Activi
Activi Dist · თავი 23

ხშირი კითხვები და პრობლემების მოგვარება

Activi Dist — პრობლემების მოგვარება: აგენტი ვერ შედის ტელეფონიდან, მარშრუტი ცარიელია, ფასი არ ემთხვევა, შეკვეთა ვერ იგზავნება, დატვირთვისას შეკვეთა არ დაიწერა, ზედნადები RS.ge-ზე, ნაწილობრივი მიტანა, ნაღდი არ ემთხვევა, ლიცენზია და სხვა.

თუ პრობლემა აქ აღწერილი არ არის, გამოიყენეთ ღილაკი „დახმარება“ (თავი დახმარება და Activi Remote).

აგენტი და ტელეფონი

აგენტი ტელეფონიდან ვერ ხსნის პროგრამას

შეამოწმეთ:

  • ჩართულია თუ არა მთავარი კომპიუტერი და მასზე Activi Dist (ან ტრეიში);
  • ოფისის Wi-Fi-ში ტელეფონი იმავე ქსელშია თუ არა;
  • მისამართი სწორია თუ არა: http://IP:3054.

გარედან, მობილური ინტერნეტით, ოფისის კომპიუტერი არ ჩანს, თუ ბაზა სერვერზე არ არის ან როუტერზე პორტი არ არის გადამისამართებული (თავი ქსელი და ბაზები).

ბრაუზერი პაროლს ითხოვს, მომხმარებლამდე

ეს ბაზის კავშირის პაროლია, არა აგენტის. ის მოცემულია „პარამეტრები“ → „მონაცემები“ → „ბაზის კავშირის პაროლი“. ბრაუზერი მას 30 დღე იმახსოვრებს.

„თქვენ აგენტად არ ხართ დარეგისტრირებული“

ეს თანამშრომელი „თანამშრომლებში“ შეიქმნა, „აგენტები და მძღოლები“-ში კი არა. დაამატეთ იქ: „დამატება“ → იგივე მომხმარებელი. ან ძველი გამორთეთ და ახალი შექმენით აგენტის ფორმიდან.

მარშრუტი ცარიელია: „ამ დღეს მარშრუტზე მაღაზია არ არის“

აგენტს ამ დღეს მაღაზია არ აქვს. შეამოწმეთ მაღაზიების „ვიზიტის დღეები“ და „აგენტი“. ან ‹ ›-ით გადადით სხვა დღეზე; „ყველა მაღაზია“ ჩანართიდან კი ნებისმიერი მაღაზია იხსნება.

აგენტი სხვა აგენტის მაღაზიას ვერ ხედავს

ასეა ჩაფიქრებული: აგენტი მხოლოდ თავის მაღაზიებს ხედავს („ეს მაღაზია სხვა აგენტისაა“). თუ მაღაზია მოხვდა მეორეს, შეცვალეთ მისი აგენტი მაღაზიის ბარათში.

შეკვეთა ვერ იგზავნება

  • ინტერნეტი არ არის ან სუსტია. შეკვეთა ეკრანზე რჩება: გააგზავნეთ, როცა კავშირი გაჩნდება.
  • „მიტანის დღე წარსულშია“ — აირჩიეთ დღეს ან მომავალი დღე.
  • „შეკვეთა ცარიელია — დაამატეთ საქონელი“.

ფასები და ნაშთი

აგენტის კატალოგში ფასი სხვაა, ვიდრე კატალოგის გვერდზე

აგენტი ხედავს ამ მაღაზიის ფასს: მისი დონის (საცალო / საბითუმო / ქსელის) ფასს, მისი ფასდაკლების გამოკლებით, არჩეულ ერთეულზე (ცალი ან ყუთი). შეამოწმეთ მაღაზიის „ფასი“ და „ფასდაკლება (%)“.

ნაშთი კატალოგში ნაკლებია, ვიდრე „მარაგში“

კატალოგი აჩვენებს თავისუფალ ნაშთს: საწყობს, გამოკლებული სხვა ღია შეკვეთებით დაჯავშნული.

ოფისი

დატვირთვისას ერთი შეკვეთა არ დაიწერა

შედეგის ფანჯარაში მიზეზი წერია. ყველაზე ხშირად ესაა „არასაკმარისი მარაგი: … — თავისუფალია N ც“. ან შეცვალეთ რაოდენობა („შეცვლა“), ან მიიღეთ საქონელი („შესყიდვა“) და ხელახლა დატვირთეთ. შეკვეთა ოფისში რჩება.

„დატვირთული შეკვეთა აღარ იცვლება“

დატვირთვისას დოკუმენტი უკვე დაიწერა. ცვლილება ფორმდება მიტანისას („ნაწილობრივ“ ან „უარი“), ან მოგვიანებით, „დაბრუნება / გაცვლა“-ში.

ზედნადები RS.ge-ზე არ იგზავნება

„პარამეტრები“ → „ინტეგრაციები“ → შეიყვანეთ RS.ge-ს სერვის-მომხმარებელი. შემდეგ დოკუმენტში → „RS.ge ზედნადები“. მანქანა და მძღოლი უკვე შევსებულია, თუ შეკვეთა მძღოლზე დაიტვირთა.

ახალი მაღაზია კოდით ვერ ივსება

RS.ge-ს სერვის-მომხმარებელი არ არის შეყვანილი, ან ინტერნეტი არ არის. დასახელება ხელით ჩაწერეთ. ასევე შეამოწმეთ კოდი: 9 ციფრი კომპანიისთვის, 11 ფიზიკური პირისთვის.

„ამ საიდენტიფიკაციო კოდით კლიენტი უკვე არსებობს“

კლიენტი უკვე არის ბაზაში, მაგ. Build-ის დოკუმენტით შექმნილი. მოძებნეთ „მაღაზიებში“ ან „ვალებში“, ან დაამატეთ სხვა წერტილი კოდის გარეშე.

მიტანა და ფული

მძღოლი თავის ეკრანზე შეკვეთას ვერ ხედავს

შეკვეთა სხვა მძღოლზე, ან „მძღოლის გარეშე“ დაიტვირთა. ნახეთ შეკვეთის ბარათში, ველი „მძღოლი“. ჩაბარება ოფისიდანაც შეიძლება: შეკვეთა → „მიტანის დაფიქსირება“.

ნაწილობრივ ჩაბარების შემდეგ ვალი არ შემცირდა

ვალი მცირდება ჩამოტანილის თანხით, ჩაბარებულის კი რჩება. შეადარეთ შეკვეთის ბარათში სვეტი „ჩაბარდა“ და ჯამი.

აგენტის „ხელზე ნაღდი“ არ ემთხვევა ფულს

„აგენტები და მძღოლები“ → „ნაღდი ხელზე“ → შეადარეთ ქვითრები მაღაზიებს. ჩაბარება მხოლოდ მაშინ დააფიქსირეთ, როცა თანხა ემთხვევა.

ლიცენზია და ბაზა

„დისტრიბუცია თქვენს ლიცენზიაში არ შედის“

ლიცენზია სხვა Activi პროგრამისაა (მაგ. Build ან POS). Activi Dist-ს ლიცენზია მოდულით „დისტრიბუცია“ სჭირდება. დაგვიკავშირდით.

დემოში მონაცემები „ძველია“

დემო ბაზა შექმნის დღით ითვლის. თარიღები („დღეს“, „გუშინ“) მისი შექმნის დღის მიხედვითაა, ამიტომ მოგვიანებით გახსნილ დემოში ბოლო შეკვეთები რამდენიმე დღის წინანდელი ჩანს. ვარჯიშისთვის ეს ხელს არ უშლის.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: +995 322424022.