჯარა, კომუნალური, ხელფასი და სხვა საოპერაციო ხარჯები.

პროგრამაში ერთი საწყობია.

მიწოდება: როგორ შედის ინგრედიენტი საწყობში

Activi Rest-ში ცალკე გვერდი „მარაგი“ (საქონლის მიღების ფორმით და Excel-ით მიღებით) არ არის — ის Activi POS-შია. რესტორანში მიწოდება ორი გზით შედის:

1. ინგრედიენტის ბარათით

  1. „მენიუ“ → მოძებნეთ ინგრედიენტი (მაგ. „სულგუნი“) → ფანქარი.
  2. „მარაგი“ — ჩაწერეთ ახალი ნაშთი: არსებული + მოტანილი (11 + 10 = 21 კგ).
  3. „თვითღირებულება (₾)“ — ჩაწერეთ ახალი საშუალო ფასი დღგ-ს გარეშე: (ნაშთი × ძველი ფასი + მოტანილი × ახალი ფასი) ÷ ახალი ნაშთი. მაგალითი: (11 × 15,00 + 10 × 16,00) ÷ 21 ≈ 15,48 ₾.
  4. „შენახვა“.

ნაშთის ცვლილებას პროგრამა ბუღალტერიაში მარაგის კორექციად თავისით ატარებს, ხოლო ახალი თვითღირებულება მაშინვე აისახება ყველა რეცეპტზე, რომელშიც ეს ინგრედიენტია. სურათი — თავში რეცეპტები და ინგრედიენტები (ნაბიჯი 7).

ყურადღება: ამ გზით არ იწერება მომწოდებელი და მისი ვალი, მიწოდების თარიღი და დღგ — ბარათზე მხოლოდ ნაშთი და ფასი იცვლება. მომწოდებლისთვის გადახდილი ფული სალაროდან, თუ ნაღდით გადაიხადეთ, გაატარეთ „სალაროს დახურვა“ → „ნაღდის გატანა“-თი.

2. RS.ge-ს ზედნადებით

თუ მომწოდებელი ზედნადებს RS.ge-ზე გიწერთ, საქონელი ერთი ღილაკით შედის საწყობში — მომწოდებლითა და მისი ვალით. ამისთვის საჭიროა ბუღალტერიის მოდული (საცდელ პერიოდში ჩართულია; ლიცენზიით — თუ მოდული „ბუღალტერია“ მასშია) და RS.ge-ს სერვის-იუზერი („პარამეტრები“ → „ინტეგრაციები“ → „RS.ge — ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები“: „სერვის-იუზერი (su)“, „სერვისის პაროლი (sp)“, „კავშირის შემოწმება“).

  1. „გადასახადები და RS.ge“ (ბუღალტერიის ჯგუფში) → ჩანართი „RS.ge დოკუმენტები“.
  2. აირჩიეთ პერიოდი და დააჭირეთ „გადმოწერა RS.ge-დან“.
  3. გადადით „მიღებული“ ზედნადებებზე და გახსენით საჭირო.
  4. საჭიროებისას — „დადასტურება“ (აისახება RS.ge-ზე).
  5. „მარაგში შეტანა“ → „საქონელი დაემატება მარაგს (ახალი დასახელება შეიქმნება ავტომატურად) და გატარდება ბუღალტერიაში: Dr 1300 / Cr 2000.“
გადასახადები და RS.ge → RS.ge დოკუმენტები: ზედნადებები / ანგარიშ-ფაქტურები, გაცემული / მიღებული, „გადმოწერა RS.ge-დან“
გადასახადები და RS.ge → RS.ge დოკუმენტები: ზედნადებები / ანგარიშ-ფაქტურები, გაცემული / მიღებული, „გადმოწერა RS.ge-დან“

შეტანისას:

  • ზედნადების ყოველი სტრიქონი ემატება არსებულ ბარათს — შტრიხკოდით, ამ მომწოდებლის კოდით ან ზუსტი დასახელებით; თუ ვერ მოიძებნა, ახალი ბარათი იქმნება;
  • ნაშთი იზრდება, თვითღირებულება ხდება საშუალო შეწონილი (დღგ-ს გადამხდელისთვის — დღგ-ს გარეშე);
  • თანხა მომწოდებლის ვალში ჩაიწერება, მომწოდებელი „მომწოდებლებში“ ჩნდება;
  • ყველაფერი ბუღალტერიაში ტარდება.

