ინტერფეისი, მენიუ და როლები
Activi Dist-ის ეკრანი: გვერდითი მენიუ და მისი ჯგუფები, ზედა ზოლი, მენიუს სამი რეჟიმი, ღია და მუქი თემა, როლები — ადმინისტრატორი, მენეჯერი, აგენტი, მძღოლი — და ვინ რას ხედავს.
ეკრანის ნაწილები
- გვერდითი მენიუ (მარცხნივ) — ყველა გვერდი, ჯგუფებად. ზემოთ პროგრამის ლოგოა: „activi Dist · დისტრიბუცია“.
- ზედა ზოლი:
- გვერდის სახელი;
- საათი და თარიღი;
- „დახმარება“ (სამაშველო რგოლი, თავი დახმარება);
- თემის გადამრთველი (მთვარე / მზე);
- მომხმარებლის ჩიპი, საიდანაც იხსნება „ჩემი პროფილი“;
- გასვლა.
- გვერდის შიგთავსი — სათაური, მოკლე აღწერა და მოქმედების ღილაკები მარჯვნივ.

მენიუს ჯგუფები
| ჯგუფი | გვერდები |
|---|---|
| მთავარი | მართვის პანელი, შეკვეთები, ჩემი მარშრუტი, მაღაზიები და მარშრუტები, გაყიდვის დოკუმენტები, ვალები და კონსიგნაცია, სად დევს?, შესყიდვა, დაბრუნება / გაცვლა, გაყიდვები, სალაროს დახურვა |
| მენეჯმენტი | აგენტები და მძღოლები, კატეგორიები და ვარიანტები, კატალოგი და ერთეულები, დოკუმენტების პარამეტრები, მარაგი, მომწოდებლები, საწყობის დოკუმენტები, ფასების მასობრივი ცვლილება, ხარჯები, ინვოისები |
| ქსელი | შესყიდვების დაგეგმვა |
| ბუღალტერია | ორმაგი ჩანაწერი, რეალიზაცია და შესყიდვები, ფული (სალარო და ბანკი), კონტრაგენტები და ვალები, მარაგები, ძირითადი საშუალებები, ხელფასი, გადასახადები და RS.ge, ანგარიშგება |
| ანალიტიკა | ანგარიშები, ბონუსები |
| სისტემა | დოკუმენტები და ფოსტა, თანამშრომლები, ჩემი პროფილი, პარამეტრები |
დისტრიბუციის საკუთარი გვერდებია „მართვის პანელი“, „შეკვეთები“, „ჩემი მარშრუტი“, „მაღაზიები და მარშრუტები“ და „აგენტები და მძღოლები“. დანარჩენი Activi-ის საერთო ძრავიდან მოდის. ბუღალტერიის ჯგუფი ჩანს, თუ ლიცენზიაში მოდული „ბუღალტერია“ შედის (საცდელ პერიოდში ყოველთვის ჩანს).
მენიუს რეჟიმები
მენიუს ზემოთ, ლოგოს გვერდით, ღილაკი ცვლის რეჟიმს:
- სრული — ხატულა და სახელი;
- ხატულები — მხოლოდ ხატულები (ფართო ცხრილებისთვის, მაგ. „მაღაზიები“ ან „კვირის მარშრუტები“);
- დამალული — მენიუ იხსნება ☰ ღილაკით, გვერდის თავზე.
არჩეული რეჟიმი ამ კომპიუტერზე ინახება. ტელეფონზე მენიუ ყოველთვის დამალულია და ☰-ით იხსნება.
თემა
მთვარის ღილაკი ჩართავს მუქ თემას, მზის ღილაკი აბრუნებს ღიას. თემა თითო მოწყობილობაზე ცალკე ინახება.
როლები: ვინ რას ხედავს
| როლი | რას ხედავს და აკეთებს |
|---|---|
| ადმინისტრატორი | ყველაფერს. „პარამეტრები“, ლიცენზია, ბაზები, თანამშრომლები, ფასები |
| მენეჯერი | ოფისის ყველა სამუშაო გვერდს: პანელი, შეკვეთები, მაღაზიები, აგენტები, დოკუმენტები, ვალები, საწყობი, ანგარიშები. „პარამეტრებს“ ვერ |
| აგენტი | „ჩემ მარშრუტს“: მხოლოდ თავის მაღაზიებს, შეკვეთებს და ვალებს. შეკვეთა, „არ შეუკვეთა“, თანხის აღება |
| მძღოლი | „ჩემ მარშრუტს“: თავის მანქანაზე დატვირთულ შეკვეთებს. ჩაბარება (სრულად, ნაწილობრივ, უარი) და ნაღდის აღება |
აგენტის და მძღოლის მენიუში ჩანს გვერდებიც, რომლებიც ყველა თანამშრომლისთვის ღიაა: „გაყიდვის დოკუმენტები“, „ვალები და კონსიგნაცია“, „სად დევს?“. თუ გინდათ, რომ მხოლოდ „ჩემი მარშრუტი“ დაინახოს:
- „თანამშრომლები“ → თანამშრომლის რედაქტირება.
- ჩართეთ „წვდომის შეზღუდვა კონკრეტულ განყოფილებებზე“.
- მონიშნეთ მხოლოდ „ჩემი მარშრუტი“.
აგენტს და მძღოლს მომხმარებელი „აგენტები და მძღოლები“ გვერდიდან ეძლევა (თავი აგენტები და მძღოლები). პროგრამაში ისინი რიგით მოლარის როლით შედიან. ოფისის თანამშრომლები (ოპერატორი, საწყობი, ბუღალტერი) „თანამშრომლებში“ ემატება, მენეჯერის ან ადმინისტრატორის როლით.
რჩევა: ოფისიდან აგენტის ეკრანის სანახავად გახსენით „ჩემი მარშრუტი“ და ზემოთ აირჩიეთ აგენტი ან მძღოლი. ხედავთ ზუსტად იმას, რასაც ის თავის ტელეფონში (თავი აგენტის ტელეფონი).
კლავიატურა და ძებნა
- სიის ყველა გვერდზე ძებნის ველი ეძებს აკრეფისას. შეკვეთებში ეძებს ნომრით, მაღაზიით, საიდენტიფიკაციო კოდით, რაიონით და აგენტით; მაღაზიებში — სახელით, კოდით, მისამართით და ტელეფონით.
- დიალოგი იხურება
Esc-ით ან ✕ ღილაკით. - ცხრილის სტრიქონზე დაჭერა ხსნის ბარათს (შეკვეთა, მაღაზია).
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: +995 322424022.