კატალოგი, ერთეულები, ფასის დონეები და მარაგი
საქონელი Activi Dist-ში: კატალოგი და ერთეულები, ცალი და ყუთი (შეფუთვა) ფასით და შტრიხკოდით, სამი ფასის დონე — საცალო, საბითუმო, ქსელის (VIP) — რაოდენობის ფასი, კატეგორიები, მარაგი, შესყიდვა და ნაშთის კონტროლი შეკვეთაში.
დისტრიბუტორი ყუთებით ყიდის, მაგრამ ნაშთს ცალებში ითვლის. Activi Dist-ში ორივე ერთ საქონელზეა: ძირითადი ერთეული (ცალი) და შეფუთვა (ყუთი = 12 ცალი), თავისი ფასით და შტრიხკოდით.

კატალოგი და ერთეულები
მენიუ → „მენეჯმენტი“ → „კატალოგი და ერთეულები“.
| სვეტი | მნიშვნელობა |
|---|---|
| საქონელი | დასახელება და კატეგორიის ხატულა |
| ერთეულები | ძირითადი (მაგ. ც) და შეფუთვები: „კოლოფი = 12 ც · 91,80 ₾“ |
| საცალო, საბითუმო, ქსელის (VIP) | სამი ფასის დონე ძირითად ერთეულზე |
| მარაგი | ნაშთი ძირითად ერთეულში |
| დაჯავშ. | ღია შეკვეთებით დაჯავშნული |
| ადგილი | საწყობის რიგი / თარო |
ზემოთ არის ძებნა (სახელი, არტიკული, ფერი, ზომა), „სვეტები“, დაჯგუფება, „ფილტრი“, „მონიშვნა“ და „Excel“.
ახალი საქონელი
- „ახალი საქონელი“.
- „დასახელება“, „კატეგორია“, „შტრიხკოდი“, „მომწოდებლის არტიკული“.
- „ძირითადი ერთეული“, მაგ.
ც. „წილადი რაოდენობა“ ჩართეთ მხოლოდ წონით ან მეტრით გასაყიდზე. - ფასები: „საცალო ფასი / ც“, „საბითუმო / ც“, „ქსელის (VIP) / ც“ და „თვითღირებულება / ც“.
- „სხვა ერთეულები (შეფუთვა)“ → „+ ერთეული“:
- აირჩიეთ
კოლოფი; - მიუთითეთ
1 კოლოფი = 12 ც; - „ფასი / კოლოფი“ — ცარიელი დატოვეთ, თუ ყუთი ცალის ფასით ითვლება („ავტ.“);
- ყუთის შტრიხკოდი.
- სურვილისამებრ — „რაოდენობის ფასი (ზღვარიდან)“, მაგ. „≥ 10 კოლოფი — სხვა ფასი“.
- „საწყისი მარაგი“, „მინ. მარაგი“, „ადგილი (რიგი / თარო)“, „წონა, კგ“.
- „შენახვა“.
როგორ ისმება ფასი შეკვეთაში
- მაღაზიას აქვს ფასის დონე (საცალო / საბითუმო / ქსელის (VIP)) და ფასდაკლება % (თავი მაღაზიები და მარშრუტები).
- აგენტის კატალოგში ფასი უკვე ამ მაღაზიისთვისაა: დონის ფასი, ფასდაკლების გამოკლებით, არჩეულ ერთეულზე (ცალი ან ყუთი).
- რაოდენობის ფასი ზღვრიდან თავისით მოქმედებს.
აგენტი ფასს ხელით ვერ ცვლის. ფასს თქვენ ადგენთ კატალოგში და მაღაზიის პირობებში.
კატეგორიები
„კატეგორიები და ვარიანტები“ — ჯგუფები და ქვეჯგუფები, ხატულით (🥤 სასმელები, 🍫 ტკბილეული…). აგენტის ტელეფონში კატეგორიები ჩიპებად ჩანს კატალოგის თავზე.
მარაგი და შესყიდვა
- „მარაგი“ — ნაშთი, ღირებულება, მოძრაობა, ინვენტარიზაცია.
- „შესყიდვა“ — მომწოდებლისგან მიღება: ზედნადებით RS.ge-დან ან ხელით. ყუთებით მიღებაც შეიძლება, ნაშთი ცალებში დაითვლება.
- „საწყობის დოკუმენტები“ — ჩამოწერა, გადაადგილება, ინვენტარიზაცია.
- „სად დევს?“ — რომელ თაროზეა საქონელი.

ნაშთი და შეკვეთა
აგენტი კატალოგში ხედავს თავისუფალ ნაშთს: საწყობის ნაშთს, გამოკლებული სხვა ღია შეკვეთებით დაჯავშნული. მაგ. „ნაშთი 71 კოლოფი“. თუ ნაშთი ერთ ყუთზე ნაკლებია, სტრიქონი წითლად ჩანს.
დატვირთვისას პროგრამა კიდევ ერთხელ ამოწმებს მარაგს. თუ არ ყოფნის, ეს შეკვეთა არ დაიწერება და მიზეზი ჩანს: „არასაკმარისი მარაგი: … — თავისუფალია 36 ც“ (თავი აკრეფის სია და დატვირთვა).
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: +995 322424022.