Activi
Activi Dist · თავი 9

აგენტის ტელეფონი: შესვლა, დღის მარშრუტი, ყველა მაღაზია და შეკვეთები

როგორ მუშაობს აგენტი Activi Dist-ში ტელეფონიდან: შესვლა ბრაუზერით, ბაზის პაროლი, ეკრანზე დამატება, დღის მარშრუტი ვიზიტის დღეებით, მაღაზიის ნიშნები, მარშრუტის გარეთ ვიზიტი, ყველა მაღაზია, ბოლო ორი კვირის შეკვეთები, ოფისიდან აგენტის ეკრანის ნახვა.

აგენტი პროგრამას ტელეფონის ბრაუზერში ხსნის, აპის დაყენება საჭირო არ არის. ის შედის თავისი მომხმარებლით და პირდაპირ გვერდზე „ჩემი მარშრუტი“ ხვდება.

შესვლა ტელეფონიდან

  1. ოფისის ადმინისტრატორი აგენტს აძლევს მისამართს:
  • იმავე Wi-Fi-ში: http://ოფისის-კომპიუტერის-IP:3054;
  • გარედან (ქალაქში): სერვერის მისამართი (თავი ქსელი და ბაზები).
  1. ბრაუზერში გახსენით მისამართი. თუ ბაზას დაკავშირების პაროლი აქვს, ჯერ ის იკითხება, ერთხელ; ბრაუზერი მას 30 დღე იმახსოვრებს.
  2. შედით მომხმარებლით და პაროლით, რომელიც „აგენტები და მძღოლები“-ში მიეცით.
  3. ბრაუზერის მენიუდან → „მთავარ ეკრანზე დამატება“. ტელეფონზე გაჩნდება Activi-ის ხატულა და შემდეგ ჯერზე ერთი შეხებით გაიხსნება.

ყურადღება: შეკვეთის გასაგზავნად ტელეფონს ინტერნეტი სჭირდება. ოფლაინ რეჟიმი (შეკვეთა კავშირის გარეშე და შემდეგ გაგზავნა) ჯერ არ არის. სუსტ კავშირზე ჯერ შეკვეთა აკრიფეთ, მერე გააგზავნეთ, როცა კავშირი ჩნდება.

დღის მარშრუტი

დღის მარშრუტი: მაღაზიები რიგით, ნიშნები, დღის ჯამები
დღის მარშრუტი: მაღაზიები რიგით, ნიშნები, დღის ჯამები
  • სათაური — აგენტის სახელი და სამი ჩანართი: „მარშრუტი“, „ყველა მაღაზია“, „შეკვეთები“.
  • დღე — „ორშაბათი · ხვალ“; ‹ › ცვლის დღეს. პროგრამა თავად ხსნის დღევანდელ მარშრუტს. თუ დღეს მაღაზია არ არის (მაგ. კვირას), ხსნის პირველ მომდევნო დღეს, რომელსაც მარშრუტი აქვს.
  • დღის ჯამები:
  • „მაღაზია“ — რამდენი ჩაიარა / რამდენია დაგეგმილი;
  • „შეკვეთით“ — რამდენმა შეუკვეთა;
  • „შეკვეთები“ — დღის შეკვეთების თანხა;
  • „ვადაგადაც. ვალი“ — მარშრუტის მაღაზიების ვადაგადაცილებული ვალი.
  • მაღაზიები — რიგით („რიგი მარშრუტზე“). თითო ბარათზე ჩანს სახელი და მისამართი, მარჯვნივ კი გადახდის წესი ან ვალი („ვალი 247,16 ₾“, წითლად — „ვადაგ. …“).

მაღაზიის ნიშნები

ნიშანიმნიშვნელობა
რიცხვი (1, 2, 3…)ჯერ არ არის ნანახი
✓ და თანხაამ დღეს შეკვეთა დაიწერა
⊘ და „არ შეუკვეთა: მიზეზი“ვიზიტი იყო, შეკვეთის გარეშე
„მარშრუტის გარეთ“ეს მაღაზია ამ დღის მარშრუტზე არ იყო, მაგრამ აგენტი მაინც შევიდა

მაღაზიაზე შეხება ხსნის მის ბარათს (თავი შეკვეთა მაღაზიაში).

ყველა მაღაზია

ჩანართი „ყველა მაღაზია“ აჩვენებს აგენტის ყველა მაღაზიას, ძებნით (სახელი, კოდი, მისამართი, რაიონი). აქედან შეიძლება ნებისმიერ მაღაზიაში შეკვეთა, არა მხოლოდ დღის მარშრუტზე მყოფში. ასეთი ვიზიტი „მარშრუტის გარეთ“ ჩაიწერება.

ყველა მაღაზია: ძებნა და ვალები
ყველა მაღაზია: ძებნა და ვალები

შეკვეთები

ჩანართი „შეკვეთები“ აჩვენებს აგენტის ბოლო ორი კვირის შეკვეთებს: ნომერი, მაღაზია, მიტანის დღე, სტატუსი („ახალი“, „დადასტურებული“, „მანქანაზე“, „ჩაბარებული“, „ნაწილობრივ“, „უარი“) და თანხა. აგენტი ხედავს, მივიდა თუ არა მისი შეკვეთა მაღაზიაში.

აგენტის შეკვეთები სტატუსებით
აგენტის შეკვეთები სტატუსებით

ოფისიდან აგენტის ეკრანი

ადმინისტრატორი ან მენეჯერი ოფისის კომპიუტერზე ხსნის „ჩემ მარშრუტს“ და ზემოთ ირჩევს თანამშრომელს: 🧑‍💼 აგენტს ან 🚚 მძღოლს. ეკრანი ზუსტად ისე ჩანს, როგორც მის ტელეფონში: „ოფისიდან ხედავთ, როგორც ამ თანამშრომელს“. ასე ოფისს შეუძლია აგენტის მაგივრად შეკვეთის დაწერაც, მაგ. ტელეფონი რომ დაუჯდეს.

ოფისიდან: აგენტის არჩევა და მისი მარშრუტი
ოფისიდან: აგენტის არჩევა და მისი მარშრუტი

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: +995 322424022.