Activi
Activi Rest · თავი 11

სალაროს დახურვა: X-რეპორტი, Z-რეპორტი, მოსალოდნელი ნაღდი

სავაჭრო დღე Activi Rest-ში: დღის ავტომატური გახსნა, ნაღდის შემოტანა და გატანა (ინკასაცია), მოსალოდნელი ნაღდის ფორმულა, X-რეპორტი, დღის დახურვა კუპიურების დათვლით, Z-რეპორტი, ღია მაგიდები და ავტომატური დახურვა 00:00-ზე.

გვერდი „სალაროს დახურვა“ („დღე იხსნება ავტომატურად — დახურვისას დაითვალეთ ნაღდი და გამოიტანეთ Z-რეპორტი“) აჯამებს სავაჭრო დღეს: რამდენი შემოვიდა ნაღდით, ბარათით და გადმორიცხვით, რამდენი ნაღდი უნდა იყოს უჯრაში და რამდენი აღმოჩნდა რეალურად. ის ყველა თანამშრომლისთვის ხელმისაწვდომია; „დახურული დღეების“ სიას მხოლოდ ადმინისტრატორი და მენეჯერი ხედავენ.

დღის გახსნა

დღის ხელით გახსნა საჭირო არ არის: დღე იხსნება პირველივე ოპერაციით (პირველი გადახდა, ნაღდის შემოტანა ან ამ გვერდის გახსნა). გვერდის თავში ჩანს „გახსნილია · გაიხსნა: 02.10.2026 11:00 · ადმინისტრატორი (პირველი ოპერაციით)“.

საწყისი ნაღდი — წინა დახურული დღის დათვლილი ნაღდი (თუ დათვლა არ მომხდარა — მოსალოდნელი). ანუ უჯრაში დატოვებული ხურდა შემდეგ დღეს გადადის.

ღია დღე: მაჩვენებლები, მოსალოდნელი ნაღდი, ნაღდის მოძრაობა და დახურული დღეები
ღია დღე: მაჩვენებლები, მოსალოდნელი ნაღდი, ნაღდის მოძრაობა და დახურული დღეები

მაჩვენებლები

ფილარას აჩვენებს
საწყისი ნაღდიდღის დასაწყისში უჯრაში მყოფი ნაღდი
ნაღდი გაყიდვებინაღდით მიღებული (ხურდის გამოკლებით)
ბარათიბარათით მიღებული
ნისიარესტორანში ყოველთვის 0 (მაგიდაზე ნისია არ შეიძლება)
შემოტანა / გატანახელით შემოტანილი და გატანილი ნაღდი
დაბრუნებებიდაბრუნებული თანხა და ჩეკების რაოდენობა

ბარათი „სალაროში მოსალოდნელი ნაღდი“:

მოსალოდნელი = საწყისი ნაღდი + ნაღდი გაყიდვები − ნაღდი დაბრუნება − ხარჯები − მომწოდებლების გადახდა ნაღდით + შემოტანა − გატანა

ქვემოთ — „ჩეკები: N“ და „ბრუნვა: … ₾“.

შენიშვნა: „ხარჯები“ გვერდზე ღია დღის განმავლობაში შეტანილი ხარჯი მოსალოდნელ ნაღდს აკლდება (ითვლება, რომ უჯრიდან გადაიხადეს), ასევე „მომწოდებლებიდან“ ნაღდით გადახდა. გადმორიცხვით მიღებული ანგარიში ნაღდში არ ითვლება.

ნაღდის შემოტანა და გატანა

უფლებით „ნაღდის შემოტანა / გატანა“ (ნაგულისხმევად ყველა როლს აქვს):

  1. დააჭირეთ „ნაღდის შემოტანა“ (მაგ. დილით ხურდისთვის) ან „ნაღდის გატანა“ (მაგ. ინკასაცია, ტაქსი, ბაზარი).
  2. ჩაწერეთ „თანხა (₾)“ და „მიზეზი / კომენტარი“.
  3. „დადასტურება“ — „ნაღდი შემოტანილია“ / „ნაღდი გატანილია“.

მოძრაობა ჩანს ბარათში „ნაღდის მოძრაობა“ — მიზეზით, დროით, თანამშრომლით და თანხით.

ნაღდის გატანა: 20 ₾, „ტაქსი — მიწოდება“
ნაღდის გატანა: 20 ₾, „ტაქსი — მიწოდება“

X-რეპორტი (შუალედური)

„X-რეპორტი“ აჩვენებს დღის მიმდინარე მდგომარეობას დახურვის გარეშე: ჩეკები, ბრუნვა, ფასდაკლება, დღგ, დაბრუნება, ნაღდი/ბარათი/ნისია, საწყისი ნაღდი, ხარჯები, ნაღდის მოძრაობა და მოსალოდნელი ნაღდი; თუ დღეში რამდენიმე თანამშრომელი იღებდა გადახდას — თითოეულის ბრუნვა. „ბეჭდვა“ გაგზავნის მას ჩეკის პრინტერზე (ქსელური ან USB) ან ჩვეულებრივ ბეჭდვაზე. X-რეპორტი შეგიძლიათ დაბეჭდოთ რამდენჯერაც გინდათ — მაგალითად ცვლის ბოლოს.

