Activi
Activi Dist

დისტრიბუციის პროგრამა — აგენტები, შეკვეთა ტელეფონიდან და მაღაზიების ვალები

როგორ მართოთ დისტრიბუცია ქაღალდისა და Viber-ის გარეშე: აგენტის მარშრუტი, შეკვეთა ტელეფონიდან, აკრეფა, ზედნადები, მიტანა და მაღაზიების ვალების კონტროლი.

დისტრიბუციის კომპანიის დღე ასე იწყება: აგენტები რაიონებში დადიან, მაღაზიებში შეკვეთებს აგროვებენ, საღამოს კი ოფისში ქაღალდები, Viber-ის ფოტოები და ზარები გროვდება. ვიღაც ამას პროგრამაში ხელით გადაიტანს, საწყობი მეორე დილით აკრეფს, ზედნადებებიც ხელით იწერება — და მხოლოდ თვის ბოლოს ირკვევა, რომელ მაღაზიას რამდენი ვალი დაუგროვდა. ამ სტატიაში ვხსნით, როგორ ააწყოთ დისტრიბუცია ისე, რომ შეკვეთა მაღაზიიდან ოფისამდე და ფული მაღაზიიდან სალარომდე ერთ სისტემაში მოძრაობდეს.

თუ თავად პროგრამის მიმოხილვა გაინტერესებთ — ეკრანებით და ფასებით — იხილეთ Activi Dist. აქ ყურადღება პრაქტიკაზეა: სად იკარგება დრო და ფული, და როგორ ვაბრუნებთ მათ.

სად იკარგება დრო და ფული დისტრიბუციაში

ყველა დისტრიბუტორს ერთი და იგივე პრობლემები აქვს, მხოლოდ მასშტაბი განსხვავდება:

  • შეკვეთა ორჯერ იწერება — ჯერ აგენტის რვეულში ან ტელეფონში, მერე ოფისში პროგრამაში. ყოველი გადაწერა შეცდომის შანსია: არასწორი რაოდენობა, ყუთის ნაცვლად ცალი, სხვა ფასი;
  • ფასი ყველას სხვადასხვა აქვს — ქსელს ფასდაკლება, პატარა მაღაზიას საბითუმო ფასი, და აგენტს ეს ყველაფერი თავში უნდა ჰქონდეს;
  • ვალი არავინ იცის ზუსტად — აგენტი ახალ შეკვეთას იღებს მაღაზიისგან, რომელსაც ორი კვირის ვადაგადაცილებული ვალი აქვს;
  • ზედნადები და ფაქტურა ხელით იწერება — ყოველი შეკვეთისთვის, ყოველ დილით;
  • ნაღდი ფული აგენტთან რჩება და გაურკვეველია, რამდენი აიღო, რამდენი ჩააბარა;
  • „მძინარე“ მაღაზიები — ისინი, ვინც ერთ თვეზე მეტია აღარ უკვეთავს, — ხშირად მაშინ შეიმჩნევა, როცა უკვე კონკურენტთან არიან.

თუ ამ სიიდან ორი-სამი პუნქტი თქვენზეა, ქაღალდიდან სისტემაზე გადასვლა სწრაფად ამართლებს.

როგორ მუშაობს დისტრიბუცია Activi Dist-ში — ექვსი ნაბიჯი

1. მარშრუტი: ვინ, სად და როდის

ყოველ მაღაზიას ჰყავს თავისი აგენტი და ვიზიტის დღეები — მაგალითად, ორშაბათი და ხუთშაბათი. აგენტი დილით ტელეფონში ხედავს დღის მარშრუტს: რომელ მაღაზიებში უნდა შევიდეს, რამდენი ჩაიარა და რამდენი შეკვეთა დაწერა. ხელმძღვანელი კი ერთ ცხრილში ხედავს მთელი გუნდის კვირის მარშრუტებს.

2. შეკვეთა მაღაზიაში — ტელეფონიდან

აგენტი პროგრამას ტელეფონის ბრაუზერში ხსნის — აპის დაყენება არ სჭირდება — და შეკვეთას მაღაზიაშივე წერს. კატალოგი კატეგორიებითაა, ძებნით; საქონელი ყუთით ან ცალით შეიძლება, ნაშთიც ჩანს. ფასი მაღაზიის დონის მიხედვით თავისით ისმება — საცალო, საბითუმო ან ქსელის (VIP), საკუთარი ფასდაკლებით. აგენტს ფასების ცხრილის დამახსოვრება აღარ სჭირდება.

