Activi
Activi Dist · თავი 16

ვალები, კონსიგნაცია, რეალიზაცია და გაყიდვის დოკუმენტები

დებიტორები Activi Dist-ში: სულ ვალი, ვადაგადაცილებული, რეალიზაციაზე, ვადის მიღწევამდე, ასაკი 1–30 / 31–60 / 60+ დღე, გადახდის მიღება, საბანკო ჩარიცხვები, რეალიზაციის ჟურნალი; გაყიდვის დოკუმენტების სია, ფილტრები და ახალი დოკუმენტი ოფისიდან.

ეს ორი გვერდი Activi Dist-ს Activi Build-ის საბითუმო ძრავიდან მოყვება. აქ თავს იყრის ყველა დოკუმენტი და ვალი: აგენტების შეკვეთებით დაწერილიც და ოფისიდან ხელით დაწერილიც.

ტერმინები

სიტყვარას ნიშნავს
კონსიგნაციასაქონელი გადაეცა, გადახდა გადავადებულია, ვადით (ნისია)
რეალიზაცია / რეალიზაციაზესაქონელი გადაეცა დაბრუნების უფლებით: მაღაზია იხდის გაყიდულს, გაუყიდავი ბრუნდება
გადარიცხვა (მოლოდინში)ელოდება საბანკო ჩარიცხვას
ვადაგადაცილებულიგადახდის ვადა გავიდა

მაღაზიის გადახდის წესი („კონსიგნაცია / ნისია (ვადით)“, „რეალიზაცია (დაბრუნების უფლებით)“) დატვირთვისას დოკუმენტის ზუსტად ამ სახეს ქმნის.

ვალები და კონსიგნაცია

მენიუ → „მთავარი“ → „ვალები და კონსიგნაცია“. ჩანართებია: „დებიტორები“, „რეალიზაციაზე“, „საბანკო ჩარიცხვები“.

ვალები და კონსიგნაცია: სულ ვალი, ვადაგადაცილებული, რეალიზაციაზე, ასაკი დღეებით
ვალები და კონსიგნაცია: სულ ვალი, ვადაგადაცილებული, რეალიზაციაზე, ასაკი დღეებით

ზედა ბარათები:

  • „სულ ვალი“ — დებიტორების რაოდენობით;
  • „ვადაგადაცილებული“;
  • „რეალიზაციაზე“;
  • „ვადის მიღწევამდე“.

ცხრილი, თითო მაღაზიაზე:

სვეტიმნიშვნელობა
კლიენტისახელი, ს/კ, ტელეფონი
ვალიჯამი და ლიმიტი
ვადაგადაცილ.თანხა და დღეები, წითლად
1–30 / 31–60 / 60+ვადაგადაცილების ასაკი
შემდეგი ვადაუახლოესი გადახდის თარიღი
რეალიზაციაზერეალიზაციით გაცემულის ჯამი
ბოლო გადახდათარიღი და თანხა

სტრიქონის ბოლოს არის გადახდის მიღება (💵) და ბეჭდვა (🖨). ფილტრები: „ყველა“, „ვადაგადაცილებული“, „რეალიზაციით“, და ძებნა.

გადახდის მიღება ოფისში

  1. 💵 მაღაზიის სტრიქონთან.
  2. თანხა და ფორმა (ნაღდი / ბანკი).
  3. „შენახვა“. თანხა ჯერ ძველ დოკუმენტებს ფარავს.

საბანკო ჩარიცხვები

ჩანართი „საბანკო ჩარიცხვები“ იღებს ბანკის ამონაწერს: CSV ან Excel, როგორც TBC ან საქართველოს ბანკი გასცემს. პროგრამა თითო შემოსულ ჩარიცხვას თავად უძებნის პატრონს: დოკუმენტის ნომრით დანიშნულებაში („S-00335“), გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდით, სახელით ან თანხით. ერთი დაჭერით ჩარიცხვა ხდება ამ მაღაზიის გადახდა, ვალი მცირდება და ჯერ ძველი დოკუმენტები იფარება.

რეალიზაციის ჟურნალი

„რეალიზაციის ჟურნალი“ აჩვენებს, რა გაიცა რეალიზაციაზე, რა გაიყიდა, რა დაბრუნდა და რა რჩება მაღაზიაში. რეალიზაციის დაბრუნება და დახურვა ფორმდება დოკუმენტის ბარათიდან.

გაყიდვის დოკუმენტები

მენიუ → „გაყიდვის დოკუმენტები“. ეს არის ყველა გაყიდვის დოკუმენტის სია, სათაურით „რეალიზაცია“.

გაყიდვის დოკუმენტები: ნომერი, თარიღი, მყიდველი, გადახდა, თანხა, დღგ, დარჩა, ვადა, სტატუსი, ზედნადები
გაყიდვის დოკუმენტები: ნომერი, თარიღი, მყიდველი, გადახდა, თანხა, დღგ, დარჩა, ვადა, სტატუსი, ზედნადები
  • პერიოდი: დღეს / 7 დღე / ეს თვე / წინა თვე / წელი, ან თარიღებით.
  • „ყველა სახე“ — კონსიგნაცია, რეალიზაცია, გადარიცხვა…
  • „ყველა სტატუსი“ — გადასახდელი, ვადაგადაცილებული, გადახდილი, რეალიზაციაზე.
  • ძებნა — №, მყიდველი, ს/კ, მიმღები, ზედნადები.

„გახსნა / ბეჭდვა“ (Enter) ხსნის დოკუმენტს (თავი აკრეფის სია და დატვირთვა), „ასლი“ კი ქმნის ახალს იგივე სტრიქონებით.

დოკუმენტი ოფისიდან, შეკვეთის გარეშე

„ახალი დოკუმენტი“ (Ins) — როცა მაღაზია საწყობიდან თავად იღებს, ან საქონელი შეკვეთის გარეშე გადის:

  1. მყიდველი: კომპანია საიდენტიფიკაციო კოდით, ან ფიზიკური პირი.
  2. საქონელი, ერთეული და რაოდენობა. ფასი ისმება მყიდველის დონით.
  3. გადახდა: ნაღდი / ბარათი, კონსიგნაცია, რეალიზაცია ან გადარიცხვა, ვადით.
  4. „შენახვა“ — დოკუმენტი, ფაქტურა, ვალი; ზედნადები — დოკუმენტის ბარათიდან.

ასეთი დოკუმენტი „შეკვეთებში“ არ ჩანს, მაგრამ მაღაზიის ვალში და ბარათში ჩანს.

შენიშვნა: დაბრუნება შეკვეთის გარეშე (მაგ. მაღაზიამ ერთი კვირის შემდეგ დააბრუნა დაზიანებული ყუთი) ფორმდება გვერდზე „დაბრუნება / გაცვლა“: დოკუმენტის ნომრით, სტრიქონების არჩევით. თანხა ვალს აკლდება, საქონელი საწყობში ბრუნდება.

ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: +995 322424022.