ყურადღება: ზედნადებიდან შექმნილი ახალი ბარათი ჩვეულებრივი პროდუქტია (ფასით — თვითღირებულება + „ფასნამატი ახალ საქონელზე“ ან თვითღირებულება და ნიშანი „ფასი შესავსებია“) და მიმტანების შეკვეთის მენიუშიც ჩანს. თუ ეს ინგრედიენტია, გახსენით ბარათი, მონიშნეთ „საწყობის ინგრედიენტია…“, მიუთითეთ კატეგორია „ინგრედიენტები“ და შეინახეთ. ზედნადების დასახელება თქვენს ბარათს ზუსტად უნდა ემთხვეოდეს — სხვაგვარად ახალი ბარათი შეიქმნება (შეგიძლიათ თქვენი ინგრედიენტის სახელი შეცვალოთ მომწოდებლის დასახელებაზე).

საწყობის დოკუმენტები

გვერდზე „საწყობის დოკუმენტები“ („ინვენტარიზაცია, ჩამოწერა, მომწოდებელს დაბრუნება და ვადების კონტროლი“) იქმნება სამი სახის დოკუმენტი. თითოეული ჯერ „დრაფტია“ და ნაშთს მხოლოდ „გატარების“ შემდეგ ცვლის. გატარებული დოკუმენტი აღარ იცვლება; დრაფტის წაშლა შეიძლება უფლებით „ჩანაწერების წაშლა“. რეცეპტიანი კერძი დოკუმენტებში არ ჩანს — მას საკუთარი მარაგი არ აქვს; ითვლება და ჩამოიწერება მისი ინგრედიენტები.

საწყობის დოკუმენტები: ინვენტარიზაცია და ჩამოწერა
საწყობის დოკუმენტები: ინვენტარიზაცია და ჩამოწერა

ინვენტარიზაცია

  1. „ინვენტარიზაცია“ → „კატეგორია“ (მაგ. „ინგრედიენტები“; ცარიელი — მთელი საწყობი) → „შექმნა“.
  2. იხსნება სია: „სისტემაში“ (პროგრამის ნაშთი) და „დათვლილი“ (თავიდან იგივე რიცხვი).
  3. აწონეთ და დაითვალეთ; ჩაწერეთ ფაქტობრივი რაოდენობა სვეტში „დათვლილი“. „სხვაობა“ და „თანხა“ თავისით ითვლება, ქვემოთ — „სხვაობის ღირებულება“. დათვლა შეიძლება ნაწილ-ნაწილ — „შენახვა“.
  4. „გატარება“ → „ნაშთები გასწორდება დათვლილით და სხვაობა გატარდება ბუღალტერიაში.“
ინვენტარიზაცია, კატეგორია „ინგრედიენტები“: კარაქი −0,15 კგ, კვერცხი −3 ც, სხვაობის ღირებულება −3,90 ₾
ინვენტარიზაცია, კატეგორია „ინგრედიენტები“: კარაქი −0,15 კგ, კვერცხი −3 ც, სხვაობის ღირებულება −3,90 ₾

რჩევა: ინვენტარიზაცია ჩაატარეთ, როცა სამზარეულო არ მუშაობს და ღია მაგიდები არ არის: ინგრედიენტები გადახდისას ჩამოიწერება, ამიტომ ღია მაგიდების კერძები ჯერ ნაშთს არ აკლია. გატარებისას ნაშთი ზუსტად „დათვლილი“ ხდება.

ინვენტარიზაციით შეიძლება საწყისი ნაშთის შეყვანაც: შექმენით ინგრედიენტები (თვითღირებულებით), ჩაატარეთ ინვენტარიზაცია და ჩაწერეთ, რაც თაროზე დევს.

ჩამოწერა

გაფუჭებული, დაღვრილი, დამწვარი ან დაკარგული ინგრედიენტისთვის:

  1. „ჩამოწერა“ → „მიზეზი“: „ვადაგასული“, „დაზიანებული“, „დაკარგული“ ან „სხვა“.
  2. დაამატეთ პოზიციები: პროდუქტი, რაოდენობა (თვითღირებულება თავისით ივსება) — „პოზიციის დამატება“.
  3. დღგ-ს გადამხდელისთვის: „ჩათვლილი დღგ უკან გატარდეს (18%) — ჩვეულებრივ ასე ხდება ვადაგასულ საქონელზე“.
  4. სურვილისამებრ „შენიშვნა“.
  5. „შექმნა“, შემდეგ დოკუმენტში — „გატარება“.
ჩამოწერა: რძე 2 კგ, მიზეზი „დაზიანებული“
ჩამოწერა: რძე 2 კგ, მიზეზი „დაზიანებული“

მომწოდებელს დაბრუნება

ისევე, როგორც ჩამოწერა, ოღონდ მიუთითეთ „მომწოდებელი“ და „ანგარიშსწორება“: „მომწოდებელი ვალს ჩამოგვიწერს“, „ფულს გვიბრუნებს (სალარო)“, „ფულს გვიბრუნებს (ბანკი)“ ან „სანაცვლო საქონელს მოგვცემს“.