თუ მაღაზიამ არ შეუკვეთა, ვიზიტი მაინც იწერება — მიზეზით: მარაგი აქვს, ფული არ აქვს, მფლობელი არ დახვდა, კონკურენტისგან იღებს. თვის ბოლოს ეს ციფრები ბევრს გეტყვით იმაზე, რატომ არ იზრდება გაყიდვა.

3. ოფისი: დადასტურება და აკრეფის სია

შეკვეთა ოფისში მაშინვე ჩანს. ოპერატორი ადასტურებს — რამდენიმეს ერთად — და საწყობისთვის ბეჭდავს აკრეფის სიას: ჯერ ჯამი ყუთებით და ცალებით, მერე თითო შეკვეთის სტრიქონები დასატვირთად. ტელეფონით მიღებული შეკვეთაც აქვე იწერება, იმავე ფასებით.

4. დატვირთვა: დოკუმენტი, ფაქტურა და ზედნადები ერთად

აქ ზოგავს დისტრიბუტორი ყველაზე მეტ დროს. მანქანაზე დატვირთვისას ირჩევთ მძღოლს და მანქანას, და თითო შეკვეთა თავისით ხდება გაყიდვის დოკუმენტი: საქონელი საწყობიდან ჩამოიწერება, თანხა მაღაზიის ვალად ვადით ჩაიწერება, გამოიწერება ანგარიშ-ფაქტურა. RS.ge-ს ზედნადებში მანქანა და მძღოლი უკვე შევსებულია — ხელით გადაწერა აღარ არის.

5. მიტანა: სრულად, ნაწილობრივ ან უარი

მძღოლი ტელეფონზე ხედავს, რა შეკვეთები აქვს მანქანაზე. მაღაზიაში აფიქსირებს: ჩააბარა სრულად, ნაწილობრივ, ან მაღაზიამ უარი თქვა. თუ საქონლის ნაწილი უკან ჩამოიტანა, ის საწყობში ბრუნდება, დოკუმენტი და მაღაზიის ვალი კი თავისით მცირდება. „ნაღდი მიტანისას“ შეკვეთაზე მძღოლი თანხას ადგილზე იღებს.

6. ფული: ვალის აღება და ნაღდის ჩაბარება

აგენტი ვალს ნაღდით ან გადარიცხვით იღებს. თანხა ჯერ ყველაზე ძველ დოკუმენტს ფარავს — ასე ვადაგადაცილება ყოველთვის სწორად ითვლება, — მაღაზიას კი ქვითარი რჩება. ნაღდი აგენტზე ირიცხება, სანამ ოფისში არ ჩააბარებს: ხელმძღვანელი ყოველთვის ხედავს, ვის რამდენი აქვს ხელზე.

მაღაზიების ვალები: ლიმიტი, ვადა და გაფრთხილება

ვალის კონტროლი დისტრიბუციაში მთავარია: ზოგ მაღაზიას ნაღდით აწვდით, ზოგს ნისიით (კონსიგნაციით) ვადით, ზოგს რეალიზაციაზე, დაბრუნების უფლებით, ზოგს კი გადარიცხვით. ამიტომ თითო მაღაზიას აქვს:

  • გადახდის წესი — ნაღდი მიტანისას, ნისია (კონსიგნაცია ვადით), რეალიზაცია ან გადარიცხვა;
  • კრედიტის ლიმიტი — რამდენზე მეტი ვალი არ უნდა დაუგროვდეს;
  • ვადები — ყოველ დოკუმენტს თავისი გადახდის თარიღი აქვს.

როცა აგენტი შეკვეთას წერს მაღაზიისთვის, რომელსაც ვადაგადაცილებული ვალი აქვს, ან ახალი შეკვეთით ლიმიტს გადააჭარბებს, ეკრანზე გაფრთხილება ჩნდება. მაღაზიის ბარათზე ჩანს ვალი, ვადაგადაცილება დღეებით, გადასახდელი დოკუმენტები და ბოლო შეკვეთები; შედარების აქტი და ვალის ბარათი ერთი დაჭერით იბეჭდება.

