ლიცენზია: საცდელი პერიოდი, გააქტიურება და მოდულები
Activi Rest-ის ლიცენზია: 30-დღიანი საცდელი პერიოდი, ლიცენზიის კოდის მიბმა, მოდული „რესტორანი“ და „ბუღალტერია“, სამუშაო ადგილები (კომპიუტერები და ტაბლეტები), ინტერნეტის გარეშე მუშაობა, ვადის გასვლა, ლიცენზიის გათავისუფლება და კომპიუტერის შეცვლა.
Activi Rest ლიცენზიით მუშაობს, რომელიც კონკრეტულ კომპიუტერზეა მიბმული (ქსელში — მთავარ კომპიუტერზე, სადაც ბაზაა).
საცდელი პერიოდი
ახალი ბაზის შექმნიდან 30 დღე პროგრამა სრულად მუშაობს ლიცენზიის გარეშე: ღიაა ყველა შესაძლებლობა, მათ შორის „ბუღალტერია“, ხოლო კომპიუტერებისა და ტაბლეტების რაოდენობა შეზღუდული არ არის. დარჩენილი დღეები ჩანს ყველა გვერდის თავში — „საცდელი პერიოდი — დარჩა N დღე. გაააქტიურეთ ლიცენზია.“ (ადმინისტრატორს — ბმული „ლიცენზია →“) — და შესვლის ფანჯარაში.
ლიცენზიის კოდის მიბმა
ლიცენზიის კოდს Activi გაწვდით შეძენისას. მიბმა მხოლოდ ადმინისტრატორს შეუძლია და ინტერნეტი სჭირდება:
- „პარამეტრები“ → „ლიცენზია“.
- ბარათში „ლიცენზია და კლიენტის მიბმა“, ველში „ლიცენზიის კოდი“, ჩაწერეთ კოდი (
XXXXX-XXXXX-XXXXX-XXXXX). - „მიბმა და გააქტიურება“ — „ლიცენზია მიბმულია: …“.

კოდი ინახება მხოლოდ ამ კომპიუტერზე და მეორედ აღარ ჩანს. მიბმის შემდეგ ბარათში ჩანს: „კლიენტი“, „ს/კ“, „პაკეტი“, „ვადა“ (თარიღი და დარჩენილი დღეები, ან „უვადო“), „პაკეტის დონე“, „სამუშაო ადგილები“, „ბოლო გადამოწმება“, „ჩართული მოდულები“ და „ამ კომპიუტერის ID“ (კოპირების ღილაკით). ღილაკები: „გადამოწმება“, „კოდის შეცვლა“, „ლიცენზიის გათავისუფლება ამ კომპიუტერიდან“.
მოდულები
Activi-ის ერთი ლიცენზია შეიძლება რამდენიმე პროგრამას ხსნიდეს — ის შეიცავს მოდულებს:
- „რესტორანი“ — აუცილებელია Activi Rest-ისთვის. თუ ლიცენზიაში ის არ არის, პროგრამა აჩვენებს: „Activi Rest თქვენს ლიცენზიაში არ შედის — ამ კომპიუტერის ლიცენზია Activi Rest-ის მოდულს არ მოიცავს…“; შეიყვანეთ კოდი, რომელშიც ის შედის, ან დაუკავშირდით მხარდაჭერას.
- „ბუღალტერია“ — თუ ლიცენზიაში არ შედის, მენიუში ბუღალტერიის ჯგუფი არ ჩანს (და RS.ge-ს ზედნადებების ეკრანიც — თავი საწყობი).
რომელი მოდულია ჩართული, წერია ხაზში „ჩართული მოდულები“ (მაგ. „რესტორანი · ბუღალტერია“).
