მართვის პანელი: გეგმა, აგენტები, ვალები და „მძინარე“ მაღაზიები
Activi Dist-ის მართვის პანელი: თვის გაყიდვა გეგმასთან, ვალი მაღაზიებზე და ვადაგადაცილება, აღებული თანხა, ვიზიტები და კონვერსია, ოფისში და გზაში მყოფი შეკვეთები, აგენტების ცხრილი, გაყიდვა დღეებით, ტოპ საქონელი და მაღაზიები, „მძინარე“ მაღაზიები.
„მართვის პანელი“ ხელმძღვანელის მთავარი ეკრანია: ერთი თვე ერთ გვერდზე. ადმინისტრატორი და მენეჯერი შესვლისთანავე აქ ხვდება. თვე იცვლება ზედა მარჯვენა კუთხეში, ღილაკებით ‹ და ›.

ზედა ბარათები
| ბარათი | რას აჩვენებს |
|---|---|
| გაყიდვა (თვე) | თვის ყველა გაყიდვის დოკუმენტის ჯამი, დაბრუნების გამოკლებით; ქვემოთ — გეგმა (აქტიური აგენტების გეგმების ჯამი) და შესრულება % |
| ვალი მაღაზიებზე | მაღაზიების მთლიანი დავალიანება ახლა; ქვემოთ — რამდენია ვადაგადაცილებული |
| აღებული თანხა (თვე) | თვეში აღებული ნაღდი და გადარიცხვა მაღაზიებიდან |
| ვიზიტები | აგენტების ვიზიტები თვეში; ქვემოთ — რამდენი % დასრულდა შეკვეთით |
მეორე რიგის ბარათებზე დაჭერა შესაბამის სიას ხსნის:
- ახალი შეკვეთები — აგენტებმა გამოგზავნეს, ოფისს ჯერ არ დაუდასტურებია → „შეკვეთები“, ფილტრი „ახალი“;
- დასატვირთი — დადასტურებული, ელოდება მანქანას → ფილტრი „დასატვირთი“;
- მანქანებზე (გზაში) — დატვირთული, ჯერ არ ჩაბარებული → ფილტრი „მანქანაზე“;
- „მძინარე“ მაღაზიები — 30 დღე შეკვეთის გარეშე → „მაღაზიები და მარშრუტები“, ფილტრი „30 დღე“.
აგენტების ცხრილი
თითო აგენტზე:
| სვეტი | მნიშვნელობა |
|---|---|
| აგენტი | სახელი თავისი ფერით და მაღაზიების რაოდენობა |
| გეგმის შესრულება | ზოლი და პროცენტი: წითელი — 70%-ზე ნაკლები, ნარინჯისფერი — 70–99%, მწვანე — 100% და მეტი; ქვემოთ — თვის გეგმა |
| გაყიდვა | მისი შეკვეთებიდან დაწერილი დოკუმენტების ჯამი, დაბრუნების გამოკლებით |
| შეკვეთა / ვიზიტი | რამდენი შეკვეთა დაწერა და რამდენ მაღაზიაში იყო |
| კონვერსია | რამდენი % ვიზიტი დასრულდა შეკვეთით |
| აღებული | რამდენი აიღო ვალიდან |
| მაღაზიების ვალი | მისი მაღაზიების დავალიანება ახლა |
| ხელზე ნაღდი | აღებული ნაღდი, რომელიც ოფისში ჯერ არ ჩაუბარებია |

ქვედა ბლოკები
- გაყიდვა დღეების მიხედვით — სვეტი თითო დღეზე; მაუსის მიტანით ჩანს თარიღი და თანხა.
- ტოპ საქონელი — თვის 10 ყველაზე გაყიდვადი საქონელი, რაოდენობით და თანხით.
- ტოპ მაღაზიები — ვინ იყიდა ყველაზე მეტი.
- „მძინარე“ მაღაზიები — ვისაც 30 დღეა არ შეუკვეთავს: აგენტი და ბოლო შეკვეთის დღე.
რჩევა: „მძინარე“ მაღაზიების სია ყოველ კვირას გადახედეთ აგენტებთან ერთად. ხშირად ერთი ზარი ან დამატებითი ვიზიტი საკმარისია, რომ მაღაზია დაბრუნდეს. მიზეზს ვიზიტების ისტორიაში ნახავთ (თავი მაღაზიის ბარათი).
გეგმა საიდან მოდის
თვის გეგმა თითო აგენტს „აგენტები და მძღოლები“ გვერდზე ეწერება, ლარში (თავი აგენტები და მძღოლები). ბარათი „გაყიდვა (თვე)“ აჩვენებს აქტიური აგენტების გეგმების ჯამს. გეგმა ყველა თვისთვის ერთია, სანამ არ შეცვლით.
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: +995 322424022.