აკრეფის სია და დატვირთვა: დოკუმენტი, ფაქტურა და RS.ge ზედნადები
საწყობის აკრეფის სია Activi Dist-ში — ჯამი ყუთებით და ცალებით, თითო შეკვეთა ცალკე; დატვირთვა მძღოლზე — გაყიდვის დოკუმენტი, ანგარიშ-ფაქტურა, ვალი ვადით, RS.ge ზედნადები მანქანით და მძღოლით, არასაკმარისი მარაგი, დოკუმენტის ბეჭდვა და ელ. ფოსტა.
აკრეფის სია
- „შეკვეთები“ → მიტანის დღე, მაგ. „ხვალ“ → სტატუსი „დასატვირთი“ (ან „ოფისში“).
- მონიშნეთ შეკვეთები (☐ სათაურში ყველას მონიშნავს) → „აკრეფის სია“.
- ფურცელი პრინტერზე იბეჭდება.
ფურცელზე:
- ჯამი: თითო საქონელზე კოდი, დასახელება, სულ (ცალებში), ყუთი (მაგ. „3 კოლოფი × 12“), ცალი (რაც ყუთს არ ავსებს), რამდენ შეკვეთაშია, და ✓ სვეტი მოსანიშნად. თუ საწყობში არ ყოფნის, ჩანს „⚠ ნაშთი არ ყოფნის“.
- თითო შეკვეთა ახალი გვერდიდან: ნომერი, მაღაზია, მისამართი, თანხა და სტრიქონები ✓-ით. მძღოლი ამით ალაგებს მანქანაში.

რჩევა: ჯამით საწყობი ერთხელ აგროვებს მთელ საქონელს, თითო შეკვეთის გვერდით კი ანაწილებს მაღაზიებზე. ერთ შეკვეთაზე აკრეფის სია მისი ბარათიდანაც იბეჭდება.
დატვირთვა
დატვირთვა არის მომენტი, როცა შეკვეთა გაყიდვად იქცევა.
- „შეკვეთები“ → მონიშნეთ ახალი ან დადასტურებული შეკვეთები, რომლებიც ერთ მანქანაში მიდის.
- „დატვირთვა“.
- „მძღოლი და მანქანა“ — აირჩიეთ მძღოლი, მაგ. „დავით ხუციშვილი · TB-777-GE“. „— მძღოლის გარეშე (თვითგატანა) —“ ნიშნავს, რომ მაღაზია თავად წაიღებს.
- „დატვირთვა“.

თითო შეკვეთისთვის პროგრამა:
- წერს გაყიდვის დოკუმენტს (ზედნადები-ანგარიში
S-00601), მაღაზიის ფასებით; - ჩამოწერს საქონელს საწყობიდან;
- ჩაწერს თანხას მაღაზიის ვალად, ვადით: „ნაღდი მიტანისას“ — დღევანდელი; „კონსიგნაცია / ნისია“ — „დოკუმენტების პარამეტრების“ დღეები; რეალიზაცია და გადარიცხვა — თავისი წესით;
- წერს ანგარიშ-ფაქტურას;
- ავსებს ზედნადების მანქანას და მძღოლს.
შედეგის ფანჯარა აჩვენებს, რომელი შეკვეთიდან რომელი დოკუმენტი დაიწერა („D-00614 → S-00601…“), და რომელი ვერ დაიწერა და რატომ.

ყურადღება: თუ საწყობში საქონელი არ ყოფნის („არასაკმარისი მარაგი: მინერალური წყალი 1ლ — თავისუფალია 36 ც“), ეს შეკვეთა არ იტვირთება და ოფისში რჩება. შეცვალეთ რაოდენობა („შეცვლა“) ან ჯერ მიიღეთ საქონელი („შესყიდვა“) და ხელახლა დატვირთეთ.
მანქანაზე
ფილტრი „მანქანაზე“ აჩვენებს დატვირთულ, ჯერ ჩაუბარებელ შეკვეთებს, მძღოლით და დოკუმენტის ნომრით. იგივე შეკვეთები ჩანს მძღოლის ტელეფონში (თავი მიტანა).

დოკუმენტი, ზედნადები, ფაქტურა
დატვირთული შეკვეთის ბარათში ჩანს მძღოლი და მანქანა, ღილაკები კი არის „დოკუმენტი S-…“ და „მიტანის დაფიქსირება“.

„დოკუმენტი S-…“ ხსნის გაყიდვის დოკუმენტს:
- მყიდველი, საიდენტიფიკაციო კოდით და მისამართით;
- მიმღები / მიწოდება, ავტომობილით და მძღოლით;
- სტრიქონები ერთეულით („1 კოლოფი = 12 ც“);
- ჯამი, მათ შორის დღგ;
- თანხა სიტყვიერად;
- გადახდის ვადა.

დოკუმენტის ღილაკები:
| ღილაკი | რას აკეთებს |
|---|---|
| „გადახდის მიღება“ | გადახდა ოფისში ამ დოკუმენტზე |
| „RS.ge ზედნადები“ | ზედნადების გაგზავნა RS.ge-ზე (საჭიროა სერვის-მომხმარებელი, „პარამეტრები“ → „ინტეგრაციები“) |
| „ანგარიშ-ფაქტურა“ | ფაქტურის ნახვა / ბეჭდვა |
| „ჩეკი“ | ჩეკის ბეჭდვა |
| „გაუქმება“ | დოკუმენტის გაუქმება (საქონელი ბრუნდება, ვალი იხსნება) |
| „ელ. ფოსტით“ | PDF-ის გაგზავნა მაღაზიისთვის |
| „ბეჭდვა / PDF“ | ბეჭდვა ან PDF-ად შენახვა |
შენიშვნა: ყველა დოკუმენტი ასევე ჩანს გვერდზე „გაყიდვის დოკუმენტები“ (თავი ვალები და დოკუმენტები).
ვერ იპოვეთ პასუხი? დააჭირეთ პროგრამაში დახმარების ღილაკს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: +995 322424022.