Activi POS
მაღაზია
მაღაზია, რესტორანი, სწრაფი კვება, ავტონაწილები, სასტუმრო, ლომბარდი, კლინიკა, გასართობი ცენტრი, რიგის სისტემა და ბუღალტრული პროგრამა — ქართული პროგრამები ერთი გუნდისგან. სალარო, საწყობი, ბუღალტერია, RS.ge და ფისკალური ყველაში ჩაშენებულია.
აირჩიეთ პროგრამა თქვენი საქმისთვის; ბუღალტერია და ყველა მოდული ერთ ბაზაზე მუშაობს.
გაყიდვა შტრიხკოდით ან სენსორული ეკრანით, საწყობი, მომწოდებლები, RS.ge ზედნადებები, ფისკალური აპარატი და ბარათის ტერმინალი — სწრაფი, ქართული და ინტერნეტის გარეშეც მომუშავე.
დეტალურადდარბაზები და მაგიდები, შეკვეთები, სამზარეულოს ეკრანი და პრინტერები, რეცეპტები და ინგრედიენტების ჩამოწერა — ყველაფერი, რაც ცვლას სჭირდება.
დეტალურადშეკვეთა სამ შეხებაში, კომბო და დამატებები, სამზარეულოს ეკრანი ყოველ სადგურზე ტაიმერებით და ტელევიზორი დარბაზში — „მზადდება“ და „მზადაა“ დიდი ნომრებით და ქართული ხმით. როგორც დიდ ქსელებში — თქვენი ობიექტისთვის.
დეტალურადჩაწერეთ VIN, ნომერი ან OEM კოდი — პროგრამა იპოვის ნაწილს, მის ანალოგებს და იმას, რაც ამ მანქანას ერგება. ზეთი და ფილტრები ძრავის მიხედვით, მომწოდებლების ფასები Excel-იდან, სალარო, საწყობი და ბუღალტერია — ერთ პროგრამაში.
დეტალურადგაყიდეთ მეტრით, კვადრატით, კილოთი ან ყუთით; საცალო, საბითუმო და ხელოსნის ფასი თავად ისმება კლიენტის მიხედვით. ფასის შეთავაზება, შეკვეთა ავანსით, მიტანა მძღოლით და ხელოსნების ანგარიშები — სალაროსთან, საწყობთან და ბუღალტერიასთან ერთად.
დეტალურადსართულები და ნომრები, ჯავშნები და შესახლება, სტუმრის ანგარიში — მინიბარი და მომსახურება ნომერზე, ერთი ღილაკით გაწერა.
დეტალურადსესხის პირობები თქვენი წესით — პერიოდი, პროცენტი, საკომისიო, ჯარიმა, ვადაგადაცილება. კლიენტები პირადი ნომრით, საწყობი, iPhone ტარების უფლებით, სალაროები და ცვლები.
დეტალურადბავშვის შემოსვლა ერთ წუთში — სამაჯური, პაკეტი, გადახდა. დარჩენილი დრო ყველას ეკრანზე ჩანს ფერებითა და ხმით, ჯგუფები და კლიენტის ბარათები, კაფე და საწყობი — ერთ პროგრამაში.
დეტალურადექიმების კალენდარი და ონლაინ ჩაწერა, პაციენტის ელექტრონული ბარათი, ვიზიტი ICD-10-ით, ფორმები IV-100/ა და IV-200-ა, ლაბორატორია, რენტგენი და ფაილები, SMS შეხსენებები, დაზღვევა, სალარო და ანგარიშები — ერთ პროგრამაში, მრავალპროფილიანი და ამბულატორიული კლინიკისთვის.
დეტალურადკბილის რუკა ზედაპირებით, მკურნალობის გეგმა ეტაპებით და ალტერნატივებით, ორთოდონტია, იმპლანტები და პაროდონტის ჩარტი, რენტგენი და ფოტოები, კალენდარი, SMS და ონლაინ ჩაწერა — ერთ პროგრამაში, თქვენს კლინიკაში.
დეტალურადჩაწერის კალენდარი ოსტატების მიხედვით, ცოცხალი რიგი TV ეკრანით, კლიენტის ბარათი ისტორიით და ფოტოებით, აბონემენტები და სასაჩუქრე ბარათები, ოსტატების საკომისიოები და SMS შეხსენებები — სალაროსთან, პროდუქციის გაყიდვასთან და ანგარიშებთან ერთად.
დეტალურადკლიენტი იღებს ბილეთს კიოსკიდან ან ტელეფონში, ეკრანზე და ხმით იძახებთ შემდეგს, თქვენ კი ხედავთ ლოდინის დროს, ოპერატორების დატვირთვას და შეფასებებს — კლინიკაში, მიკროსაფინანსოში, სწრაფი კვების ობიექტზე თუ ნებისმიერ მომსახურების დარბაზში.
დეტალურადქართული ნომერი წამებში, შიდა ნომრები თანამშრომლებისთვის, ხმოვანი მენიუ და ზარების რიგი, ჩანაწერები — ღრუბელში, აპარატურის გარეშე. AI ასისტენტი კი ზარებს 24/7 იღებს, კლიენტს ქართულად ესაუბრება, შეხვედრას ჯავშნის და ყოველი საუბრის ანგარიშს Telegram-ში გიგზავნით.