სამუშაო ადგილები
ლიცენზია შეიძლება კომპიუტერების რაოდენობას ზღუდავდეს. ადგილს იკავებს ყოველი მოწყობილობა, რომლითაც ამ ბაზაზე შედიან — სალარო, მიმტანის ტაბლეტი ან ტელეფონი (ბრაუზერი), სამზარეულოს ეკრანი; მთავარი კომპიუტერი ყოველთვის შედის. ადგილი თავისუფლდება 30 დღის უმოქმედობის შემდეგ ან ღილაკით „მოხსნა“ („პარამეტრები“ → „ლიცენზია“ → „კომპიუტერები (სამუშაო ადგილები)“ — თავი ქსელი, ტაბლეტები და მონაცემთა ბაზები).
რჩევა: ლიცენზიის შეძენისას დაითვალეთ ყველა მოწყობილობა: სალარო + მიმტანების ტაბლეტები + სამზარეულოს ეკრანები.
ინტერნეტის გარეშე მუშაობა
პროგრამა ლიცენზიას ამოწმებს ჩართვიდან რამდენიმე წამში და შემდეგ ყოველ 6 საათში. ინტერნეტის გარეშე ის მუშაობს იმდენ დღეს, რამდენსაც ლიცენზია უშვებს (ნაგულისხმევად 7 დღე ბოლო წარმატებული შემოწმებიდან). როცა 3 დღე ან ნაკლები რჩება, ჩნდება: „ლიცენზიის სერვერთან კავშირი არ არის — ოფლაინ მუშაობა დასრულდება N დღეში.“ ვადის მოახლოებისას (7 დღით ადრე) — „ლიცენზიის ვადა იწურება N დღეში (…)“.
როცა ლიცენზია არ მოქმედებს
თუ საცდელი პერიოდი დასრულდა, ვადა გავიდა, ლიცენზია შეჩერდა ან ოფლაინ ვადა ამოიწურა, პროგრამა იბლოკება: „საცდელი პერიოდი დასრულდა“ ან „პროგრამა დაბლოკილია“.
- ადმინისტრატორი იქვე წერს ლიცენზიის კოდს და აჭერს „ლიცენზიის მიბმა“ (ან „ხელახლა შემოწმება“); ჩანს „ამ კომპიუტერის ID“.
- სხვა თანამშრომლები ხედავენ: „სამუშაოს გასაგრძელებლად საჭიროა ლიცენზია. მიმართეთ ადმინისტრატორს ან დაუკავშირდით მხარდაჭერას.“
- ეკრანზე ჩანს მხარდაჭერის კონტაქტები („პარამეტრები“ → „მაღაზია“ → „მხარდაჭერის კონტაქტები“).
მონაცემები ბლოკისას არ იშლება — ლიცენზიის აღდგენისთანავე ყველაფერი ადგილზეა, ღია მაგიდების ჩათვლით.
კომპიუტერის შეცვლა
ლიცენზია მიბმულია კომპიუტერის ID-ზე. ძველ კომპიუტერზე (ინტერნეტით) დააჭირეთ „ლიცენზიის გათავისუფლება ამ კომპიუტერიდან“ და ახალზე მიაბით იგივე კოდი. თუ ძველი კომპიუტერი აღარ მუშაობს, დაგვიკავშირდით. მონაცემების გადატანა — თავი ბექაპი და აღდგენა.
შესაძლო შეცდომები
| შეტყობინება | რა ვქნათ |
|---|---|
| „ლიცენზიის სერვერთან კავშირი ვერ დამყარდა“ | შეამოწმეთ ინტერნეტი და სცადეთ ხელახლა |
| „ლიცენზია სხვა მოწყობილობისთვის გაიცა“ | კოდი სხვა კომპიუტერზეა მიბმული — გაათავისუფლეთ იქ ან დაგვიკავშირდით |
| „შეიყვანეთ ლიცენზიის კოდი“ | ველი ცარიელია |
| „Activi Rest თქვენს ლიცენზიაში არ შედის“ | ლიცენზიას რესტორნის მოდული არ აქვს |
| „ამ კომპიუტერისთვის ადგილი არ არის“ | სამუშაო ადგილები შევსებულია — გაათავისუფლეთ ადგილი ან დაამატეთ |
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.