X-რეპორტი
X-რეპორტი

დღის დახურვა (Z-რეპორტი)

უფლებით „დღის გახსნა / დახურვა“:

  1. დარწმუნდით, რომ ღია მაგიდები აღარ არის (ყველამ გადაიხადა). დღის დახურვა მაგიდებს არ ხურავს: ღია მაგიდის ანგარიში, თუ დახურვის შემდეგ გადაიხადეს, უკვე ახალ დღეში ჩაითვლება.
  2. დააჭირეთ „დღის დახურვა“. ფანჯრის თავში ჩანს „მოსალოდნელი ნაღდი“.
  3. დაითვალეთ უჯრა: „კუპიურების დათვლა“ — თითოეული კუპიურისა და მონეტის რაოდენობა (100, 50, 20, 10, 5, 2, 1 ₾ და 50, 20, 10, 5 თეთრი), ჯამი თავისით ითვლება; ან „სწრაფი თანხა“ — დათვლილი ჯამი ველში „დათვლილი ნაღდი (₾)“ („დატოვეთ ცარიელი თუ არ ითვლით“).
  4. პროგრამა აჩვენებს სხვაობას: „ზუსტად ემთხვევა ✓“, „ზედმეტი: …“ ან „დანაკლისი: …“. საჭიროებისას ჩაწერეთ „შენიშვნა“.
  5. „დახურვა“. სხვაობის შემთხვევაში პროგრამა იკითხავს: „დათვლილ ნაღდსა და მოსალოდნელს შორის სხვაობაა … დახუროთ მაინც?“
  6. იხსნება Z-რეპორტი ნომრით (Z-00014) — დაბეჭდეთ ღილაკით „ბეჭდვა“.
დღის დახურვა: სწრაფი თანხა, „ზუსტად ემთხვევა ✓“
დღის დახურვა: სწრაფი თანხა, „ზუსტად ემთხვევა ✓“
Z-რეპორტი: ჩეკები, ბრუნვა, დაბრუნება, გადახდის სახეები, საწყისი ნაღდი, ხარჯები, გატანა, მოსალოდნელი და დათვლილი ნაღდი
Z-რეპორტი: ჩეკები, ბრუნვა, დაბრუნება, გადახდის სახეები, საწყისი ნაღდი, ხარჯები, გატანა, მოსალოდნელი და დათვლილი ნაღდი

დახურვის შემდეგ შემდეგი ოპერაცია ახალ დღეს ხსნის — საწყისი ნაღდით, რომელიც ახლა დაითვალეთ.

რჩევა: თუ საღამოს ფულს ბანკში ან სეიფში ინახავთ, დახურვამდე გაატარეთ „ნაღდის გატანა“ („ინკასაცია“) და უჯრაში მხოლოდ ხვალინდელი ხურდა დატოვეთ — მაშინ დათვლილი ნაღდი ზუსტად ხურდის თანხა იქნება.

დახურული დღეები

ბარათი „დახურული დღეები“ (ადმინისტრატორი და მენეჯერი) ჩამოთვლის ყველა Z-რეპორტს: „Z №“, „გახსნა“, „დახურვა“, „მოსალ.“, „დათვლ.“, „სხვაობა“. ხაზი (ან პრინტერის ხატულა) ხსნის Z-რეპორტს ხელახლა დასაბეჭდად.

დახურული დღეების სია: Z-00011-ში დანაკლისი 2,00 ₾
დახურული დღეების სია: Z-00011-ში დანაკლისი 2,00 ₾

ავტომატური დახურვა 00:00-ზე

თუ „პარამეტრები“ → „მაღაზია“ → „დღე ავტომატურად დაიხუროს 00:00-ზე“ ჩართულია (ნაგულისხმევად ჩართულია), ღია დღე შუაღამისას თავისით იხურება — დათვლის გარეშე, ნიშნით „ავტო“ და შენიშვნით „ავტომატური დახურვა 00:00“. ამის შემდეგ საწყისი ნაღდი = მოსალოდნელი.

ყურადღება: თუ რესტორანი შუაღამის შემდეგაც მუშაობს, გამორთეთ ავტომატური დახურვა — წინააღმდეგ შემთხვევაში 00:00-ის შემდეგ გადახდილი ანგარიშები ახალ დღეში მოხვდება და საღამოს ცვლა ორ Z-ში გაიყოფა. გამორთვისას დღე ღიაა, სანამ ვინმე ხელით არ დახურავს. ავტომატური დახურვა ხდება მხოლოდ მაშინ, როცა 00:00-ზე პროგრამა (მთავარ კომპიუტერზე) ჩართულია (თავი ქსელი, ტაბლეტები და მონაცემთა ბაზები).

ფისკალური აპარატის X და Z

თუ ფისკალური აპარატი გაქვთ, მისი საკუთარი X და Z ანგარიშები იბეჭდება „პარამეტრები“ → „ინტეგრაციები“ → „ფისკალური აპარატი“ → „X-ანგარიში“ / „Z-ანგარიში“ — ეს პროგრამის X/Z-რეპორტისგან ცალკეა. ბანკის ტერმინალის დღის დახურვა — ტერმინალის ბარათში („დღის დახურვა (ტერმინალი)“, ინტეგრირებული TBC ტერმინალისთვის).

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 599127000.