რეკვიზიტები, ჩეკის პრინტერი, ფულის უჯრა, ბარათის ტერმინალი და ფისკალური აპარატი
მოწყობილობების გამართვა Activi Rest-ში: რესტორნის რეკვიზიტები და ჩეკის ტექსტი, გადახდის მეთოდები, ჩეკის პრინტერი (USB, ქსელური, Windows), ფულის უჯრა, ბარათის ტერმინალები (ხელით და ინტეგრირებული), ფისკალური აპარატი Daisy, RS.ge.
ყველაფერი ამ თავში ადმინისტრატორის გვერდზეა — „პარამეტრები“. სამზარეულოს სადგურები და მათი პრინტერები აღწერილია თავში სამზარეულო.
რეკვიზიტები და გადახდის მეთოდები
„პარამეტრები“ → „მაღაზია“:
- „მაღაზიის დასახელება“ (რესტორნის სახელი), „მისამართი“, „ტელეფონი“, „საიდენტიფიკაციო კოდი (ს/კ)“ — იბეჭდება ჩეკისა და პირველადი ჩეკის თავში;
- „დღგ-ს გადამხდელი“ და „დღგ-ს განაკვეთი (%)“ — „მ.შ. დღგ“ ჩეკზე, ანგარიშებსა და ბუღალტერიაში;
- „ჩეკის ბოლო ტექსტი“ (მაგ. „გმადლობთ, ისევ გვეწვიეთ!“) — ჩეკზეც და პირველად ჩეკზეც;
- „გადახდის მეთოდები“ — რომელი სახეები ჩანს გადახდის ფანჯარაში: „ნაღდი“, „ბარათი“, „გადმორიცხვა“ („ნისია“ რესტორნის მაგიდაზე არ გამოიყენება);
- „ავტომატური ჩეკის ბეჭდვა გადახდისას“ — ჩართვისას ჩეკი გადახდისთანავე იბეჭდება;
- „დღე ავტომატურად დაიხუროს 00:00-ზე“ (თავი სალაროს დახურვა);
- „ფასნამატი ახალ საქონელზე (%)“ — RS.ge-ს ზედნადებიდან შექმნილი ბარათის ფასისთვის (თავი საწყობი);
- „მხარდაჭერის კონტაქტები“ — ჩანს დაბლოკვის ეკრანზე.
მარჯვნივ, „ჩეკის პრევიუ“, ჩანს, როგორ გამოიყურება ჩეკი. შეცვლის შემდეგ — „შენახვა“ („პარამეტრები შენახულია“).

სანამ მისამართი, ტელეფონი და ს/კ შევსებული არ არის, ადმინისტრატორი ზედა ზოლის ქვემოთ ხედავს შეხსენებას „ჩეკზე მაღაზიის რეკვიზიტები არ იბეჭდება…“ ღილაკით „შევსება →“.
„პარამეტრები“ → „სალაროს ვიზუალი“-ში რესტორნისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ „ეკრანი“ → „სრულ ეკრანზე გაშვება“; სალაროს განლაგებები (სალარო-აპარატი, ტაჩ-სალარო…) მაღაზიის სალაროსთვისაა და მაგიდების ეკრანს არ ცვლის.
ჩეკის პრინტერი
ჩეკის პრინტერი ბეჭდავს ჩეკს, პირველად ჩეკს და X/Z-რეპორტს. „პარამეტრები“ → „ინტეგრაციები“ → ბარათი „ჩეკის პრინტერი“ → „ბეჭდვის რეჟიმი“:
| რეჟიმი | როგორ ბეჭდავს | როდის ავირჩიოთ |
|---|---|---|
| USB თერმული (პირდაპირ) | პირდაპირ პრინტერზე (ESC/POS), ბეჭდვის ფანჯრის გარეშე; ველში „პრინტერი“ აირჩიეთ Windows-ის პრინტერი | USB თერმული პრინტერი იმავე კომპიუტერზე |
| ქსელური (IP) | ქსელით (ESC/POS): „IP მისამართი“ და „პორტი“ („ჩვეულებრივ 9100“) | Ethernet / Wi-Fi თერმული პრინტერი; ასევე, როცა ბრაუზერით (ტაბლეტიდან) მუშაობთ |
| Windows-ის დრაივერით (ნაგულისხმევი) | ჩეკი Windows-ის ნაგულისხმევ პრინტერზე იბეჭდება, ბეჭდვის ფანჯრით | ჩვეულებრივი პრინტერი ან თერმული, რომლის დრაივერიც დაყენებულია |
USB და ქსელურ რეჟიმში დამატებით: „ქაღალდის სიგანე“ (58 მმ / 80 მმ), „ჩეკის ავტომატური მოჭრა“, „ბეჭდვისას ფულის უჯრის გახსნა“ და ღილაკები „ტესტური ბეჭდვა“, „უჯრის გახსნა“. ბოლოს — „შენახვა“.