დეტალურადActivi Remote ჩვენს მხარდაჭერას თქვენს ეკრანთან აკავშირებს: გვეუბნებით ნომერს, ვუკავშირდებით და პრობლემას იქვე ვაგვარებთ — პრინტერი, ბაზა, RS.ge თუ პროგრამის დაყენება.
დეტალურადორმაგი ჩანაწერი, მარაგები, ხელფასი, ძირითადი საშუალებები, ორი საბაზო ვალუტა, SARAS და RS.ge — ცალკე პროგრამად ან Activi-ის ნებისმიერ პროგრამაში. ბრუნვითი უწყისის ყოველი ციფრი გატარებამდე, დოკუმენტამდე და მის ავტორამდე იხსნება.
დეტალურადბევრი სალარო და ფილიალი, რამდენიმე ბაზა ერთ სერვერზე, ყველა მოდული, პრიორიტეტული მხარდაჭერა და ინტეგრაციები თქვენს სისტემებთან.
დეტალურადაირჩიეთ — ნახეთ პროგრამა და ფასი.
ყველაფერი, რაც ყოველდღიურ მუშაობას სჭირდება — ზედმეტის გარეშე.
ბაზა თქვენს კომპიუტერზეა — სალარო არ ჩერდება, როცა ინტერნეტი ითიშება.
ზედნადებები, ანგარიშ-ფაქტურები და ფისკალური ჩეკი — კანონის მოთხოვნით.
შტრიხკოდი, სენსორული ეკრანი, ცხელი ღილაკები — გაყიდვა წამებში.
ყოველი ოპერაცია ავტომატურად ტარდება ორმაგი ჩანაწერით.
როლები და უფლებები, ავტომატური და დაშიფრული ბექაპი.
დახმარების ღილაკი პროგრამაშივე და დისტანციური დახმარება.
Activi უკავშირდება იმას, რაც სალაროსთან უკვე გაქვთ — ცალკე პროგრამების გარეშე.
49 ₾-დან თვეში — და პირველი 1 თვე უფასოდ.
დამატებითი სალარო +15 ₾ / თვე
1 თვე უფასოდდამატებითი სალარო +12 ₾ / თვე
1 თვე უფასოდფასი დამოკიდებულია სალაროებზე და ინტეგრაციებზე
1 თვე უფასოდფასები მოცემულია დღგ-ს გარეშე. ინსტალაცია და სწავლება დისტანციურად — უფასოდ; აპარატურა (პრინტერი, სკანერი, ფისკალური აპარატი) ფასში არ შედის.
Activi Queue — ელექტრონული რიგი: ბილეთი კიოსკიდან, QR-ით ან SMS-ით, ეკრანი და ქართული ხმოვანი გამოძახება, ოპერატორის პანელი, წინასწარი ჩაწერა, შეფასება და სტატისტიკა. კლინიკებისთვის, მიკროსაფინანსოებისთვის, სწრაფი კვებისთვის.
Activi MED — კლინიკის პროგრამა: პაციენტები პირადი ნომრით, ამბულატორიული ვიზიტი და ICD-10, სერვისები და ექიმები, დაზღვევა და თანაგადახდა, ავანსი და დავალიანება, განრიგი და დღის სვოდკა.
პრაქტიკული გზამკვლევი მცირე ბიზნესის მფლობელისთვის: გაყიდვები, შესყიდვები, სალარო, ბანკი, მარაგი, ხელფასი და ძირითადი საშუალებები, Excel თუ პროგრამა, თვის საკონტროლო სია და თანამშრომლობა ბუღალტერთან.
დააინსტალირეთ პროგრამა და იმუშავეთ სრული შესაძლებლობებით ერთი თვე — ბარათის და ვალდებულების გარეშე. თუ მოგეწონათ, აირჩევთ პაკეტს; მონაცემები ადგილზე რჩება.
Windows 10 და 11-ზე. ერთი კომპიუტერი ინახავს ბაზას, დანარჩენი სალაროები ქსელით უკავშირდებიან.
სალარო აგრძელებს მუშაობას — ბაზა თქვენს კომპიუტერზეა. ინტერნეტი საჭიროა RS.ge-სთვის, განახლებებისთვის და ღრუბლოვანი ბექაპისთვის.
პროგრამა თავად ამოწმებს ახალ ვერსიას და ერთი ღილაკით განახლდება; მონაცემები ადგილზე რჩება.
ბაზის ავტომატური ასლი კეთდება კომპიუტერზე, სურვილისამებრ — დაშიფრული ასლი ჩვენს სერვერზეც. მომხმარებლებს აქვთ როლები და უფლებები.
დიახ — ყოველ ბიზნესს თავისი ცალკე ბაზა აქვს, და მათ შორის გადართვა პროგრამიდანვე ხდება.
დარეგისტრირდით — დაგიკავშირდებით, დაგიყენებთ პროგრამას და პირველი 1 თვე უფასოდ იმუშავებთ.
გამარჯობა! 👋 რით შეგვიძლია დაგეხმაროთ? მოგვწერეთ აქ — პასუხს ამავე ფანჯარაში მიიღებთ.