აგენტების გეგმა და „მძინარე“ მაღაზიები

ხელმძღვანელისთვის მართვის პანელი ერთ ეკრანზე აჩვენებს თვის გაყიდვას გეგმასთან შედარებით და თითო აგენტის შედეგს: გეგმის შესრულება პროცენტით, შეკვეთები, ვიზიტები და რამდენი დასრულდა შეკვეთით (კონვერსია), აღებული თანხა, მისი მაღაზიების ვალი და ხელზე არსებული ნაღდი.

იქვეა „მძინარე“ მაღაზიები — ისინი, ვისაც 30 დღეა არაფერი შეუკვეთავს. ეს სია ყოველ კვირას უნდა გადაიხედოს: ხშირად ერთი ზარი ან აგენტის დამატებითი ვიზიტი საკმარისია, რომ მაღაზია დაბრუნდეს.

როგორ დავიწყოთ

  1. კატალოგი — საქონელი ერთეულებით: ცალი და ყუთი (რამდენი ცალია ყუთში), ფასის დონეები. ბევრი პოზიცია Excel-იდან შემოდის.
  2. მაღაზიები — საიდენტიფიკაციო კოდით: სახელს RS.ge და რეესტრი ავსებს; მიუთითეთ აგენტი, ვიზიტის დღეები, გადახდის წესი და ლიმიტი.
  3. აგენტები და მძღოლები — თითოს თავისი მომხმარებელი, თვიური გეგმა; მძღოლს — მანქანის ნომერი.
  4. ბაზა სერვერზე — რომ აგენტებმა ტელეფონიდან გარედანაც შეძლონ შესვლა; ბაზას დაკავშირების პაროლი იცავს. ოფისის პროგრამა ლოკალურ ქსელში ინტერნეტის გარეშეც მუშაობს.

სანამ საკუთარ მონაცემებს შეიტანთ, სცადეთ დემო ბაზა: მასში უკვე არის 48 მაღაზია, 4 აგენტი, 2 მძღოლი და ორი თვის ისტორია — შეკვეთებით, მიტანებით და ვალებით.

შეჯამება

დისტრიბუციაში ყველაზე ძვირი გადაწერაა: შეკვეთის, ზედნადების, ვალის. როცა შეკვეთა ერთხელ იწერება — მაღაზიაში, აგენტის ტელეფონიდან — და იქიდან თავისით იქცევა დოკუმენტად, ფაქტურად, ზედნადებად და ვალად, ოფისი ქაღალდებს აღარ ეჭიდება და ფულიც კონტროლდება.

Activi Dist აერთიანებს აგენტების ტელეფონს, ოფისს, საწყობს, მძღოლებს და მაღაზიების ვალებს ერთ ბაზაში, Activi სამშენებლოს საბითუმო დოკუმენტებით, RS.ge-თი და ბუღალტერიით. ჩამოტვირთეთ — პირველი თვე უფასოა, დანერგვაში კი დაგეხმარებით. ყველა ნაბიჯი სურათებით აღწერილია სახელმძღვანელოში.

Activi Dist

აგენტი მაღაზიაში შეკვეთას ტელეფონიდან წერს — მაღაზიის ფასით, ყუთით ან ცალით, ვალის გაფრთხილებით. ოფისი ადასტურებს, საწყობი აკრეფის სიით აგროვებს, დატვირთვისას კი თითო შეკვეთა თავისით ხდება გაყიდვის დოკუმენტი, ფაქტურა და ზედნადები. მძღოლი აბარებს, აგენტი ვალს იღებს — ყველაფერი ერთ დაფაზე ჩანს.

Activi Dist: დისტრიბუცია — შესაძლებლობები · Activi Dist-ის ფასები და პაკეტები

გაიგეთ მეტი

დაიწყეთ Activi-თ დღესვე

დარეგისტრირდით — დაგიკავშირდებით, დაგიყენებთ პროგრამას და პირველი 1 თვე უფასოდ იმუშავებთ.