Activi
Activi Dist · თავი 18

ქსელი, ბაზები, სერვერი და ბაზის კავშირის პაროლი

Activi Dist ქსელში: ოფისის მთავარი კომპიუტერი და სხვა კომპიუტერები, ქსელის სკანირება, აგენტების ტელეფონები Wi-Fi-ში და გარედან, ბაზა სერვერზე, ბაზის კავშირის პაროლი, სერვერი ფონზე, ბაზები და დემო ბაზა, პორტები.

დისტრიბუციის ყველა მონაცემი ერთ მონაცემთა ბაზაშია, ერთ კომპიუტერზე ან სერვერზე: შეკვეთები, მაღაზიები, დოკუმენტები, ვალები, საწყობი. მასზე ერთდროულად მუშაობენ ოფისის კომპიუტერები და აგენტებისა და მძღოლების ტელეფონები.

ცნებები

  • მთავარი კომპიუტერი (სერვერი) — სადაც ბაზაა. ჩართული უნდა იყოს, სანამ სხვები მუშაობენ.
  • სხვა კომპიუტერი — Activi Dist-ით, რომელიც მთავარს ქსელით უკავშირდება.
  • ტელეფონი / ბრაუზერი — აგენტი, მძღოლი, მენეჯერის ტაბლეტი; ხსნის მისამართს, დაყენების გარეშე.

Activi Dist-ის ბაზა: %APPDATA%\CloudPos\data-clouddist, პორტი 3054.

ოფისის მეორე კომპიუტერი

  1. მთავარ კომპიუტერზე Activi Dist ჩართული უნდა იყოს. Windows Firewall-ის კითხვაზე უპასუხეთ „Allow access“.
  2. დააყენეთ Activi Dist მეორე კომპიუტერზე.
  3. შესვლის ეკრანზე: ⚙ → „სერვერების კონფიგურაცია“.
  4. სკანირება — პროგრამა თავად ეძებს ქსელში Activi-ის ბაზებს: ჯერ სწრაფად, მერე ქსელის ყველა მისამართს.
  5. აირჩიეთ ნაპოვნი ბაზა → „დაკავშირება“. ან ხელით: „+“ → მისამართი, მაგ. 192.168.1.10:3054.

თუ ბაზას კავშირის პაროლი აქვს, ნაპოვნ ბაზასთან 🔒 ჩანს. დაკავშირებისას პაროლი იკითხება ერთხელ, შემდეგ კომპიუტერი მას იმახსოვრებს.

აგენტების და მძღოლების ტელეფონები

ოფისში, იმავე Wi-Fi-ში: ტელეფონის ბრაუზერში http://მთავარი-კომპიუტერის-IP:3054. IP ჩანს „პარამეტრები“ → „მონაცემები“ → „ბაზები“ („ქსელში: 192.168.1.10:3054“).

ქალაქში, მობილური ინტერნეტით: ტელეფონს ბაზა ინტერნეტიდან უნდა ხედავდეს. ორი გზაა:

  1. ბაზა სერვერზე (რეკომენდებული). Activi ბაზას დგამს სერვერზე, თქვენ კი აგენტებს აძლევთ სერვერის მისამართს. ოფისის კომპიუტერი იმავე სერვერს უკავშირდება. დაგვიკავშირდით, ერთ დღეში ავაწყობთ.
  2. ოფისის კომპიუტერი ინტერნეტში. როუტერზე პორტის გადამისამართება 3054-ზე და სტატიკური გარე IP. ამ შემთხვევაში ბაზის პაროლი აუცილებელია.

ბაზის კავშირის პაროლი

„პარამეტრები“ → „მონაცემები“ → „ბაზის კავშირის პაროლი“.

ბაზის კავშირის პაროლი: დაგენერირება ან საკუთარი პაროლი
ბაზის კავშირის პაროლი: დაგენერირება ან საკუთარი პაროლი

პაროლით სხვა კომპიუტერი, ტელეფონი ან ბრაუზერი ბაზას მხოლოდ ამ პაროლით უკავშირდება, მომხმარებლით შესვლამდე. თავად ეს კომპიუტერი პაროლს არ ითხოვს.

  1. „პაროლის დაგენერირება“ — პროგრამა ქმნის ძლიერ პაროლს, მაგ. K7QM-2XRT-9WPA. ის ერთხელ ჩანს: დააკოპირეთ და შეინახეთ. ბაზაში მხოლოდ დაშიფრული სახით ინახება.
  2. ან „საკუთარი პაროლი“ — თქვენი, 4-დან 128 სიმბოლომდე. გრძელი ჯობს: ინტერნეტიდან ხილულ ბაზაზე სულ მცირე 10 სიმბოლო.
  3. პაროლის მოხსნა — იმავე ბარათიდან.

ტელეფონის ბრაუზერი პაროლს ერთხელ კითხულობს და 30 დღე იმახსოვრებს. აგენტს პაროლი თქვენ ეუბნებით, ან ერთხელ თქვენ შეიყვანთ მის ტელეფონში.

ყურადღება: თუ ბაზა ინტერნეტიდან ჩანს, პაროლის გარეშე არ დატოვოთ. თუ პაროლი ჩანაწერიდან დაიკარგა, შეცვალეთ: ძველი მაშინვე აღარ იმუშავებს, ყველა მოწყობილობას კი ახალი სჭირდება.

ბაზების მართვა

„პარამეტრები“ → „მონაცემები“ → ბარათი „ბაზები“ (ოფისის კომპიუტერზე). ღილაკებია:

  • „სერვერების კონფიგურაცია“;
  • „ქსელში ძებნა“;
  • „არსებული ბაზის დამატება“ — მაგ. დემო ბაზის საქაღალდე d.activi.ge-დან;
  • „ახალი ბაზა“;
  • თითო ბაზასთან: „გახსნა“, ანუ პროგრამა ამ ბაზით გადაიტვირთება.

დემო ბაზა სამუშაოსგან ცალკეა. მასზე ვარჯიში სამუშაო მონაცემებს არ ეხება.

სერვერი ფონზე

მთავარი კომპიუტერის ფანჯარა ✕-ით რომ დახუროთ, სხვები არ ითიშებიან: პროგრამა ტრეიში იმალება (ხატულა საათთან) და ბაზა მუშაობას აგრძელებს. სრულად გამორთვა: ტრეის ხატულა → მარჯვენა ღილაკი → „სრულად გამორთვა“.

რჩევა: მთავარ კომპიუტერზე ჩართეთ „Windows-თან ერთად ჩართვა“. ასე დილით აგენტების ტელეფონები ბაზას თავისით იპოვის, ვიდრე ოფისში ვინმე მოვა.

მნიშვნელოვანი წესები

  • ბაზა გაზიარებულ ქსელურ საქაღალდეში არ უნდა იყოს. დატოვეთ მთავარ კომპიუტერზე ან სერვერზე.
  • პორტები: TCP 3054 (დამატებითი ბაზები 3040-დან); ქსელში ძებნა — UDP 3029. Firewall-მა არ უნდა დაბლოკოს.
  • მთავარ კომპიუტერს როუტერში მიანიჭეთ მუდმივი (სტატიკური) IP.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: +995 322424022.