რჩევა: USB და ქსელური რეჟიმი ქართულ ტექსტს სურათად ბეჭდავს — ჩეკი ნებისმიერ თერმულ პრინტერზე სწორად გამოჩნდება. „USB თერმული“ მუშაობს მხოლოდ დაინსტალირებულ პროგრამაში; თუ მიმტანები ტაბლეტით ბეჭდავენ პირველად ჩეკს, ჩეკის პრინტერი ქსელური უნდა იყოს. შეკვეთის ტალონი ჩეკის პრინტერის „ქაღალდის სიგანით“ იხატება — სამზარეულოს პრინტერებში ჩადეთ იგივე სიგანის ლენტი.
ფულის უჯრა
ფულის უჯრა ჩეკის პრინტერს უერთდება და მისი ბრძანებით იხსნება — მხოლოდ USB ან ქსელურ რეჟიმში, როცა მონიშნულია „ბეჭდვისას ფულის უჯრის გახსნა“:
- იხსნება ნაღდით გადახდილი ანგარიშის ჩეკის ავტომატური ბეჭდვისას;
- ჩეკის ხელახლა ბეჭდვისას და პირველადი ჩეკის ბეჭდვისას არ იხსნება;
- ხელით — „უჯრის გახსნა“ ამ ბარათში.
ბარათის ტერმინალები
ბარათი „გადახდის ტერმინალები“: დაამატეთ თითო ტერმინალი თითო ბანკზე — „ტერმინალის დამატება“ — და შეინახეთ.

- „ტიპი“: „ხელით (ცალკე მდგარი)“ — „პროგრამა მხოლოდ ელოდება — თანხას მოლარე ტერმინალზე კრეფს და აქ ადასტურებს“; „ინტეგრირებული“ — თანხა ტერმინალზე თავად მიდის და პასუხი პროგრამაში ბრუნდება.
- „ბანკი“: საქართველოს ბანკი (BOG), თიბისი (TBC), კრედო ბანკი, ლიბერთი ბანკი, სხვა ან „სიმულატორი (ტესტი)“.
- „დასახელება (არასავალდ.)“ — როგორ გამოჩნდეს გადახდის ფანჯარაში.
- „აქტიური“ — გამორთული ტერმინალი გადახდისას არ ჩანს.
ინტეგრირებულისთვის დამატებით: „აპარატის მოდელი“ (TBC · Verifone (DualConnector), Verifone VX680, VX620, V240m, Ingenico Lane/3000, სხვა ტერმინალი), „კავშირი“ (ქსელი IP, კაბელი COM ან DualConnector) და მისამართი/პორტი ან COM პორტი და სიჩქარე. ღილაკები: „კავშირის შემოწმება“ და „ტესტი 1 ₾“; DualConnector-ზე — „დღის დახურვა (ტერმინალი)“, „მოკლე ანგარიში“, „ბოლო ქვითრის ასლი“. TBC-ს მოდელის არჩევისას ჩნდება მომზადების ინსტრუქცია (Verifone-ის დრაივერი, ბანკის DualConnector, COM პორტი, „ტერმინალის კოდი“ სტიკერიდან).
რჩევა: ინტეგრირებული ტერმინალის გამართვა ბანკთან კოორდინაციას მოითხოვს — მანამდე იმუშავეთ „ხელით“ ტიპით. როგორ ხდება გადახდა ტერმინალით — თავი პირველადი ჩეკი და გადახდა; თანხის დაბრუნება ბარათზე — თავი ჩეკები და დაბრუნება.
ფისკალური აპარატი
ბარათი „ფისკალური აპარატი“:
- „აპარატი“: „Daisy Expert“ (კაბელით), „Daisy Expert SX“ (კაბელით ან ქსელით) ან „სხვა ფისკალური აპარატი“.
- „კავშირი“: „კაბელი (COM)“ — „COM პორტი“ და „სიჩქარე (baud)“; ან „ქსელი (IP)“ — „IP მისამართი“ და „პორტი“.
- „ოპერატორი“ და „ოპერატორის პაროლი“ (ნაგულისხმევად 1 და 0000).
- „კავშირის შემოწმება“ — „აპარატი პასუხობს: …“.
- ჩართეთ „ფისკალური ბეჭდვა ჩართულია“ და „შენახვა“.

ჩართვის შემდეგ ყოველი გადახდილი ანგარიში აპარატზე იგზავნება და ჩანს „ფისკალური ჩეკი №…“; დაბრუნებისას — „ფისკალური დაბრუნების ჩეკი №…“. პირველადი ჩეკი აპარატზე არ იგზავნება — ის ფისკალური არ არის. „X-ანგარიში“ და „Z-ანგარიში“ აპარატის საკუთარ ანგარიშებს ბეჭდავს.
ყურადღება: ფისკალური აპარატის პირველი ჩართვა გააკეთეთ Activi-ის მხარდაჭერასთან ერთად და შეამოწმეთ სატესტო ჩეკზე.
RS.ge
ბარათი „RS.ge — ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები“: „სერვის-იუზერი (su)“ და „სერვისის პაროლი (sp)“ (იქმნება RS.ge-ს კაბინეტში: მომხმარებელი → სერვისის მომხმარებელი), „შენახვა“ და „კავშირის შემოწმება“. პაროლი ინახება დაშიფრული სახით და სარეზერვო ფაილში არ გადადის. ზედნადებებთან მუშაობა — თავი საწყობი.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.