Activi
Activi Dist · თავი 6

მაღაზიები და მარშრუტები: სია, ფილტრები, ახალი მაღაზია და პირობები

მაღაზიების სია Activi Dist-ში: ფილტრები აგენტით, დღით, ვალით, ვადაგადაცილებით და „30 დღე“, Excel; ახალი მაღაზია საიდენტიფიკაციო კოდით — RS.ge და რეესტრი, აგენტი, ვიზიტის დღეები, რიგი, გადახდის წესი, ფასის დონე, ფასდაკლება და კრედიტის ლიმიტი.

„მაღაზიები და მარშრუტები“ არის ყველა მაღაზიის სია, ანუ თქვენი კლიენტების. თითო სტრიქონში ჩანს, ვინ სტუმრობს მაღაზიას და რა დღეებში, როგორ იხდის, რა ფასით ყიდულობს, რამდენი ვალი აქვს და როდის შეუკვეთა ბოლოს.

მაღაზიები: ფილტრი „ვალით“ — ვალი, ლიმიტი და ვადაგადაცილება დღეებით
მაღაზიები: ფილტრი „ვალით“ — ვალი, ლიმიტი და ვადაგადაცილება დღეებით

სვეტები

სვეტიმნიშვნელობა
მაღაზიადასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი
რაიონირაიონი და ტიპი: მარკეტი, ჯიხური, კაფე / რესტორანი, აფთიაქი, სხვა
აგენტივინ სტუმრობს, აგენტის ფერით
დღეებივიზიტის დღეები
გადახდანაღდი, ნისია, რეალიზ., გადარიცხვა
ფასისაცალო, საბითუმო ან ქსელის (VIP); მაგ. „−2%“, თუ ფასდაკლება აქვს
ვალიახლანდელი დავალიანება; ქვემოთ — კრედიტის ლიმიტი
ვადაგად.ვადაგადაცილებული თანხა წითლად და რამდენი დღისაა
ბოლო შეკვეთა„დღეს“, „გუშინ“, „ხუთ, 19.11“…; „არასდროს“ — წითლად

ფილტრები

  • „ყველა აგენტი“ — ერთი აგენტის მაღაზიები.
  • დღე — „ყველა დღე“, ან ორშაბათიდან შაბათამდე (ვისთან მიდის აგენტი ამ დღეს).
  • „ყველა“ / „ვალით“ / „ვადაგადაც.“ / „30 დღე“ — ბოლო არის „მძინარე“ მაღაზიები, რომლებსაც 30 დღეა არ შეუკვეთავთ.
  • ძებნა — სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი, ტელეფონი.

სიის თავზე ჩანს ნაჩვენები მაღაზიების რაოდენობა, ჯამური ვალი და ვადაგადაცილებული თანხა.

„Excel“ ჩამოტვირთავს ფილტრით ნაჩვენებ სიას. სვეტები: მაღაზია, ს/კ, რაიონი, მისამართი, აგენტი, დღეები, გადახდა, ფასი, ლიმიტი, ვალი, ვადაგადაცილებული, ბოლო შეკვეთა.

ახალი მაღაზია

  1. „ახალი მაღაზია“.
  2. „საიდენტიფიკაციო კოდი“ — 9 ციფრი კომპანიისთვის, 11 ფიზიკური პირისთვის ან ი/მ-სთვის. კოდის აკრეფისას პროგრამა ეძებს RS.ge-ში და მეწარმეთა რეესტრში, ავსებს „დასახელებას“ და აჩვენებს დღგ-ს სტატუსს. RS.ge-სთვის საჭიროა სერვის-მომხმარებელი („პარამეტრები“ → „ინტეგრაციები“) და ინტერნეტი.
  3. „მისამართი“, „რაიონი“, „ტელეფონი“, „საკონტაქტო პირი“.
  4. „ტიპი“ — მარკეტი, ჯიხური, კაფე / რესტორანი, აფთიაქი, სხვა.
  5. „აგენტი“ — ვის მარშრუტზეა.
  6. „ვიზიტის დღეები“ — მონიშნეთ დღეები (მაგ. ორშაბათი და ხუთშაბათი).
  7. „რიგი მარშრუტზე“ — მერამდენეა აგენტის მარშრუტზე (1, 2, 3…).
  8. „გადახდა“ — ნაღდი მიტანისას / კონსიგნაცია / ნისია (ვადით) / რეალიზაცია (დაბრუნების უფლებით) / გადარიცხვა. ეს არის შეკვეთის ნაგულისხმევი წესი; აგენტს შეუძლია შეკვეთაში შეცვალოს.
  9. „ფასი“ — საცალო, საბითუმო ან ქსელის (VIP). შეკვეთაში ამ დონის ფასი ისმება.
  10. „კრედიტის ლიმიტი (₾, 0 = ულიმიტო)“ — რამდენ ვალს არ უნდა გადააჭარბოს.
  11. „ფასდაკლება (%)“ — 0-დან 50%-მდე, დონის ფასიდან.
  12. „პირი“ — კომპანია ან ფიზიკური პირი / ი/მ.
  13. „შენახვა“.
ახალი მაღაზია: კოდი, დასახელება, მისამართი, ტიპი, აგენტი, დღეები, გადახდა, ფასი, ლიმიტი
ახალი მაღაზია: კოდი, დასახელება, მისამართი, ტიპი, აგენტი, დღეები, გადახდა, ფასი, ლიმიტი

შენიშვნა: ერთი საიდენტიფიკაციო კოდით ორი მაღაზია ვერ შეიქმნება („ამ საიდენტიფიკაციო კოდით კლიენტი უკვე არსებობს“). თუ ერთ კომპანიას რამდენიმე მაღაზია აქვს, სხვა წერტილი კოდის გარეშე დაამატეთ, მისამართით და სახელით, მაგ. „შპს ქარვა — საბურთალო“.

მაღაზიის შეცვლა

სტრიქონზე დაჭერა ხსნის მაღაზიის ბარათს (თავი მაღაზიის ბარათი). იქიდან „რედაქტირება“ იგივე ფორმას ხსნის. ყველაზე ხშირად იცვლება აგენტი, დღეები, ლიმიტი და გადახდის წესი.

კარგი პრაქტიკა

  • ლიმიტი მიეცით ყველა ნისიის მაღაზიას. გადაჭარბებისას აგენტი შეკვეთის გაგზავნისას გაფრთხილებას ხედავს, ოფისი კი გადაწყვეტს, დაადასტუროს თუ არა.
  • „ნაღდი მიტანისას“ მიეცით ახალ ან პრობლემურ მაღაზიებს. დოკუმენტი იწერება იმავე დღის ვადით, თანხას მძღოლი იღებს.
  • რიგი მარშრუტზე დაალაგეთ ქუჩების მიხედვით, რომ აგენტმა დრო არ დაკარგოს.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: +995 322424022.