ვადები

ჩანართი „ვადები“ აჩვენებს მიწოდებებს, რომლებსაც ვადის გასვლის თარიღი აქვს. რესტორანში ის ჩვეულებრივ ცარიელია: ვადა ეთითება „მარაგის“ მიღების ფორმაში, რომელიც Activi Rest-ში არ არის.

მომწოდებლები

გვერდი „მომწოდებლები“ („ვისგან რა შემოგვაქვს და ვისთან რა ვალი გვაქვს“). მომწოდებელი აქ თავისით ჩნდება RS.ge-ს ზედნადების შეტანისას; ხელით — „ახალი მომწოდებელი“ (დასახელება, ს/ნ, ტელეფონი, საკონტაქტო პირი, ელ. ფოსტა, IBAN, მისამართი, შენიშვნა).

მომწოდებლები: სულ გვმართებს, 30 დღეზე ძველი ვალი, ამ თვეში მივიღეთ
მომწოდებლები: სულ გვმართებს, 30 დღეზე ძველი ვალი, ამ თვეში მივიღეთ
  • მაჩვენებლები: „სულ გვმართებს“, „30 დღეზე ძველი ვალი“, „ამ თვეში მივიღეთ“, „მომწოდებლები“; ფილტრები „ყველა“, „ვალით“, „ამ თვეში“.
  • მომწოდებლის ბარათში: კონტაქტები და ჩანართები „პროდუქცია“ (ბოლო ფასი და ცვლილება), „მიღებები“, „ამონაწერი“.
  • „გადახდა“ (უფლებით „ნაღდის შემოტანა / გატანა“) — თანხა, „ნაღდი“ ან „ბანკით“, შენიშვნა. ნაღდით გადახდა სალაროს „მოსალოდნელ ნაღდს“ თავისით აკლდება; ვალზე მეტი თანხა ავანსად ჩაიწერება.
  • „გაერთიანება“ — ორად შექმნილი ერთი მომწოდებლის ბარათების შერწყმა; „წაშლა“ — მხოლოდ ისტორიის არმქონე მომწოდებლისთვის.

მომწოდებლის ვალი ჩნდება მხოლოდ RS.ge-ს ზედნადებიდან შეტანილ მიწოდებებზე.

ხარჯები

გვერდი „ხარჯები“ („იჯარა, ხელფასები და სხვა საოპერაციო ხარჯები“) — ის, რაც პროდუქტს არ ეხება: იჯარა, კომუნალური, ხელფასი, ტრანსპორტი, მარკეტინგი, გადასახადი, სხვა (მაგ. ბაზარზე ნაყიდი მწვანილი, რომელსაც საწყობში არ ითვლით).

  1. „ახალი ხარჯი“ → „თარიღი“, „თანხა (₾)“, „კატეგორია“, დღგ-ს გადამხდელისთვის — „თანხა დღგ-ს ჩათვლითაა — … ₾ ჩასათვლელი დღგ“, „შენიშვნა“.
  2. „შენახვა“ — „ხარჯი დაემატა“.
ახალი ხარჯი: 85 ₾, „სხვა“ — ბაზარი: მწვანილი და ბოსტნეული
ახალი ხარჯი: 85 ₾, „სხვა“ — ბაზარი: მწვანილი და ბოსტნეული

ზემოთ ჩანს „ხარჯები პერიოდში“ და „ყველაზე დიდი“ კატეგორია, ქვემოთ — სია პერიოდის არჩევით. ხარჯი შედის „ანგარიშებში“ (წმინდა მოგება) და ბუღალტერიაში.

ყურადღება: ხარჯი, რომელიც ღია სავაჭრო დღის განმავლობაში შეიტანეთ, სალაროს „მოსალოდნელ ნაღდს“ აკლდება — მაშინაც, თუ ის ბანკით გადაიხადეთ (ხარჯს გადახდის სახე არ აქვს). ბანკით გადახდილ ხარჯს დღის დახურვისას გაითვალისწინებთ: დათვლილი ნაღდი მოსალოდნელზე ამ თანხით მეტი იქნება (თავი სალაროს დახურვა).

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.