ბექაპი და აღდგენა
მონაცემების დაცვა Activi Dist-ში: ყოველდღიური ავტომატური ასლები და აღდგენა, ხელით ასლი, სარეზერვო ფაილი, დაშიფრული ასლი Activi-ის სერვერზე, ბაზის სრული განულება და კომპიუტერის შეცვლა.
ყველაფერი ამ თავში არის „პარამეტრები“ → „მონაცემები“: ადმინისტრატორისთვის, მთავარ კომპიუტერზე.

ავტომატური ბექაფი
პროგრამა ყოველდღე და ჩართვისას ქმნის ბაზის სრულ ასლს იმავე კომპიუტერზე. ინახება ბოლო 14 ასლი.
ბარათი „ავტომატური ბექაფი“ აჩვენებს:
- „ბოლო ბექაფი“ და „შენახული ასლები“;
- „ბექაფის შექმნა ახლა“ — მაგ. დიდი იმპორტის ან ფასების მასობრივი ცვლილების წინ;
- ასლების სიას, სახეობით: „დღიური“, „ხელით“, „აღდგენამდე“, „გასუფთავებამდე“;
- ღილაკს „აღდგენა“.
აღდგენა ასლიდან
- დარწმუნდით, რომ ოფისში და ტელეფონებზე ამ წუთას არავინ წერს შეკვეთას.
- სასურველ ასლთან → „აღდგენა“ → დაადასტურეთ. მიმდინარე ბაზის ასლი ჯერ ინახება („აღდგენამდე“).
- შედით ხელახლა.
ასლის შემდეგ დაწერილი შეკვეთები, დოკუმენტები და გადახდები აღდგენისას ქრება. აღდგენა ბოლო საშუალებაა.
ყურადღება: ავტომატური ასლები იმავე კომპიუტერზეა. დისკის გაფუჭებისას ისინიც დაიკარგება. პერიოდულად ჩამოტვირთეთ სარეზერვო ფაილი და შეინახეთ სხვაგან.
სარეზერვო ფაილი
ბარათი „მონაცემები“:
- „სარეზერვო ასლი“ → „ჩამოტვირთვა“ — ყველა მონაცემი ერთ JSON ფაილში: საქონელი, მაღაზიები, აგენტები, შეკვეთები, ვიზიტები, დოკუმენტები, ვალები, ბუღალტერია. ლიცენზია და RS.ge-ს სერვის-მომხმარებელი ფაილში არ შედის;
- „აღდგენა“ → „ფაილის ატვირთვა“ — ყველა მიმდინარე მონაცემი ფაილით ჩანაცვლდება. მიმდინარე ბაზის ასლი ჯერ ინახება;
- „თემა“ — ღია / მუქი.
დაშიფრული ასლი Activi-ის სერვერზე
ლიცენზიის მიბმის შემდეგ პროგრამა დღეში ერთხელ აგზავნის ამ კომპიუტერზევე დაშიფრულ ასლს Activi-ის სერვერზე. ინახება ბოლო 14. ეს გადაგარჩენთ, თუ კომპიუტერი გაფუჭდა ან მოიპარეს. აღსადგენად დაგვიკავშირდით.
ბაზის სრული განულება
ბარათი „ბაზის სრული განულება“ შლის ყველაფერს: შეკვეთებს, მაღაზიებს, დოკუმენტებს, საქონელს, ვალებს, ბუღალტერიას და თანამშრომლებს. რჩება ლიცენზია და პრინტერის პარამეტრები. განულებამდე ასლი ავტომატურად ინახება („გასუფთავებამდე“).
რჩევა: დემოთი ვარჯიშისთვის განულება საჭირო არ არის. დემო ცალკე ბაზაა, სამუშაოდ კი ახალი ბაზა შექმენით (თავი ქსელი და ბაზები).
კომპიუტერის შეცვლა
- ძველ კომპიუტერზე: ტრეიდან „სრულად გამორთვა“, მერე დააკოპირეთ საქაღალდე
%APPDATA%\CloudPos\data-clouddist(ან ჩამოტვირთეთ სარეზერვო ფაილი). - ახალზე დააყენეთ Activi Dist. დაამატეთ საქაღალდე („ბაზები“ → „არსებული ბაზის დამატება“) ან აღადგინეთ ფაილი.
- ლიცენზია: ძველზე „ლიცენზიის გათავისუფლება ამ კომპიუტერიდან“, ახალზე — იგივე კოდი (თავი ლიცენზია).
- თუ ახალ კომპიუტერს სხვა IP აქვს, აგენტებს და მძღოლებს ახალი მისამართი მიეცით. ბაზა სერვერზე თუ არის, არაფერი იცვლება.
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: +995 322424022.