ანგარიშები, ბონუსები და ბუღალტერია
ანალიტიკა Activi Dist-ში: შემოსავალი, თვითღირებულება, მთლიანი და წმინდა მოგება, ხარჯები, ხელფასი, დღგ, გაყიდვა დღეებით, Excel, ბონუსები; ორმაგი ჩანაწერის ბუღალტერია, RS.ge და ანგარიშგება ერთ ბაზაში.
სად რა ჩანს
| გვერდი | რისთვის |
|---|---|
| მართვის პანელი | აგენტები, გეგმა, ვიზიტები, ვალები — დისტრიბუციის თვალით (თავი მართვის პანელი) |
| ანგარიშები | შემოსავალი, თვითღირებულება, მოგება, ხარჯები, დღგ |
| ბონუსები | თანამშრომლების ბონუსი გაყიდვიდან (თუ ჩართულია) |
| ბუღალტერია | ორმაგი ჩანაწერი, ანგარიშთა გეგმა, RS.ge, ანგარიშგება |
ანგარიშები
მენიუ → „ანალიტიკა“ → „ანგარიშები“.

- პერიოდი: დღეს / 7 დღე / 30 დღე / ეს თვე / 3 თვე / წელი, ან თარიღებით.
- ბარათები:
- შემოსავალი, დოკუმენტების რაოდენობით;
- თვითღირებულება;
- მთლიანი მოგება, მარჟის %-ით;
- ხარჯები;
- ხელფასი;
- წმინდა მოგება;
- დღგ (ჩათვლით).
- გრაფიკი: შემოსავალი და მოგება დღეების მიხედვით.
- „Excel“ ჩამოტვირთავს ანგარიშს, „ბონუსები“ ხსნის ბონუსების ანგარიშს.
თვითღირებულება მოდის შესყიდვიდან. ამიტომ ზუსტი მოგებისთვის საქონელი „შესყიდვით“ მიიღეთ, თვითღირებულებით.
ბონუსები
თუ ბონუსები ჩართულია („პარამეტრები“ → „ბონუსები“), აქ ჩანს თანამშრომლების ბონუსი გაყიდვიდან, წესების მიხედვით. აგენტის თვიური გეგმის შესრულება ცალკე ჩანს მართვის პანელზე.
ბუღალტერია
ბუღალტერია იმავე ბაზაშია, ცალკე პროგრამა არ სჭირდება:
- ყოველი დატვირთვა იწერება რეალიზაციად;
- გადახდები — ფულად (სალარო, ბანკი);
- შესყიდვა — შესყიდვად;
- დოკუმენტები ავტომატურად ტარდება ორმაგი ჩანაწერით.
მენიუს ჯგუფი „ბუღალტერია“:
- რეალიზაცია და შესყიდვები;
- ფული;
- ჟურნალი (გატარებები);
- კონტრაგენტები და ვალები;
- მარაგები, ძირითადი საშუალებები, ხელფასი;
- გადასახადები და RS.ge;
- ანგარიშგება.
ბუღალტრული აღრიცხვის სრული აღწერა არის Activi ბუღალტერიის სახელმძღვანელოში.
შენიშვნა: ბუღალტერიის ჯგუფი ჩანს, თუ ლიცენზიაში მოდული „ბუღალტერია“ შედის. საცდელ პერიოდში ყოველთვის ჩანს.
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: +995 322424022.